Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ცისპლატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისპლატინის გვერდითი მოვლენებია: • გასტროინტესტინური დარღვევები: მწვავე გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ იწყება 1-4 საათის შემდეგ მკურნალობიდან და შეიძლება პერსისტირებდეს 1 კვირამდე. სეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება სტანდარტული ანტიემეტური საშუალებებით. აღწერილი ტოქსიკურობა მოიცავს ღრძილების პლატინის ხაზსაც. • თირკმლის და შარდის დარღვევები: მწვავე რენული ტოქსიკურობა, რომელიც ხშირი იყო წარსულში და წარმოადგენდა ძირითად დოზის შემზღუდველ ტოქსიკურობას, ბევრად შემცირდა 6-8 საათიანი ინფუზიების გამოყენებით და თანმხლები ინტრავენური ჰიდრატაციით და ფორსირებული დიურეზით. კუმულაციური ტოქსიკურობა, პრობლემად რჩება და შეიძლება იყოს მწვავე. თირკმლის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია მილაკების დაზიანებასთან შეიძლება პირველად აღინიშნოს დოზირებიდან მეორე კვირას და გამოვლინდება შრატში კრეატინინის მომატებით, სისხლში შარდის ნიტროგენის, შრატში შარდის მჟავა და/ან კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით. თირკმის უკმარისობა ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალოა და შექცევადია პრეპარატის ჩვეული დოზებისას, თუმცა მაღალი ან განმეორებითი დოზის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის დაზიანების სიმწვავე და ხანგრძლივობა და განვითარდეს თირკმლის შეუქცევადი უკმარისობა (ზოგჯერ ფატალური). თირკმლის უკმარისობა აღწერილია პრეპარატის ინტრაპერიტონეალური შეყვანის შემდეგ.  • სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძვლის ტვინის მსუბუქი ტოქსიკურობა შეიძლება განვითარდეს ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის დროს. ეს ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ანემია: ეს არ არის ზუსტად დოზასთან დაკავშირებული და შემთხვევით გამოწვეულია ჰემოლიზით.  • იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსიური და ანაფიაქსიის მსგავსი რეაქციები როგორიცაა სიწითლე, სახის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია და ჰიპოტენზია აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი იყვნენ ცისპლატინისადმი. რეაქციები ჩვეულებრივ ვითარდება ცისპლატინის მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და შეიძლება გაკონტროლდეს ინტრავეურად ადრენალინის, კორტიკოსტეროიდების და/ან ანტიჰისტამინების შეყვანით.  • ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ყურებში უნი ან ბილატერალური შუილი და /ან სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე (> 4000 ჰერცი) შეიძლება განვითარდეს პაციენტების 10%-ში და ჩვეულებრივ შექცევადია. სმენის სისტემის ზარალი დოზა დამოკიდებული და კუმულაციურია და უფრო ხშირად აღწერილია ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებში. სმენის ფუნქციის მონიტორინგი საჭიროა უფრო ხშირად მკურნალობის დროს. • ნერვული სისტემის დარღვევები: პერიფერიული ნეიროპათია ჩნდება იშვიათად პრეპარატის ჩვეული დოზირებისას. ჩვეულებრივ სენსორული ბუნებისაა (მაგ. პარესთეზია ზემო და ქვემო კიდურებში), მაგრამ შეიძლაბ მოიცავდეს მოტორულ სიძნელეებსაც, რეფლექსების დაქვეითებას ან არ არსებობას და ფეხების სისუსტეს. ავტონომიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, მეტყველების გაძნელება, გემოვნების დაკარგვა და მეხსიერების დაკარგვა აგრეთვე აღწერილია. ეს ნეიროპათიები ჩვეულებრივ ჩნდება გახანგრძლივებული თერაპიის შემდეგ, მაგრამ აგრეთვე განვითარდა პრეპარატის ერთეული დოზის შემდეგაც. სეიძლება აღინიშნოს არეფლექსია და პროპრიოცეფციის და ვიბრაციის სეგრძნების დაკარგვა განსაკუთრებით, თუ ცისპლატინის გამოყენება ხდება მაღალი დოზებით ან რეკომენდებულზე ხშირად. ზოგ პაციენტში ეს შეიძლება იყოს შეუქცევადი, თუმცა ისინი ნაწილობრივ ან სრულად შექცევადია სხვებში ცისპლატინის შეწყვეტის შემდეგ. ცერებროვასკულ;ური შემთხვევები აღწერილია ცისპლატინით ნამკურალებ პაციენტებში. • თვალის დარღვევები: ბადურის ტოქსიკურობა გამოვლინდება როგორც მხედველობის დაბინდვა და ფერების აღქმის დარღვევა. ოპტიკური ნევრიტი, პაპილოედემა და რქოვანას სიბრმავე აღწერილია იშვიათ შემთხვევებში ცისპლატინის მიღების შემდეგ. ეს მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის გამოყოფის შემდეგ. • გულის დარღვევები: კარდიოვასკულური ანომალიები (კორონარული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, პოსტურალური ჰიპოტენზია, თრომბოზური მიკროანგიოპათია და სხვ). • სუნთქვის, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები: ფილტვის ტოქსიკურობა აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ცისპლატინით მკურნალობენ ბლეომიცინთან ან 5-ფლუორურაცილთან კომბინაცაიში.  • ჰეპატობილიარული დარღვევები: მსუბუქი და ტრანზიტორული მომატება შრატში ალტ და ასტ-სა შეიძლება განვითარდეს იშვიათად. • კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: მსუბუქი ალოპეცია. იშვიათად ურტიკარია ან მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე. • ძვალკუნთოვანი და სემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: მიალგია. • რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები: ცისპლატინმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე. სპერმატოგენეზის დარღვევა და აზოსპერმია აღწერილია. თუმცა სპერმატოგენეზის დაზიანება შეიძლება იყოს შეიძლება იყოს შექცევადი, მამაკაცები, რომლებიც იტარებენ ცისპლატინით მკურნალობას, უნდა გააფრთხილონ მამაკაცის ფერტილობაზე შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.  • მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: ცისპლატინმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების სერიოზული დარღვევები, ძირითადად ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია და ჰიპოკალიემია, რაც დაკავშირებულია თირკმლის მილაკების დისფუნქციასთან. ჰიპომაგნემია და.ან ჰიპოკალციემია შეიძლება გახდეს სიმპტომური, აღინიშნოს კუნთების გაღიზიანება და კრუნჩხვები, ტრემორი, ცარპოპედალური სპაზმი ან/და ტეტანია. სხვა აღწერილი ტოქსიკურობა არის ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია და არაშესაბამისი ანტიდიურეზული ჰორმონის სინდრომი. ალოპურინოლი შეიძLება გამოყენებულ იქნას შრატში შარდის მჟავას დოზის შესამცირებლად. • ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მდგომარეობა: პირექსია, ლოკალური ეფექტები როგორიცაა ფლებიტი, ცელულიტი და კანის ნეკროზი (პრეპარატის ექსტრავაზაციის შედეგად) შეიძლება განვითარდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალმიბას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალმიბას გვერდითი მოვლენებია: მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური სიმპტომები, ზომიერი მიასთენია აღინიშნა მხოლოდ ურემიულ პაციენტებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვანეფრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვანეფრონის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ  ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად:ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აიმაფიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აიმაფიქსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად აღინიშნება: ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქცია, სხეულის ტემპერატურის მატება და IX ფაქტორის მიმართ ანტისხეულების გაჩენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოტონის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, არტერიული ჰიპოთენზია (ვენაში სწრაფი შეყვანის შემთხვევაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპრალექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრალექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1 ან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა კლებულობს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას. ფსიქიკის თვალსაზრისით: ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაემია (მანდილოსნებში). ნერვული სისტემის თვალსაზრისით: უძილობა და ძილიანობა, თავბრუსხვევა; იშვიათად შეინიშნება გემოს დარღვევა და ძილის დარღვევა. სასუნთქი სისტემის თვალსაზრისით: სინუსიტები, მთქნარიანობა. საჭმლის მონელების თვალსაზრისით: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა. კანის საფარის თვალსაზრისით: ოფლიანობის ზრდა. რეპროდუქციული თვალსაზრისით: იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა ორგანიზმის ზოგადი, საერთო მდგომარეობის თვალსაზრისით: სისუსტე, ჰიპერტონია მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევები: მადის დაქვეითება სიოზ-ის ჯგუფის პრეპარატების მიღებისას (ციპრალექსის ჩათვლით), ასევე შასაძლებელია: მეტაბოლიკური დარღვევები და კვების დარღვევა: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია. ფსიქიკის თვალსაზრისით: ჰალუცინაციები, მანია, შემეცნების არეულობა, აჟიტაცია, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაზრდილი გაღიზიანებულობა. ნერვული სისტემის თვალსაზრისით: კრუნჩხვითი შეტევები, ტრემორი, მოძრაობის დარღვევა, სეროტონიული სინდრომი (იხ.განსაკუთრებული მითითებები). მხედველობის თვალსაზრისით: მხედველობის დარღვევა სისხლძარღვების თვალსაზრისით: ორტოსტატიკური ჰიპოტენზია. საჭმლის მონელების თვალსაზრისით: პირღებინება, სიმშრალე პირის ღრუში, ანორექსია. ღვიძლისა და ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფუნქციონირების ლაბორატული ჩვენებების ცვლილება. კანის თვალსაზრისით: კანზე გამონაყარი, ქავილი, ექხიმოზი, ანგეონევროტიკული შეშუპება, ოფლიანობა. ძვლისა და კუნთების სისტემის თვალსაზრისით: არტრალგია, მიალგია. რეპროდუქციული სისტემის თვალსაზრისით: გალაქტორეა, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაემია. შარდმდენი სისტემის თვალსაზრისით: შარდის შეკავება ორგანიზმის მთლიანი მდგომარეობის თვალსაზრისით: უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ანაფილაქტიკური რეაქციები. ამის გარდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ციპრალექსით თერაპიის უცებ შეწყვეტამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის წარმოქმნა. ესციტალოპრამის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პირღებინება, რომლებიც არ არის მკვეთრად გამოხატული და მათი ხანგრძლიობა ასევე შეზღუდულია. ამის თავის არიდების მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის ნელ-ნელა შეწყვეტა 1-2 კვირის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არტიკოლაზიონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არტიკოლაზიონის გვერდითი მოვლენებია: გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი. ცალკეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება. გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზლის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები; სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რინორეა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი); სხვა: ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანგიოზილი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანგიოზილი რეტარდის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე, რომლებიც ტრიმეტაზიდინის მიღებისას, მოყვანილია შემდეგ გრადაციაში: ძალიან ხშირად (1/10 მეტი); ხშირად (1/100 მეტი, 1/10 ნაკლები); ნაკლებად ხშირად (1/1000 მეტი, 1/100 ნაკლები); იშვიათად (1/10000 მეტი, 1/1000 ნაკლები); ძალიან იშვიათად (1/10000 ნაკლები), მათ შორის, ცალკეული შეტყობინებები. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ ხშირად: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია. ძალიან იშვიათად: ექსტრაპირამიდული აშლილობები (ტრემორი, რიგიდულობა, აკინეზია), შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. კანის საფარის მხრივ ხშირად: კანის გამონაყარი: ქავილი, ჭინჭრის ციება. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ იშვიათად: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სახის კანის ჰიპერემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაქსიდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსიდექსის გვერდითი მოვლენებია: სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.განსაკუთრებული მითითებები: გაფრთხილება: ინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება. კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში. უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი: ALCON, ბელგია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები