Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25-ის გვერდითი მოვლენებია: კარდიოვასკულარული სისტემა: შემთხვევით, განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას, ისევე როგორც დეჰიდრატაციის შემთხვევებში (მაგ: ღებინება, ფაღარათი, შარდმდენებით მკურნალობა) გულის უკმარისობის ისტორიის მქონე, ასევე თირკმლისმიერ ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში კაპტო-ჰქთ-დენკ 50/25 დოზის მომატების შემთხვევაში მოსალოდნელია ჭარბი ჰიპოტენზიური ეფექტი (ორთოსტაზი), რომელსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღევევა, იშვიათად აღინიშნება გონების დაკარგვა (სინკოპე). ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას ხშირია ჰიპოკალემიით გამოწვეული ეკგ ცვლილებები და არითმიები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ძლიერ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სტენოკარდია, გულის ინფარქტი, გარდამავალი იშემიური შეტევა, ცერებრალური აპოპლექსია.  თირკმელი: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება ან დარღვევა იშვიათია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა. იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პროტეინურია, რაც ზოგჯერ თან ახლდა თირკმლის ფუნქციის დარღვევას. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას გამოვლინდა აბაქტერიული ინტერსტიციული ნეფრიტის ინდივიდუალური შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარობის განვითარებით. სასუნთქი სისტემა: მშრალი გამაღიზიანებელი ხველა და ბრონქიტი ხშირია. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გაძნელებული სუნთქვა, სინუსიტი და რინიტი. ასევე შეიძლება იყოს ბრონქიტის, გლოსიტის, პირის სიმშრალის და წყურვილის ერთეული შემთხვევები. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კაპტოპრილთან დაკავშირებული ალერგიული ალვეოლიტი (ეოზინოფილური პნევმონია). ინდივიდუალურ შემთხვევებში, ასევე უეცრად განვითარდა ფილტვის შეშუპება, რასაც თან ახლდა შოკის სიმპტომები. Fიქრობენ, რომ ეს იყო ალერგიული რეაქცია ჰიდროქოროთიაზიდზე.  ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა აგფ ინჰიბიტორების შემცველი წამლებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც მოიცავდა ხახას, ხორხს და/ან ენას. კუჭ-ნაწლავის სისტემა/ღვიძლი: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ნაწილის მხრივ ჩივილები და მონელების გაძნელება იშვიათია. ასევე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მადის დაქვეითება, პანკრეატიტი და განსაკუთრებით ქოლეცისტიტი, თუ პაციენტს უკვე გააჩნია ქოლელითიაზი. იშვიათ შემთხვევაში პაციენტებში, ვინც იტარებდა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას, გამოვლინდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ღვიძლის ნეკროზამდე (ზოგჯერ ფატალური გამოსავლით). Mმისი კავშირი მედიკამენტის მიღებასთან უცნობია. ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის, ღვიძლის ანთების და ნაწლავის ობსტრუქციის (ნაწილობრივი და სრული გაუვალობის) შემთხვევები. კანი და სისხლძარღვები: კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ეგზანთემა, იშვიათია. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ურტიკარია, ქავილი, ისევე როგორც ტუჩების, სახის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა: მულტიფორმული ერითემა და პემფიგოიდური რეაქციები, წითელი მგლურა (ჰიდროქლოროთიაზიდის გამო). ზემოთ ჩამოთვლილ ცვლილებებთან შეიძლება დაკავშირებული იყოს: სიცხე, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი, ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი და/ან მომატებული ANA-ს ტიტრი, ან მომატებული ედსი. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის მაღალი დოზებით მიღებისას სითხის დაკარგვის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და ემბოლია. განსაკუთრებით შეიძლება განუვითარდეთ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც აწუხებს ვენური სისტემის დაავადებები. ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ცრემლდენის დაქვეითება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა ფსორიაზისმაგვარი კანის ცვლილებები, ფოტოსენსიტიურობა, წამოწითლება, ოფლიანობა, ალოპეცია, ონიქოლიზისი, გინეკომასტია და რეინოს სინდრომის გაუარესება. ნერვული სისტემა: წყლის და ელექტროლიტების დისბალანსით გამოწვეული თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, სისუსტე, აპათია იშვიათია. ასევე იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა, იმპოტენცია, პარესთეზია, ბალანსის დარღვევა, გონების დაბინდვა, ხასიათის ცვლილებები, ხმაური ყურებში, მხედველობის დაბინდვა, გემოვნების შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება. ძვალ-სახსროვანი სისტემა: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კუნთების სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი და ჰიპოკალემიით გამოწვეული პარეზი. ლაბორატორიულ-სადიაგნოსტიკო პარამეტრები: ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება არ არის ხშირი. იშვიათად, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის, კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ან მათ, ვინც იტარებს ალოპურინოლის, პროკაინამიდის, ან ზოგიერთი იმუნოსუპრესიული წამლების თანმხლებ თერაპიას, შეიძლება გამოვლინდეს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია და ინდივიდუალურ შემთხვევებში – აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირდა G-6, PDH – ის დეფიციტთან დაკავშირებული ჰემოლიზი/ჰემოლიზური ანემია. თუმცა მისი კავშირი აგფ ინჰიბიტორებთან არ არის დამტკიცებული. იშვიათად, ჰიდროქლოროთიაზიდის კომპონენტს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალცემია, გლუკოზურია და მეტაბოლური ალკალოზი. შრატში დაფიქსირდა შაქრის, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების, შარდოვანას და ამილაზის მაჩვენებლების მომატება. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის მაჩვენებლები იზრდება, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია მცირდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შრატის კალიუმის კონცენტრაცია იზრდება, ასევე შეიძლება მოიმატოს შარდში ცილების ექსკრეციამ. ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გაიზარდოს ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაცია. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი სისხლის ტესტები რეგულარულად უნდა გადამოწმდეს თერაპიამდე და მკურნალობის დროს. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა წამლის გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზიგამას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნედოკრომილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნედოკრომილის გვერდითი მოვლენებია: ძირითადად – თავის ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული მოვლენები სუსტადაა გამოხატული და მალევე ქრება. ხშირად – ხველება და ბრონქოსპაზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიზოკონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიზოკონის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ატაროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ატაროლის გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირი (10 – დან > 1 პაციენტში) –  ძილიანობა. ხშირი (10 – დან   1 პაციენტამდე) –  პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება. არახშირი (100 – დან 1  პაციენტამდე)  –  გულისრევა, თავბრუსხვევა, ძილის გაძნელება, კანკალი, გაღიზიანებადობა, ციება, ზოგადი სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორტივანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორტივანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კლინიკური კვლეებისას არტერიული ჰიპერტენიზის მქონე ავადმყობეში, არასასურველი მოვლენები იყო სუსტად გამოხატული და ატარებდა გარდამავალ ხასიათს. არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირე დაკავშირებული არ იყო პაციენტის სქესთან, ასაკთან და რასობრივ კუთვნილებასთან. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10),არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000,, <1/1000), ძალიან იშვიათი ცალკეული შემთხვევების ჩათვლით (<1/10 000). ინფექციები ხშირი: ვირუსული იფნექციები არახშირი: ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტი, სინუსიტი ძალიან იშვიათი: რინიტი სისხლისწარმომქმნელი სისტემის მხრივ ხშირი: ნეიტროპენია ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შრატის დაავადების და ვასკულიტის ჩათვლით). ლაბორატორიული მაჩვენებლები არახშირი: ჰიპერკალიემია* იშვიათი: ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება, ნეითროპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერბილირუბინემია, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, შარდოვანას აზოტის მომატება სისხლის შრატში. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არახშირი: გონების დაკარგვა*, უძილობა, მომატებული დაღლილობა, ასთენია, ლიბიდოს დაქვეითება იშვიათი: თავბრუსხვევა ძალიან იშვიათი: თავის ტკივილი, გემოვნების მსუბუქი და დროებითი დარღვეევბი. სმენის ორგანოების მხრივ: არახშირი: ვერტიგო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი: გულის უკმარისობა*, აწ გამოხატული დაქევითება, ორთოსტაზული ჰიპოტენზია*, პერიფერიული შეშუპებები სასუნთქი სისტემის მხრივ არახშირი: ხველა, ცხვირიდან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არახშირი: დიარეა, ტკივილი მუცელში ძალიან იშვიათი: გულისრევა ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ არახშირი: ზურგის ტკივილი ძალიან იშვიათი: ართრალგია, მიალგია შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი: თირკმელების ფუნქციის დაქვეითება**, თირკმლის უკმარისობა**. პრეპარატ ნორტივანის გამოყენებისას მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ: *ჰიპერკალიემია, გონების დაკარგვა, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა-გვხვდება იშვიათად ** თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა გვხვდება ძალიან იშვიათად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზულიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზულიპის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატ როზულიპმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს.  მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ ამ გვერდითი ეფექტების შესახებ. ჩვეულებრივ მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და სწრაფად ქრებიან. შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ აგეღნიშნათ ერთ-ერთი შემდეგი ალერგიული რეაქცია: • სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებით, ან ასეთის გარეშე; • სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს ყლაპვის გაძნელებას; • გამოხატული კანის ქავილი (პაპულური გამონაყარით).  ამის გარდა, შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნათ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო დიდხანს. სხვა სტატინებით თერაპიის ანალოგიურად, როზუვასტატინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნებოდა არასასურველი ეფექტები კუნთოვანი სისტემის მხრიდან, უფრო იშვიათად ასეთ არასასურველ ეფექტებს თან ახლდათ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, დაკავშირებული კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებასთან – რაბდომიოლიზთან.  შესაძლო გვერდითი ეფექტები ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 100-დან 1-10 პაციენტს) • თავის ტკივილი; • ტკივილები მუცლის არეში; • შეკრულობა; • შეუძლოდ ყოფნა; • კუნთების ტკივილი; • სისუსტის შეგრძნება; • თავბრუსხვევა; • შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას 40 მგ–იანი დოზით, როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არსებობს პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა).  არახშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 1000-დან 1-10 პაციენტს) • გამონაყარი; • კანის ქავილი; • ჭინჭრის ციება; • შარდში ცილების შემცველობის მომატება (აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის გამოყენებისას დოზით 5 მგ, 10 მგ და 20 მგ; როგორც წესი, შარდში ცილის კონცენტრაცია ნორმალიზდება დამოუკიდებლად და არ არის პრეპარატ როზულიპით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობა).  იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს) • მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) – სიმპტომატიკა შეიცავს სახის, ტუჩების, ენის და (ან) ხახის შეშუპებას, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას, გამოხატულ კანის ქავილს (პაპულური გამონაყარით). თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თქვენ განგივითარდათ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; • კუნთების დაზიანება – სიმპტომატიკა შეიცავს კუნთების სისუსტეს, მომატებულ მგრძნობელობას და კუნთების ტკივილს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს უვითარდებოდათ კუნთოვანი ქსოვილის მძიმე დაზიანება (ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი), თანმხლები სისუსტით, ციებ-ცხელებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნათ მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივი კუნთების უჩვეულო ტკივილი. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ სისხლის გამოკვლევა, რომელიც იძლევა კუნთოვანი სისტემის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას; • ძლიერი ტკივილები მუცლის არეში, დაკავშირებული კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებასთან; • სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება.  ძალზედ იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნებათ 10000-დან 1-10 პაციენტს) • სიყვითლე (კანის და თვალების ყვითელი შეფერილობა); • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); • შარდში სისხლის მინარევის არსებობა; • ზედა და ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, დაბუჟება); • სახსრების ტკივილი; • მახსოვრობის დაკარგვა. სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა მისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე) • დიარეა (ხშირი და თხელი განავალი); • სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, პირის ღრუს, თვალის და გენიტალიების ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა). ამ მძიმე კანის რეაქციის ნებისმიერ გამოვლინებისას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ როზულიპის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; • ხველება; • გაძნელებული სუნთქვა; • შეშუპება; • ძილის დარღვევა, უძილობის და კოშმარული სიზმრების ჩათვლით; • სასქესო ფუნქციის დარღვევა; • დეპრესია; • სუნთქვის დარღვევა, ხველების, ქოშინის ან ციებ-ცხელების ჩათვლით. მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაკოლოგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კაპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაპტის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, მშრალი ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირის სიმშრალე, აფთოზური სტომატიტი.  კანის მხრივ: ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება. იდიოსინკრაზია: ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, აციდოზი. სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოზიტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოზიტონის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათდ სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია; 10მლ/წთ სიჩქარით გადასხმისას შესაძლებელია სახის სიწითლე, გახშირებული გულისცემა, კიდურების თითების დაბუჟება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფოვირალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოვირალის გვერდითი მოვლენებია: რა არის ფოვირალის შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად ფოვირალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს: ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში): • დიარეა, გულისრევა, თავბრუხვევა.  სისხლის ანალიზმა შესაძლოა აჩვენოს: სისხლში ფოსფატების დონის შემცირება  ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • მეტეორიზმი  იშვიათი (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში): • ლაქტაციდოზი (რძემჟავის დონის მომატება სისხლში, პოტენციურად ფატალური გვერდითი მოვლენა). ლაქტაციდოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ღრმა და სწრაფი სუნთქვა; ძილიანობა; გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი  • მუცლის ტკივილი, გამოწვეული პანკრეასის ანთებით (პანკრეატიტით)  • გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და თირკმლის დაზიანებით გამოწვეული წელის ტკივილი. • გამონაყარი სისხლის ანალიზებმა შესაძლოა აჩვენოს: • სისხლში კრეატინინის დონის მატება • ღვიძლის და პანკრეასის პათოლოგია. სხვა შესაძლო გვერდითი   ეფექტები: HIV ინფექციის კომბინირებული ანტირეტროვირუსული (მათ შორის ფოვირალით), მკურნალობისას, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილების შეცვლის გამო, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი სხეულის მოყვანილობა. შესაძლოა ცხიმოვანი ქსოვილი შეგიმცირდეთ ფეხებზე, ხელებსა და სახეზე; სამაგიეროდ ცხიმი გროვდება მუცლის გარშემო და შინაგან ორგანოებში; იზრდება სარძევე ჯირკვლები და კისრის უკანა ნაწილზე ჩნდება ცხიმოვანი კუზი (ე.წ. `ბიზონის კუზი~). ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და შორეული ეფექტები ჯერჯერობით უცნობია.  HIV ინფექციის კომბინირებული ანტირეტროვირუსულმა მკურნალობამ, ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარების გამო, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ქოლესტრინის მომატება (ჰიპერლიპიდემია) და შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია).  თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები