Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ამბროსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროსანის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ურტიკარიის და ანგიონევროზული შეშუპების სახით აღენიშნებათ ავადმყოფთა არა უმეტეს 1%-ს. პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომ მისი ჭარბი დოზირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მეთიონინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეთიონინის გვერდითი მოვლენებია: ცალკეულ შემთხვევებში გულისრევა, ღებინება, პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. მეთიონინის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ დისპეფსიური მოვლენები ჩვეულებრივ თავისით ქრება. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნახშირი გააქტივებულს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნახშირი გააქტივებულის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ყაბზობა, დიარეა; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვიტამინოზი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნონპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონპრესის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში): გულის შეტევა, სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთის სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი), თავბრუსხვევა, გადაღლილობა, ინფექცია, ხველა, ყაბზობა, ჰიპოტენზია, დიარეა, გულისრევა, ალერგიული რეაქცია, ქავილი, კუნთების სპაზმი და ტკივილი, სისხლში შარდოვანას დონის მატება. იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში): ეოზინოფილია, დეჰიდრატაცია, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდის მომატება სისხლში, ჰიპონატრიემია, უძილობა, თავის ტკივილი, გულის რითმის დარღვევა, ქოლეცისტიტი, ჰიპოტენზია, თრომბოზი, ყელის ტკივილი, მეტეორიზმი, ღებინება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, ოფლიანობა, ზურგის ტკივილი, ფეხების სპაზმი, სისუსტე, სისხლში კრეატინინის დონის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოსორბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოსორბის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიბიგრანი™ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიბიგრანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები,ზოგადად არ არის მძიმე და გარდამავალი ხასიათი აქვს. კვლევებში ფიქსირებული დოზებით არასასურველი მოვლენების სიხშირე იზრდებოდა დოზის მატებასთან ერთად.კლინიკური კვლევების დროს აღინიშნებოდა ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენები: საერთო: სახის შეშუპება, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, შოკი,ასთენია, ტკივილი,შეციება, მუცლის ტკივილი,ალერგიული რეაქციები, მკერდში ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდია,ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა,შაკიკი,გულყრა,ტაქიკარდია,გულის ცემა, არტერიული ჰიპოტენზია,ორთოსტატიური ჰიპოტენზია, მიოკარდის იშემია,ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი, გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე,კარდიომიოპათია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება,გლოსიტი,კოლიტი,დისფაგია,გასტრიტი, გასტროენტერიტი, ეზოფაგიტი, სტომატიტი,სიმშრალე პირის ღრუში,ღვიძლის ფუნქციონალური სინჯის ცვლილება, რექტალური სისხლდენა, გინგივიტი სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: ანემია,ლეიკოპენია ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: წყურვილის გრძნობა, შეშუპება, პოდაგრა, ლაბილური დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემიური რეაქციები, ჰიპერნატრიემია. საყრდენ მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: ართრიტი,ართროზი,მიალგია, მყესების გაწყვეტა, ტენდოსინობიტი,სახსრების ტკივილი,მიასტენია,სინოვიტი, ნერვული სისტემის მხრიდან: ატაქსია, ჰიპერტონუსი, ნევრალგია, ნეიროპათია, პაერესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერესთეზია სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქული ასთმა, დისპნოე, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ნახველის რაოდენობის გაზრდა, ხველის გაძლიერება. კანის საფარის მხრივ: ჭინჭრის ციება, უბრალო ჰერპესი, ქავილი, ოფლიანობა, კანის დახაზვა, კონტაქტური დერმატიტი,ექსფოლიატური დერმატიტი. გრძნობის ორგანოების მხრივ: მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის მხედველობის დარღვევა,(ფერთა აღქმის ცვლილება,მხედველობის დაბინდვა,სინათლისადმი მგძნობელობის გაზრდა)მიდრეაზი,კონიუქტივიტი, სინათლის შიში, შუილი ყურებში, სმენის დაკარგვა, თვალის ტკივილი, თვალის კაკლის სისხლჩაქცევა,კატარაქტა და თვალის სიმშრალე შარდსასქესო სისტემის მხრიდან: ცისტიტი, ნიქტურია,შარდის გამოყოფის გახშირება, მკერდის ჯირკვლების ზრდა, შარდის შეუკავებლობა, ეაკულაციის მოშლა, სასქესო ორგანოების შეშუპება, ანორგაზმი. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აკუზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკუზიდის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ გამოკვლევებში მეტნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტების კონტროლისას (1%) ქვინაპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ნებისმიერი კომბინაციისას გამოვლინდა შემდეგი: თავის ტკივილი (6.7%), თავბრუსხვევა (4.8%), ხველა (3.2%), დაღლილობა (2.9%). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხველა ხასიათდებოდა არაპროდუქტიულობით, მუდმივობით და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ქრებოდა. საერთო ჯამში, არასასურველი ეფექტები ზომიერი იყო და ტრანზიტორული ხასიათი ქონდათ. არ აღინიშნა გვერდითი ეფექტების დამოკიდებულება ასაკზე, სქესზე, რასასა და თერაპიის ხანგრძლივობაზე. გვერდითი ეფექტების გამო თერაპიის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების 2%-ში. წამლის მოხსნის მეტნაკლებად ხშირი მიზეზი იყო თავის ტკივილი (0.5%), მას მოსდევდა ხველა და გულისრევა და/ან ღებინება (0.2%). წინააღმდეგ ჩვენება: – კუზიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კვინკეს შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან. – ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ანურია ან მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებული სხვა პრეპარატების მიმართ.  – რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდგომ მოვლენებზე ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ამ პაციენტებს აფრთხილებენ, რომ ორსულობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს. ორსულობის შემთხვევაში საჭიროა აკუზიდის დაუყოვნებლივ მოხსნა. – ახალშობილისთვის პოტენციური სერიოზული რეაქციების გათვალისწინებით აუცილებელია არჩევანის გაკეთება – შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს აკუზიდის მიღება, ამ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს დედის ჯანმრთელობისთვის წამლის მნიშვნელობა. განსაკუთრებული მითითებები: სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღებისას: კვინკეს შეშუპება: აგფ ინჰიბიტორის მიღებისას შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება, ხორხის შეშუპების ჩათვლით, განსაკუთრებით პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ მათ ექიმს უნდა შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომლებიც წინ უძღვის კვინკეს დაავადებას (სახის, კიდურების, თვალების, ტუჩების, ენის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეწყვიტონ აკუზიდის  მიღება. ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება: პაციენტებს აღენიშნებოდათ ტკივილი მუცელში (გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) აგფ ინჰიბიტორების მოხსნის შემდეგ აღნიშნული დარღვევის სიმპტომები გაქრა. ანგიონევროზული შეშუპება უნდა ჩაერთოს დიფერენციალურ დიაგნოზში იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებენ და უჩივიან მუცლის ტკივილს. ანაფიქალსიური რეაქციები დესენსილიბიზაცია: პაციენტებს, რომლებიც აგფ ინჰიბიტორებს იღებდნენ ფუტკრის შხამით მკურნალობის პროცესში აღენიშნებოდათ მყარი, სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქციები. ამავე პაციენტებში ეს რეაქციები ქრებოდა აგფ ინჰიბიტორის მოხსნისას, მაგრამ ისინი ხელახლა ჩნდებოდა თუ დაუდევრობის გამო პრეპარატის მიღება გრძელდებოდა. დსლპ აფერეზი: ცნობილია ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების აფერეზი აღენიშნებოდათ დექსტრან სულფატის აბსორბციით, აგფ ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობისას. ჰემოდიალიზი: არსებობს კლინიკური მტკიცებულებები, რომ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს გარკვეული სიმაღლის სიმკვრივის მემბრანების გამოყენებისას (როგორიცაა პოლიაკრილინტრილის მემბრანები) აგფ ინჰიბიტორების თანმხლები მიღებისას უვითარდებათ ანაფილაქსიური რეაქციები. შეიძლება ამ კომბინაციის თავიდან აცილება, ალტერნატიული ჰიპოტენზიური წამლის გამოყენებით, ან ჰემოდიალიზისთვის სხვა მემბრანების გამოყენებით. ჰიპოტენზია: პაციენტები უნდა გააფრთხილონ შესაძლო თავბრუსხვევის შესახებ, განსაკუთრებით აკუზიდის პირველი დოზის მიღებისას. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ნამდვილი შოკის შემთხვევაში მან უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება ექიმის კონსულტაციამდე. ყველა პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ სითხის არაადექვატურმა მოხმარებამ, ოფლის ან სითხის გამოყოფის გაძლიერებამ შეიძლება ამოიწვიოს წნევის მკვეთრი დაცემა სითხის მოცულობის შემცირების გამო. სითხის მოცულობის შემცირების სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ღებინება ან დიარეა, რასაც აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს წნევის დაცემა. ამგვარ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ, რომ მიმართონ ექიმს. ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: პაციენტებს ატყობინებენ, რომ მათ ექიმს უნდა აცნობონ ინფექციაზე ნებისმიერი ეჭვის შესახებ (მაგალითად: ანთებადი ყელი, ცხელება) რადგან ეს შეიძლება იყოს ნეიტროპენიის ნიშანი. სისტემური წითელი მგლურა: არსებობს მონაცემები, რომ თიაზიდური დიურეტიკები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას ან აქტივაციას. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა თირკმლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების დაკვირვებას ყოველთვის უნდა ახლდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება. ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: აკუზიდის სიფრთხილით გამოყენება საჭიროა ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემია: პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ მათ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ კალიუმის დანამატები ან სუფრის მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელები. კალციუმის ექსკრეცია თიაზიდებით ითრგუნება: თიაზიდის ხანგრძლივი მკურნალობისას რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიური ცვლილებები. ჰიპოპარათირეოიდიზმის უფრო მძიმე გართულებები (თირკმლის ლითიაზი, ძვლების რეზორბცია და კუჭის წყლული) არ აღინიშნა. სხვა მეტაბოლური დარღვევები: თიაზიდებს აქვთ ტენდენცია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებისა და შრატში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდებისა და შარდის მჟავას მომატებისკენ. ჩვეულებრივ ეს ეფექტები უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვეულებრივი პოდაგრა ან დიაბეტი შეიძლება გამწვავდეს. ჰიპოგლიკემია და დიაბეტი: აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას დიაბეტით დაავადებულებში შეიძლება ახლდეს ჰიპოგლიკემია. ხველა: არსებობს მონაცემები აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას (აკუზიდის ჩათვლით) ხველის შესახებ. ეს ხველა შეიძლება დახასიათდეს როგორც არაპროდუქტიული, მუდმივი და წარმავალი თერაპიის ჩატარების შემდეგ. ქირურგია/ანესთეზია: თუ იგეგმება პაციენტის ოპერაცია/ანესთეზია მან ექიმი უნდა გააფრთხილოს, რომ იღებს აგფ ინჰიბიტორებს: აკუზიდი 10/12.5 შეიცავს 0.032348გ. ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.032348გ ლაქტოზას. აკუზიდი 20/12.5 შეიცავს 0.077196გ ლაქტოზას. რეკომენდებული დოზირების დაცვისას ყოველ დოზასთან ერთად იღებენ 0.077196გ ლაქტოზას. მიღება არ შეიძლება ლაქტოზის უკმარისობისას, გალაქტოზემიისას, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დაქვეითებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპეტიტ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპეტიტ პლუსის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობა  შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაბტერას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაბტერას გვერდითი მოვლენებია: აგრეთვე აღინიშნა შემდგომი გვერდითი მოვლენები (<1%): კოაგულაციის დარღვევები, ასთმა, ფილტვისმიერი დარღვევები, მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი, ჰიპოქსია, მუცლის გადიდება, ტკივილი ინფუზიისას, ბრადიკარდია, ლიმფადენოპათია, ნერვოზულობა, დეპრესია, გემოვნების გაუკუღმართება. სუბპოპულაციები ხანშიშესული პაციენტები (65 წლის). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის და მე-3 და 4 ხარისხის გვერდითი მოვლენების სიხშირე ხანშიშესულ (N=94) და ახალგაზრდა (N=237) პაციენტებში მსგავსი იყო (88.3% და 92.0% – ნებისმიერი გვერდითი მოვლენა; 16.0% და 18.1% მე-3 და 4 ხარისხის გვერდითი მოვლენები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ათეროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ათეროქსის გვერდითი მოვლენებია: ძირითადი გვერდითი მოვლენები, რომელიც ათეროქსით მკურნალობისას აღინიშნა იყო დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგიები, ასთენია, დიარეა და უძილობა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი გამოვლინებები, რომლებიც აღინიშნა ათეროქსის კლინიკური გამოკვლევების შედეგად: ანგიონევროზული შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათიები, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ანორექსია, ღებინება, შეშუპება, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია. ჩამოთვლილი გამოვლინებებიდან ყველას არ უკავშირებდნენ ათეროქსს. ათორვასტატინის ფართოდ გამოყენების პროცესში აღწერილი იყო იშვიათი არასასურველი გამოვლინებები(გარდა ზემოთჩამოთვლილისა), რომლებიც შეიძლება არც კი იყვნენ დაკავშირებული მკურნალობასთან: ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსიური რეაქციის და ჭინჭრის ციების ჩათვლით), ართრალგიები, ბულოზური გამონაყარი(მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილას სინდრომი/ ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაბდომიოლოზი, თრომბოციტოპენია. ათეროქსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და გარდამავალი. გვერდითი ეფექტების გამო, რომელსაც უკავშირებდნენ ათორვასტატინს, კლინიკური კვლევიდან გამოირიცხა დაავადებულთა 2%-ზე ნაკლები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები