Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით აზენკურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზენკურის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო დარღვევებს, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამელოტექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამელოტექსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 1%-ზე მეტი – დისპეპსია, მ.შ. გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილი, გაუვალობა, მეტეორიზმი, დიარეა; 0,1-1% – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიურობის გარდამავალი ზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ბოყინი, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენალური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მ.შ. ფარული), სტომატიტი; 0,1%-ზე ნაკლები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, კოლიტი, ჰეპატიტი, გასტრიტი.  სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: 1%-ზე მეტი – ანემია; 0,1-1% – სისხლის ფორმულის ცვლილება, მ.შ. ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.  კანის საფარის მხმრივ: 1%-ზე მეტი – ქავილი, კანის გამონაყარი; 0,1-1% – ჭინჭრის ციება; 0,1%-ზე ნაკლები – ფოტოსენსიბილიზაცია, ბულოზური გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა, მ.შ. სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური – ეპიდერმალური ნეკროლიზი.  სასუნთქი სისტემის მხრივ: 0,1%-ზე ნაკლები – ბრონქოსპაზმი.  ნერვული სისტემის მხრივ: 1%-ზე მეტი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; 0,1-1% – ვერტიგო, ყურებში ხმაური, ძილიანობა; 0,1%-ზე ნაკლები – გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ემოციონალური ლაბიალურობა.  გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 1%-ზე მეტი – პერიფერიული შეშუპებები; 0,1 – 1% – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, სახის ჰიპერემია.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: 0,1-1% – ჰიპერკრეატინინემია და/ან სისხლის შრატში შარდოვანას მომატება; 0,1%-ზე ნაკლები – თირკმლის მწვავე უკმარისობა;  მელოქსიკამთან მიღების კავშირი დადგენილი არ არის – ინტერსტიციალური ნეფრიტი, ალბუმინურია, ჰემატურია.  მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: 0,1%-ზე ნაკლები – კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევა, მ.შ. მხედველობის დაბინდვა.  ალერგიული რეაქციები: 0,1%-ზე ნაკლები – ანგიონევროზული შეშუპება,  ანაფილაქტიური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კანდიბიოტიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კანდიბიოტიკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები. ალერგიული რეაქციები, მათ შორის ქავილი, წვა და ჩხვლეტის შეგრძნება; ერითემა, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კონტაქტური დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეფაზანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეფაზანის გვერდითი მოვლენებია: კლოპიდოგრელი უსაფრთხოებაზე შეფასდა 17 500-ზე მეტ პაციენტში, ჩათვლით 9000 პაციენტისა, რომლებიც 1 წელიწადზე მეტხანს მკურნალობდნენ. კლოპიდოგრელის საერთო ტოლერანტობა საერთაშორისო კვლევაში ასპირინის მსგავსი იყო ასაკის, სქესისა და რასის მიუხედავად, დაახლოებით თანაბარი სიხშირით (13%) პაციენტებისა, რომლებმაც მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს. კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ორ საერთაშორისო კვლევაში აღინიშნა აღწერილია ქვემოთ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ზოგადი: გულმკერდის ტკვილი, შემთხვევით მიყენებული დაზიანება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკვილი, სისუსტე. გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: შეშუპება, ჰიპერტენზია. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი, გულისერვა. მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ჰიპერქოლესტერემია. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრალგია, ზურგის ტკვილი. თრომბოციტების, სისლხდენის და შედედების დარღვევები: პურპურა/სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა. ფსიქიატრიული დარღვევები: დეპრესია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დისნოე, რინიტი, ბრონქიტი, ხველა. კანისა და დანამატების დარღვევები: გამონაყარი, ქავილი. საშარდე სისტემის დარღვევები: საშარდე გზების ინფექცია. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების > 2.0%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც ღებულობენ კლოპიდოგრელს+ასპირინი ან პლაცებოს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ზოგადი: გულმკერდის ტკივილი. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ფაღარათი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდება პაციენტების 1-2.5%-ში კლოპიდოგრელის გამოყენებისას, კვლევაში პაციენტებისა, რომლებიც კლოპიდოგრელს ან ასპირინს ღებულობენ, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა. ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები: სინკოპე, გულის აჩქარება. ზოგადი დარღვევები: ასთენია, ცხელება. თიაქარი. გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: გულის უკმარისობა. ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის დარღვევები: კრუნჩხვები ფეხებში, ჰიპოესთაზია, ნევრალგია, პარესთეზიები, თავბრუ. გასტროინტესტინალური სისტემის დარღვევები: შეკრულობა, ღებინება გულის შეკუმშვათა სიხშირე და რითმის დარღვევები: წინაგულოვანი ფიბრილაცია. ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების მომატება. მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: პოდაგრა, ჰიპერურიკემია, არა-ცილოვანი აზოტის მომატება. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები: ართრიტი, ართროზი. თრომბოციტების, სისხლდენისა და შედედების დარღვევები: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, ჰემატომა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ფსიქიატრიული დარღვევები: შფოთვა, უძილობა სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: ანემია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: პნევმონია, სინუსიტი. კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ეგზემა, კანის დაწყლულება. საშარდე სისტემის დარღვევები: ცისტიტი. მხედველობის დარღვევები: კატარაქტა, კონიუქიტივი. სხვა პოტენციურად მზიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება კლინიკური მნიშვნელობის იყო, თუმცა იშვიათად აღინიშნებოდეს (< 1%) კვლევაში, რომელშიც პაციენტები ღებულობდნენ კლოპიდოგრელს ან კლოპიდოგრელს+ასპირინი, მიუხედავად კლოპიდოგრელთან კავშირისა, ზოგადად, ამ მოვლენების განვითარების სიხშირე მსგავსი იყო იმ პაციენტებშიც, რომლებიც ღებულობდნენ ასპირინს ან პლაცებო+ასპირინს. ზოგადი: ალერგიული რეაქცია, იშემიური ნეკროზი. გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გენერალიზებული შეშუპება. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევბი: პერფორეირებული კუჭის წყლული, ჰემორაგიული გასტრიტი, ძედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰემორაგიული წყლული. ღვიძლისა დასანაღვლე გზების დარღვევები: ბილირუბინემია, ინფექციური ჰეპატიტი, ცხიმოვანი ვიძლი. თრომბოციტების, სისხლდენებისა და შედედების დარღვევები: ჰემართროზი, ჰემატურია, ჰემოფტიზი, ქალაშიდა სისხლდენა, რეტროპერიტონეალური სისხლდენები, ოპერაციული ჭრილობის სისხლდენა, თვალში სისხლდენა, პულმონარული სისხლდენა, ალერგიული პურპურა, თრომბოციტოპენია. სისხლის წითელი უჯრედების დარღვევები: აპლასტიური ანემია, ჰიპოქრომული ანემია. გამრავლების სისტემის დარღვევები ქალებში: მენორაგია. სასუნთქი სისტემის დარღვევები: ჰემოთორაქსი. კანისა და კანის დანამატების დარღვევები: ბულოზური გამონაყარი, ერითემატოზული გამონაყარი, მაკულოპაპულარული გამონაყარი, ჭინჭრის ციება. საშარდე სისტემის დარღვევები: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლის თეთრი უჯრედებისა და რეტიკულოენდოთელური სისტემის დარღვევები: აგრანულოციტოზი, გრანულოციტოპენია, ლეიკემია, ლეიკოპენია, ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალფუზოსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფუზოსინის გვერდითი მოვლენებია: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა. იშვიათად – პირის სიმშრალე, ძილიანობა, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შეშუპებები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანზე გამონაყარი, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლოდიპინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოდიპინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ამლოდიპინი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ძირითადი გვერდითი მოვლენებია  ვაზოდილატაციის შედეგად განვითარებული პერიფერიული შეშუპება და კანის ჰიპერემია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თვის ტკივილი,   გულისრევა, მუცლის ტკივილი, პარესთეზია, დაღლილობა, გულისცემის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ქავილი და დეპრესია, ხანგრძლივი გამოყენებისას- კიდურების ტკივილი..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარბამაზეპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბამაზეპინის გვერდითი მოვლენებია: ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებებლია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია – ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნანიპრუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნანიპრუსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი  მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნანიპრუსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება , თუმცა ეს არ შეინიშნება ყველა პაციენტში. დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ იშვიათი: მეტჰემოგლობინის წარმოქმნა სისხლში და თრომბოციტების რიცხვის შემცირება(სისხლის ფირფიტები) დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება დარღვევები ნივთიერებათა ცვლის  და კვების მხრივ იშვიათი: რძე-მჟავა პროდუქტების წარმოქმნა (აციდოზი) ფსიქიკის დარღვევა იშვიათი: თეთრი ცხელება დარღვევევბი ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი, თავბრუხვევა, რეფლექსების მატება, შიში, შფოთვა, სიარულის დარღვევა, კრუნჩხვა, ინსულტი, ცნობიერების დაკარგვა, ძილიანობა, კომა, ქალაშიდა წნევის მომატება(ციანიდური ტოქსიურობა). დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ გუგის შევიწროება დარღვევები სმენის და ვესტიბულარული აპარატის მხრივ იშვიათად: ხმაური ყურებში დარღვევები გულის მხრივ გულისცემა, პულსის შენელება, სტენოკარდია, რითმის მოშლა, ეკგ-ს ცვლილებები დარღვევები სისხლძარღვების სისტემის მხრივ სისხლის დაბალი წნევა(არტერიული წნევა ნორმალიზდება ინფუზიის შეწყვეტიდან 5 წუთის მერე) დარღვევვები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ გაძნელებული  სუნთქვა, ჟანგბადოვანი შიმშილი, ფილტვების მწვავე შეშუპება. დარღვევევბი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იშვიათად: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში. ძალიან იშვიათად: ნაწლავების გაუვალობა. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ ძალიან იშვიათი: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის სიწითლე(მოითხოვს ინფუზიის შეწყვეტას) დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ იშვიათად: კუნთების სპაზმი დარღვევები თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ იშვიათი: მწვავე თირკმლის უკმარისობა, ურემია, შრატოვანი კრეატინინის დონის მომატება. ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას გაძლიერებული ოფლიანობა, სიწითლე, შეშუპება, ტკივილი შეყვანის ადგილას. იშვიათი: ვენების მწვავე ანთება გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირებისას ან ინფუზიის დროებით შეწყვეტისას. თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული ან თქვენ შეამჩნევთ სხვას, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანარში, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორმოლიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმოლიპის გვერდითი მოვლენებია: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფამოსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფამოსანის გვერდითი მოვლენებია: ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დაქვეითება; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სხვადასხვა: იშვიათად – კანზე გამონაყარი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები