იცით ხონდროქსიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ხონდროქსიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ხონდროქსიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კარდირატის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება; იშვითად – ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (დოზის შერჩევის პერიოდში), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურებში გაცივების შეგრძნება), ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომების ან რეინოს სინდრომის გამწვავება; ცალკეულ შემთხვევებში – გულის უკმარისობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქული ასთმა (მიდრეკილ ავადმყოფებში); იშვიათად – ცხვირის გაჭედილობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. სისხლის სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. სხვა – კიდურების ტკივილი, იშვიათად – პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლოენზარი სანოველის გვერდითი მოვლენებია: ლანსოპრაზოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენებია: დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ანუზოლის სანთლების გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ტაქიკარდია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში – ფსიქომოტორული აგზნება, შარდვის შეკავება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ალაქტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და შესაძლოა შემცირდეს დოზის თანდათანობით კლების ფონზე. ხშირი (>1/100, <1/10) ნერვული სისტემა: დეპრესია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, დაღლილობა, ძილიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: კარდიალური ვალვულოპათია (მათ შორის რეგურგიტაცია) და მასთან დაკავშირებული დარღვევები (პერიკარდიტი და პერიკარდიალური ექსუდაცია), არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არეში. კუჭ-ნაწლავის აშლილობა: გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, გასტრიტი, ყაბზობა. კანი და კანქვეშა ქსოვილი: სახის ჰიპერემია ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100) მხედველობის დაქვეითება: ჰემიანოპსია. სისხლძარღვთა დარღვევები: სისხლდენა ცხვირიდან. იშვიათი (>1/10000, <1/1000) სისხლძარღვთა დარღვევები: გონების დაკარგვა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი: თითების კრუნჩხვა, არტერიული წნევის ასიმპტომატური დაცემა (≥20 მმ. ვწყ. სვ სისტოლური და 10 მმ ვწყ.სვ – დიასტოლური) შეინიშნებოდა 3-4 დღის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ 1 მგ. კაბერგოლინის მიღებისას. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ ისინი კლებულობენ ან ქრებიან. გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობა შეწყვიტა პაციენტების 3%-მა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ასპანის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების, მონაცემებით მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტთა 1% და მეტში, რომლებიც პანტოპრაზოლს იღებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამო, არის: თავის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი, ბოყინი, უძილობა და ჰიპერგლიკემია. პაციენტების 1% და ნაკლებში, რომლებიც პანტოპრაზოლს იღებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამო, ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი კავშირი პანტოპრაზოლთან ბოლომდე დადასტურებული არაა. ზოგადი: აბცესი, ალერგიული რეაქციები, კისტა, სახის შეშუპება, ტემპერატურის მატება, გენერალიზებული შეშუპება, სითბური დარტყმა, თიაქარი, ლაბორატორიული მონაცემების ცვლილება, დაღლილობა, კანდიდოზი, ახალწარმონაქმნები, არასპეციფიური მედიკამენტოზური რეაქციები, მომატებული ფოტომგრძნობელობა გულსისხლძარღვთა სისიტემის მხრივ: სტენოკარდია, არითმია, ფიბრილაცია/წინაგულების ციმციმი, ეკგ ცვლილებები, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გულის შეგუბებითი უკმარისობა, სისხლდენა, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის იშემია, გაძლიერებული გულისცემა, ბადურის სისხლძარღვების დაზიანება, გულის წასვლა, ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი, ვაზოდილატაცია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, აფტოზური სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, დუოდენიტი, დისფაგია, ენტერიტი, სისხლდენა საყლაპავიდან, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის კარცინომა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი, გინგივიტი, გლოსიტი, პირიდან უსიამოვნო სუნი, სისხლიანი ღებინება, მადისმომატება, მელენა, პირის ღრუს კანდიდოზი, პირის ღრუს წყლული, პერიოდონტალური აბცესი, პერიოდონტიტი, რექტალური სისხლდენა, კუჭის წყლული, ენის ფერის შეცვლა, წყლულოვანი კოლიტი. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზურია, ჩიყვი. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ნაღვლის კოლიკა, ბილირუბინემია, ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი და ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის, დონის ACT (SGOT) დონის მატება. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ეკქიმოზი, ეოზინოფილია, ჰიპოქრომული ანემია, რკინადეფიციტული ანემია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ნივთიერების ცვლის მხრივ: დეჰიდრატაცია, შეშუპება, პოდაგრა, პერიფერიული შეშუპება, წყურვილის შეგრძნება, წონის მომატება ან შემცირება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი, ართროზი, ძვლის ტკივილი, ბურსიტი, ძვლების და სახსრების არეში დისკომფორტი, კუნთების სპაზმი, კეფის კუნთების რიგიდობა, მიალგია, ტენოსინოვიტი. ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვა, დეპრესია, პირის სიმშრალე, დიზართრია, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევრალგია, ნევრიტი, პარესთეზია, რეფლექსების დაქვეითება, ძილის დარღვევა, სომნოლენციო, ბოდვითი იდეები, ტრემორი, თავბრუსხვევა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმა, ცხვირიდან სისხლდენა, სლოკინი, ლარინგიტი, ფილტვის არეში დისკომფორტი, პნევმონია, ხმის შეცვლა. კანის და კანის დანამატების მხრივ: აკნე, ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, სოკოვანი დერმატიტი, სისხლდენა, მარტივი ჰერპესი, სარტყლისებური ლიქენი, ლიქენოიდური დერმატიტი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, კატარაქტა, სმენის დაკარგვა, დიპლოპია, ყურის ტკივილი, ექსტრაოკულარული დამბლა, გლაუკომა, გარეთა ოტიტი, გემოს აღქმის დარღვევა, ყურებში შუილი. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ალბუმინურია, ბალანიტი, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ცისტიტი, დისმენორეა, დიზურია, ეპიდიდიმიტი, ჰემატურია, იმპოტენცია, კენჭები თირკმელში, თირკმლის ტკივილი, ნიქტურია, წინამდებარე ჯირკვლის არეში დისკომფორტი, პიელონეფრიტი, სათესლე პარკის შეშუპება, ურეთრის ტკივილი, ურეთრიტი, საშარდე გზების მხრივ დისკომფორტი, ვაგინიტი. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნოვალანსის გვერდითი მოვლენებია: ლანსოპრაზოლით მკურნალობის დროს მინიმალურია და აღინიშნება ძირითადათ დოზის გადაჭარბების დროს (გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა). დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ართროკელან უ D6 (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. სხვა: იშვიათად – ტრანზიტორული დიზურია, გამონაყარი კანზე.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ფებროფიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ეგზანთემა, პურპურა. ყველა თანამდევი (უჩვეულო) ეფექტის წარმოშობის შესახებ, მათ შორის რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
აგაპურინ რეტარდის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა; კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მხრივ: სახის კანის ჰიპერემია, სისხლის მოწოლა სახესა და გულმკერდის ზედა ნაწილში, შეშუპება, ფრჩხილების მტვრევადობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, უმადობა, ნაწლავთა ატონია, ქოლეცისტიტის გამწვავება, ქოლესტაზური ჰეპატიტი; გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, კარდალგია, სტენოკარდია, ჰიპოტონია; სისხლმბადი ორგანოებისა და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, სისხლდენა კანის სისხლძარღვებიდან, ლორწოვანი გარსებიდან, კუჭიდან, ნაწლავიდან; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები