Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით მეგა ბ 500 სრს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეგა ბ 500 სრ-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალმაგელი ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალმაგელი ნეო გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაცია ალუმინით ან მაგნიუმით. იშვიათად ვითარდება დიარეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუნო-რიცს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნო-რიცის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფორსეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორსეფის გვერდითი მოვლენებია: სისტემური გვერდითი ეფექტები: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1 მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები) მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და პრეპარატის კუმულაციურ დოზებში 20 მგ და მეტი რაოდენობით მიღების დროს. კანის მხრივ რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. იშვიათად ვითარდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შესაბამისი სიმპტომატიკის მქონე ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალიების არეში – მიკოზები, ტემპერატურის მომატება შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. იშვიათად ადგილი აქვს ფსევდმომებრანული კოლიტის განვითარებას და სისხლის შედედების დარღვევას, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნას, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს დიდი სადღეღამისო დოზით (80 მგ/კგ დღე-ღამეში) ან კუმულაციური დოზებით 10 მგ და მეტი, აგრეთვე სხვა დამატებითი რისკ-ფაქტორების დროს (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა). თირკმელებში კონკრემენტის წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაქსაზიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაქსაზიტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები: იშვიათად:გულისრევა, ღებინება,ტკივილი მუცლის არეში,მეტეორიზმი,დიარეა,  ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარმადექსს (თვალის წვეთები 0.1%) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარმადექსი თვალის წვეთები 0.1%-ის გვერდითი მოვლენებია: თვალის შიდაწნევის მომატება, კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, რქოვანას პერფორაცია. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლირიკას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლირიკას გვერდითი მოვლენებია: 9000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – თავბრუსხვევა, სისუსტე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები უპირატესად არის იოლი ან საშულოდ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – მადის მომატება – ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა, გაღიზიანებადობა.  – ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება. – მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია. – ვერტიგო; – პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი; – ერექციის დარღვევევბი; – კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი. – წონაში მომატება. იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი: – მადის დაქვეითება; – შემეცნების ცვლილებები, დაღლილობა, დეპრესია, აჟიტირება, გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობის გაძლიერება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური ძილი, პანიკური შეტევები, აპათია; – სტუპორი, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოვნების დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, სინკოპე; – თვალის სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სისველე; – გაძლირებული გულისცემა; – ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება. – სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე. – გაძლირებეული ნერწყვის დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება. – ოფლიანობა, გამონაყარი. – კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების რიგიდობა. – მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შეუკავებლობა, შარდის შემცირებული მოცულობა.  – სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში. უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში, არის შემდეგი: – დაბალი წნევა, ხელებისა და ფეხების გაციება, მაღალი წნევა; – ხველა, ცხვირის გაჭედვა; – კუნთების დაზიანება; – მკერდის ტკივილი, მენსტრუალური დარღვევები; – შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში; – ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – გულის რითმის დარღვევები; თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ამ ჩანართში ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოდოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოდოზის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები აღწერილია 10%-ზე ნაკლებ შემთხვევებში.  მათ მიეკუთვნება: კიდურების გაბუჟების და სიცივის შეგრძნება; ძილის დარღვევა, დეპრესია; გულის რევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა; ჰიპერტრიგლიცერიდემია და ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, ჰიპერურიკაციდემია, წყალ-ელექტროლიტური მდგომარეობის დარღვევა, მეტაბოლური ალკალოზი; კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები; ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკალური გამტარობის დარღვევა, გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობის გამწვავება, ორთოსტატული ჰიპოტენზია; ბრონქოსპაზმი პაციენტებში ბრონქიალური ასტმით ან ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქო-პულმონული დაავადებებით ანამნეზში; სისხლის პლაზმაში კრეატინინის და შარდოვანას დონის შექცევადი მომატება; ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონეები: ასპარაგინტრანსფერაზა და ალანინტრანსფერაზა, ჰეპატიტი, სიყვითლე; იმპოტენცია; სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი; საცრემლე ჯირკვლების პროდუქციის დაქვეითება (გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს), მხედველობის დარღვევა; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ფსორიაზის მიმდინარეობა ან გამოიწვიონ ფზორიაზის მაგვარი გამონაყარი, ალოცეპია. ასევე შესაძლებელია: დაღლილობა, დაქანცულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რაც შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ გაიროს მკურნალობის პირველი ან მეორე კვირის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნალგეზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნალგეზინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ნალგეზინმა შეიძლება ზოგიერთ პაციენტში გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის გვრდითი ეფექტები. გვხვდება: დისპეპსიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა, მუცლის შებერვა), სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანიბა, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში ნალგეზინის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ალერგიური რეაქციები (კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება). შეიძლება სასუნთქი ფინქციის ან სისხლმბადი სისტემის ფუნქციის დარღვევე (თრომბოციტოპენია, ანემია) განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც წინასწარგანწყიბილნი არიან მოცემული დაავადებების მიმართ, ასევე ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. თუკი შენიშნეთ აღნიშნული მოვლენები, შეწყვიტეთ პრეპარატის მირება და შეძლებისდაგვარად, მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფორლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფორლაქსის გვერდითი მოვლენებია: ♦ პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ვითარდება დიარეა, რომელიც შეიძლება შეწყდეს 24-48 სთ-ში მკურნალობის შეწყვეტიდან, ამის შემდეგ კი შესაძლებელია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შედარებით დაბალი დოზებით; ♦ ტკივილები მუცლის არეში, განსაკუთრებით ავადმყოფებში ნაწლავების ფუნქციის დარღვევით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები