Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ციკლოდინონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოდინონის გვერდითი მოვლენებია: ისე, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ციკლოდინონის® ორალურ წვეთებსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწვავე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით. აღწერილია კანზე გამოხატული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სიხშირე არ არის ცნობილი.  მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე, შეწყვიტეთ ციკლოდინონი® ორალურ წვეთების  მიღება. თუ გამოვლინდა გვერდითი რეაქციები, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ავონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავონექსის გვერდითი მოვლენებია: გრიპისმაგვარი სიმპტომები – თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ექიმის რჩევით შესაძლებელია არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების მიღება ავონექსის ინექციამდე და მის შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია, სიმპტომები თანდათან გაქრება. იშვიათად თავს იჩენს სიწითლე და მტკივნეულობა ინექციის ადგილას, მადის დაქვეითება, წამოხურვება, სახსრების ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, თავბრუხვევა, უძილობა, დიარეა, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე, ნევროზული მდგომარეობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰეპატიტი, გულმკერდის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტაქიკარდია. კიდევ უფრო იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან სპასტიკურობა. მას ხშირად მიაკუთვნებენ გრიპისმაგვარ სინდრომს და უმეტესად მკურნალობის საწყის პერიოდში აღინიშნება, მერე კი თანდათან იკლებს. მკურნალობის დასაწყისში ასევე მოსალოდნელია გულის წასვლის ერთეული ეპიზოდი ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ინექციის შემდეგ. ინტერფერონებით მკურნალობა ზოგჯერ იწვევს გვერდით მოვლენებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. მოსალოდნელია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება და სხვა ცვლილებები სისხლში. ძალზე იშვიათად აღინიშნება გულის უკმარისობა – კარდიომიოპათია, ართრიტი, ჩიყვი (ჰიპო – და ჰიპერთირეოზი), ემოციური არასტაბილურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლინკოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინკოცინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, დიარეა, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება (კერძოდ, სისხლში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება); პერორალურად მიღებისას – ეზოფაგიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენიური პურპურა. იშვიათად აპლასტური ანემია და პანციტოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ექსფოლიატური და ვეზიკულური დერმატიტი; იშვიათად ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქსიური შოკი; აღწერილია მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია პარენტერალურად შეყვანისას (ძალიან სწრაფი შეყვანის შემთხვევაში). ადგილობრივი რეაქციები: კუნთებში პრეპარატის შეყვანის ადგილას აღინიშნება გაღიზიანება, ტკივილი, ინდურაცია, ასეპტიური აბსცესები, ხოლო ვენაში ინფუზიის დროს – თრომბოფლებიტი. სხვადასხვა: შესაძლოა სუპერინფექციის, მათ შორის სოკოვანი ინფექციების განვითარება. * ლინკომიცინის საინექციო ფორმა შეიცავს ბენზილის სპირტს (9 მგ/მლ). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ დღენაკლულ ბავშვებში ბენზილის სპირტი იწვევს „ხუთვის“ სინდრომს, რაც თავის მხრივ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ლინკომიცინის გამოყენებისას 50-ზე მეტ ახალშობილში გვერდითი მოვლენები არ იქნა დაფიქსირებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეოქონდრს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოქონდრის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოპერამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოპერამიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია თავის ტკივილი, გასტრალგია, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), ძილიანობა ან უძილობა, თავბრუსხვევა, ნაწლავური კოლიკა, გულისრევა, ღებინება. ძალზე იშვიათად – ნაწლავური გაუვალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალიფსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიფსოლის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები, გვერდითი მოვლენები კეტამინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით მათი გამოვლენის სიხშირე უცნობია.  ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იდეოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იდეოსის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა ან ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში ან შარდში ხანგრძლივი მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასილონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასილონის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ყაბზობა. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობა ან დიარეა. ამ ან სხვა სახის მოვლენების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლო-დენკი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლო-დენკი 10-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ამლო-დენკი 5 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.  გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი  სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია). იმუნური სისტემის სისტემის: ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები მეტაბოლური და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად: სისხლში გლუკოზის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) ფსიქოლოგიური დარღვევების მხრივ: არა ხშირად: უძილობა, ხასიათის ცვლილებები. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: ძილიანობა, თავბუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). არა ხშირად: კანკალი, გემოვნების დარღვევა, ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე). შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია), ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია). ძალიან იშვიათად: კუნთების მომატებული დაძაბულობა, პერიფერიული ნეიროპათია. თვალის მხრივ: არა ხშირად: მხედველობის დარღვევა (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის ზუსტად დადგენილი).  ყურის მხრივ: რახშირად: ყურებში შუილი. გულის მხრივ: ხშირად: ტაქიკარდია, გულისფრიალი. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია გამოვლინდეს სტენოკარდიის ეპიზოდები, ხოლო პაციენტებში, რომელთაც უკვე აღენიშნებათ სტენოკარდიის შეტევები, ამლოდიპინმა შესაძლებელია გაზარდოს ეპიზოდების სიხშირე, ხანგრძლივობა და სიმწვავე. ძალიან იშვიათად: მიოკარდიუმის ინფარქტი. სხვა დიჰიროპირიდინის მსგავსად, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აგრეთვე გამოვლინდა არითმიის ეპიზოდები (მათ შორის ბრადიკარდია, ვენტრიკულური ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია). თუმცა იგი არ განსხვავდება ბუნებრივად მიმდინარე არითმიისგან.  ვასკულარული სისტემის მხრივ: ხშირად: წამოწითლება და წამოხურების შეგრძნება, განსაკუთრებით სახის არეში (ერითემა, ერითრომელალგია). არახშირად: დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) ძალიან ხშირად: ვასკულარული ანთება (ვასკულიტი). სასუნთქი სისტემის მხრივ: არახშირად: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), გაციება (რინიტი) ძალიან იშვიათად: ხველა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად: მუცლის ტკივილი, გულისრევა. ძალიან იშვიათად: ღებინება, მუცელში სისავსის შეგრძნება, დიარეა, საჭმლის მოუნელებლობა, პირის სიმშრალე.  ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი: ძალიან იშვიათად: სიყვითლე (ჰეპატიტი), ღვიძლის ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების დონის მომატება). კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად: თმის ცვენა (ალოპეცია), დერმატორაგია (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ოფლდენა, კანის ქავილი (პრურიტუსი), კანის და სახის სიწითლე (ეკზანთემა). ძალიან იშვიათად: ქსოვილის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიოედემა), კანის ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე ხარისხის (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ურტიკარია. კანის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად: სახსრის ტკივილი (ართრალგია), კუნთების ტკივილი (მიალგია), კუნთების სპაზმი), ზურგის ტკივილი. თირკმლის და ქვედა საშარდე გზების მხრივ: არახშირად: შარდვის დარღვევა, ღამით შარდვის გახშირება (ნიქტურია), უფრო ხშირად ურეზიესთეზია. რეპროდუქტიული ორგანოების და მკერდის მხრივ: არახშირად: იმპოტენცია, კაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია). ზოგადი სიმპტომები: ხშირად: ხელებში და/ან ფეხებში სითხის დაგროვება (პერიფერიული შეშუპებ), დაღლილობა. არახშირად: მკურდის ტკივილი, რაც არ განსხვავდება ბუნებრივად მიმდინარე დაავადების მიმდინარეობისგან. სისუსტის შეგრძნება, ტკივილი, დაღლილობა, წონის მომატება ან დაკლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადანტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადანტის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება (სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება. სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები