Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ლითიუმელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლითიუმელის გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადვაგრაფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადვაგრაფის გვერდითი მოვლენებია: ძირითადი დაავადების თავისებურებებთან და ტრანპალანტაციის შემდგომ ერთდროულად გამოყენებული პრეპარატის დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით, იმუნოდეპრესანტების არასასურველი გამოვლენის პროფილის ზუსტი დადგენა რთულია.  ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა შექცევადია დოზის დაქვეითებისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე ინტრავენური შეყვანისას. ქვემოთ მოყვანილია განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: ძალიან ხშირი(> 1/10); ხშირი(> 1/100, < 1/10); არც ისე ხშირი (> 1/1000, < 1/100); იშვიათი (> 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (> 1/10000), უცნობი (რომელთა სიხშირის დასადგენად არ არის საკმარისი მონაცემები).  გული ხშირი: იშემიური კორონარული დარღვევები, ტაქიკარდია.  არც ისე ხშირი: პარკუჭოვანი არითმიები და გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, პარკუჭების ჰიპერტროფია, სუპრავენტრიკულური არითმიები, გულისცემის გახშირება, ეკგ-ს პარამეტრების ცვლილებები, გულის შეკუმშვის და პულსაციის სიხშირის და რითმის დარღვევა.  იშვიათი: პარიკარდიალური ექსუდატი.  ძალიან იშვაითი: ელექტროკარდიოგრამის ანომალური მაჩვენებელები სისხლი და ლიმფური სისტემა ხშირი: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი,  არც ისე ხშირი: კოაგულოპათია, კოაგულოგრამის მაჩვენებლების გადახრები, პანციტოპენია, ნეიტროპენია.  იშვიათი: თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპროთრომბინემია.  ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი ხშირი: ეპილეფსიური შეტევები, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია და დიესთეზია, პერიფერიული ნევროპათია, თავბრუსხვევა, კალიგრაფიის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევები.  არც ისე ხშირი: კომა, სისხლჩაქცევა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, დამბლა და პარეზი, ენცეფალოპათია, მეტყველების და არტიკულაციის დარღვევა, ამნეზია.  იშვაითი: კუნთების ტონუსის მომატება ძალიან იშვიათი: მიასთენია.  მხედველობის ორგანო: ხშირი; მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია, თვალის დაავადება არც ის ხშირი: კატარაქტა იშვიათი: სიბრმავე.  სმენის და ვესტიბულარული აპარატი: ხშირი: შუილი ყურებში არც ისე ხშირი: სმენის დაქვეითება იშვიათი: ნეიროსენსორული სიყრუე ძალიან იშვიათი: სმენის დარღვევა სასუნთქი სისტემა და შუასაყარის ორგანოები ხშირი: ქოშინი, ფილტვისმიერი პარენქიმული დარღვევები, პლევრული ექსუდატი, ფარინგიტი, ხველა, ცხვირის გაგუდვა, რინიტი. არც ისე ხშირი: სუნთქვის უკმარისობა., სასუნთქი გზების დარღვევები, ასთმა იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრესს-სინდრომი. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი: დიარეა, გულისრევა ხშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის წყლულები და პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები, სტომატიტი და პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, ასციტი, ღებინება, კუჭ-ნაწლავის და აბდომინალუირ ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი, შებერილობის შეგრძნება, თხიერი განავალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევები. არც ისე ხშირი: პარალიზური ნაწლავური გაუვალობა (პარალიზური ილეუსი), პერიტონიტი, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, სისხლში ამილაზის დონის მომატება, გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა იშვიათი: სუბილეუსი, პანკრეასული ფსევდოკისტები თირკმელები და საშარდე გზები: ძალიან ხშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა ხშირი: თიკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, მწვავე არხოვანი ნეკროზი, ტოქსიკური ნეფროპათია, საშარდე სინდრომი, საშარდე ბუშტის და ურეთრის ფუნქციის დარღვევები.  არც ისე ხშირი: ანურია, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ძალიან იშვიათი: ნეფროპათია და ჰემორაგიული ცისტიტი.  კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირი: ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია, აკნე, ჰიპერჰიდროზი არახშირი: დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია იშვიათი: ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსის სინდრომი ძვალ-კუნთოვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი: ხშირი: ართრალგია, კუნთოვანი სპაზმები, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი.  არც ისე ხშირი: სახსრების დარვევვები ენდოკრინული სისტემა: იშვიათი: ჰირსუიტიზმი მეტაბოლიზმი და კვება: ძალიან ხშირი: ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალიემია,  ხშირი: ჰიპომაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ჰიპერურიკემია, მადის დაქვეითება, ანორექსია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერქოლესტერიმენია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ელექტროლიტური დარღვევები.  არც ისე ხშირი: გაუწყლოვნება, ჰიპოპროტეინემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია. იმუნური სისტემა  (ინფექციები და ინვაზიები): ტაკროლიმუსით, ისევე, როგორც სხვა იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის ფონზე, იზრდება ადგილობრივი და გენერალიზებული ინფექციური დაავადებების რისკი (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული). შეიძლება გაუარესდეს მანამდე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები. იმუნოსუპრესიული მკურნალობის, მათ შორის ადვაგრაფის მკურნალობის ფონზე გამოვლინდა BK ვირუსთან ასოცირებული ნეფროპათიის, ასევე ჟჩ ვირუსთან ასოცირებული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის შემთხევევები.  ტრავმები, მოწამვლა, პროცედურების გართულება ხშირი: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არაიდენტიფიცირებული ახალწარმონაქმნები; იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს გააჩნიათ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შედარებით მაღალი რისკი. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნა როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ახალწარმონაქმების განვითარების რისკი, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსთან ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და კანის კიბოს განვითარების რისკი.  სისხლ-ძარღვთა სისტემა: ძალიან ხშირი: არტერიული ჰიპერტენზია ხშირი: სისხლდენა, თრომბოემბოლიური და იშემიური გართულებები, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია. არც ისე ხშირი: ინფარქტი, კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, შოკი.  ზოგადი ხასაითის დარღვევები და გართულებები: ხშირი: ასთენია, ცხელება, შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი, სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება, სხეულის წონის მატება, სხეულის ტეპერატურის შეგრძნების დარღვევა.  არატიპიური: პოლიორგანული უკმარისობა, გრიპისმაგვარი სინდრომი, გარემოს ტემპერატურის მიმღებლობის დარღვევა, მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, თვითშეგრძნების გაუარესება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატება, სხეულის მასის კლება.  იშვიათი: წყურვილი, წონასწორობის დარღვევა(დაცემა), მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა.  ძალიან იშვაითი: ცხიმოვანი ქსოვილის მასის გაზრდა.  იმუნური სისტემა (ალერგიული რეაქციები) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტაკროლიმუსს, აღინიშნებოდა ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფეროპოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეროპოლის გვერდითი მოვლენებია: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება. არასასურველი ეფექტები, რომლებიც თითოეული ჯგუფის ფარგლებში გარკვეული სიხშირით გვხვდება მოყვანილია შესაბამისად გამოხატულების შემცირებისა. დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად (<1/10 000): გულისრევა, შეკრულობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება. განავლის მუქად შეფერვას, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღების დროს, არ გააჩნია საყურადღებო კლინიკური მნიშვნელობა. პრეპარატი არ იწვევს კბილების ემალის ფერის შეცვლას. ყველა სახის (მათ შორის უჩვეულო) გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის აღწერილი ჩანართ ფურცელში, გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტაქსონის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფებში, რომელთა ორგანიზმშიც არ არის ოპიოდი თერაპიულ დოზებში ანტაქსონი არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. 10% სიხშირით ანტაქსონით მკურნალობის როგორც დაწყებამდე, ისე მისი მიღების ფონზე ავადმყოფებში აღინიშნება: ძილის დარღვევა, განგაში, მომატებული გაღიზიანებულობა, მუცელში ტკივილი, გულისრევა და ღებინება, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში და სახსრებში. 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში: მადის დაქვეითება, ყაბზობა ან დიარეა, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, ციების შეგრძნება, სქესობრივი პოტენციის დაქვეითება, ეაკულაციის შენელება. ერთეულ შემთხვევაში აღინიშნება დაღლილობა, გონების არევა, დეპრესია, ჰალუცინაციები და ღამის კოშმარები, სინათლის შიში, ხველა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისას შესაძლებელია სისხლში ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ლიმფოციტოზი. რამდენადაც აღნიშნული სიმპტომები ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ისე ანტაქსონის მიღების ფონზე, როგორც ჩანს არ უნდა ჩაითვალოს პრეპარატის გვერდითი მოქმედების გამოვლინებად. აღწერილია ერთი შემთხვევა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურისა ავადმყოფში, რომელიც შესაძლებელია სენსიბილიზებული იყო ანტაქსონით წინა მკურნალობის მკურნალობის პერიოდში; გამოჯანმრთელება მოხდა პრეპარატის მოხსნისა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის კურსისი შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მელაქსენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელაქსენის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოყენების პირველ კვირას შეშუპება. თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, დილით მძინარობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როლიპექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როლიპექსის გვერდითი მოვლენებია: თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს როლიპექსის გამოყენებისას. ასეთი გვერდითი მოვლენები: , როგორც წესი სუსტია და სწრაფად გაივლის.  თუ ქვემოხსენებული რომელიმე მოვლენა აღგენიშნებათ, შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან: • სუნთქვის გაძნელება: სახის, ტუჩების, ენის და ხახის შეშუპებით ან მის გარეშე, • სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის შეშუპება დისფაგიით • ეგზანთემა ძლიერი ქავილით  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება, თუ გრძნობთ კუნთების უჩვეულო ტკივილს; იშვიათად ეს ეფექტები შესაძლებელია გადაიზარდოს სიცოცხლისათვის საშიშ კუნთების დაზიანებაში, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს 1 /10000 უფრო ნაკლებ შემთხვევაში) სიყვითლე (ყვითელი კანი და თვალები) ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ჰემატურია კიდურების ნერვის დაზიანება (დაბუჟება) ამნეზია ართრალგია  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.  იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს 1 /1,000 _ 1 /10,000 შემთხვევაში) ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენისა ან/და ხახის  შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება, ძლიერი ქავილი გამონაყარით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ  ალერგიული რეაქცია გაქვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და მიმართეთ ექიმს კუნთების დაზიანება: თუ თქვენ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მოელოდით, სიფრთხილის მიზნით შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ძლიერი მუცლის ტკივილები (პანკრეასის ანთება) ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლში.  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა. სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია.  ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს  1 /100 _ 1 /1,000 შემთხვევაში)  გამონაყარი, ქავილი და კანის რეაქციები, შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (დამახასიათებელია მხოლოდ 5 მგ, 10 მგ და 20 მგ როლიპექსისთვის).  კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოხსენებული მოვლენა.  ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება აღინიშნოს  1 /10 _ 1 /100 შემთხევაში) მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ: თავის ტკივილი მუცლის ტკივილი ყაბზობა შეუძლოდ ყოფნა კუნთების ტკივილი სისუსტე ძილიანობა შარდში ცილების მომატება. ზოგადად, ეს მდგომარეობა გარდამავალია და ნორმას უბრუნდება როლიპექსის მიღების შეწყვეტამდეც (ჩვეულებრივ შემთხვევებში დამახასიათებელია მხოლოდ 40 მგ როლიპექსისთვის).  ესენი გახლავთ როლიპექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები: .  თუ თქვენ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი პაციენტის საინფორმაციო ბროშურაში, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცინკოროტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინკოროტის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, ცინკოროტი® 25 ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყოველ პაციენტში. გამოკვლევების შედეგად გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პაციენტებს შემდეგი სიხშირით: ჩასასმელია ცხრილი  შესაძლო გვერდითი მოვლენები: თუთიის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის ნაკლებობა. ცინკოროტი® 25 ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგ. მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და კუჭის გაღიზიანება. ეს ჩივილები აღინიშნება უმეტესად მკურნალობის დაწყების მომენტში და ხშირად პრეპარატის უზმოზე მიღებისას. მაღალი დოზირებისას შესაზლოა გამოვლინდეს დაღლილობა და თავის ტკივილები. დოზის გადაჭარბებისას ვლინდება მეტალის გემოს შეგრძნება ენაზე, თავის ტკივილები ან დაღლილობა. ეს სიმპტომები სწრაფად აილაგმება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. თუ აღნიშნული სიმპტომები არ გაქრა, მაშინ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებდან რომელიმე გამოვლინდება უფრო მეტად ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალიუმ-ნორმინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალიუმ-ნორმინის გვერდითი მოვლენებია: კნტ-ის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, კნტ-ის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია და ნაწლავთა გაუვალობა.  ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, კუნთების მოდუნება, ცნობიერების დარღვევა.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება არითმიები, გულის ბლოკადა, გულის გაჩერება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამპისიდი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპისიდის  გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები: ს.მ.ს: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი. – კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა. -ჰემატოლოგიური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ერითროციტების, ლეიკოციტების, ლიმფოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება. ეს ცვლილებები ატარებს გარდამავალ ხასიათს და სისხლის სურათი ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნისას. შენახვის პირობები: მშრალ ადგილას (არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე) ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოშვების ფორმა: ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,375გ-0,750გ №10 გამოშვების სხვა ფორმები: ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,375გ ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,750გ ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 1.5გ ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,375გ ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,750გ ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 1.5გ ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,750გ №10 ამპისიდი სუსპენზია 0,25გ/5 მლ 40 მლ №1 ფლაკონი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარბოზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოზინის გვერდითი მოვლენებია: ძვლის ტვინი: ძვლის ტვინის დათრგუნვა, უპირატესად თრომბოციტოპენიის, და ნაკლებად ლეიკოპენიის სახით, არის კარბოპლატინის ძირითადი დოზით-შეზღუდული ტოქსიკურობა. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა შექცევადი ად არა-კუმულაციურია. თრომბოციტების მინიმალური დონე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, რომელიც 5 კვირის განმავლობაში აღდგენა. ლეიკოპენია მაქსიმუმს აღწევს 3-4 კვირის შემდეგ. აღდგენა, უფრო ნელია, თუმცა აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 5-6 კვირის შემდეგ. ხშირად აღინიშნება მსუბუქი ანემია.  ძვლის ტვინის დათრგუნვა შეიძლება უფრო მძიმე იყოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, პაციენტებში ძვლის ტვინის არასაკმარისი ეზერვითა და პაციენტებში სუსტი აქტივობის სტატუსით. გასტროინტესტინალური მოვლენები: ხშირად აღინიშნება გულისრევა და ღებინება, რომელიც მძიმეა შემთხვევათა 20%-ში. გულისრევა და ღებინება ხშირად ქრება მკურნალობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში. ნეფროტოქსიკურობა: ზოგადად, ნეფროტოქსიკურობა არ არის დოზა-შეზღუდული კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში. პაციენტების დაახლოებით 16%-ში (13-20%) შეიძლება გაიზარდოს სისხლის კრეატინინისა და შარდოვანას დონეები.  თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევა, რომელსაც ვადგენდ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით <60 მლ/წთ, შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების 25%-ში (19.31%). ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, რომელიც კარბოპლატინით მკურნალობის დაწყებამდე დგინდება.  ჯერ უცნობია, შეიძლება თუ არა ნეფროტოქსიკური ეფექტის პრევენცია სათანადო ჰიდრატაციით, თუმცა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეჩერება შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის პროგრესული დარღვევის შემთხვევაში.  შრატში ელეტქროლიტების (მაგნიუმი, კალიუმი და ზოგჯერ კალციუმი) დონის შემცირება შეიძლება აღინიშნებოდეს კარბოპლატინით მკურნალ პაციენტებში, თუმცა კლინიკური შედეგების გარეშე. ნერვული სისტემა: პაციენტების დაახლოებით 5%-ში შეიძლება განვითარდეს პერიფერული ნეიროპათია პარესთეზიების სახით. სიხშირე და სიმძიმე შეიძლება უფრო მაღალი იყოს პაციენტებში, რომლებიც ადრე ცისპლატინით მკურნალობდნენ.  ოტოტოქსიკურობა: კარბოპლატინით მკურნალი პაციენტების 15%-ში (6-35%) აღინიშნებოდა აუდიოგრამით გამოვლენილი, კლინიკურად უმნიშვნელო სმენის დაქვეითება მაღალი სიხშირის ტალღებში (4000-8000 Hz). პაციენტების 1%-ში (0.5-2.3%) აღინიშნებოდა ოტოტოქსიკურობის კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები, უფრო ხშირად ხმაური ყურებში. პაციენტებში, ცისპლატინით ადრე ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული სმენის დაქვეითება კარბოპლატინით მკურნალობისას შეიძლება გაგრძელდეს ან განიცადოს პროგრესი.  ალერგიული რეაქციები: კარბოპლატინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება აღინიშნებოდეს პაციენტების დაახლოებით 2%-ში, ხშირად კანის რეაქციების სახით, როგორებიცაა ერითემა, ჭინჭრის ციება და ქავილი.  სხვადასხვა: აღინიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვეული შედეგები (ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი, SGOT/SGPT). ეს დარღვევა ხშირად მძიმე არ არის. აღინიშნება ალოპეციისა და მუკოზიტის შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები