Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ნიმოტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიმოტოპის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი, გაუვალობა (პარეზის გამო). ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, მოტორული აგზნება, აგრესიულობა,  ოფლიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წნევის დაქვეითება, სახის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ბრადიკარდია, იშვიათად ტაქიკარდია. ცვლილებები სისხლში: იშვიათად თრომბოციტოპენია. კანის მხრივ: კანის სიწითლე, პერიფერიული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიფურატელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფურატელის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელი ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – დისკომფორტის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალციუმის ფოლინატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმის ფოლინატის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პერორალური მიღებისას – გულისრევა, ღებინება (ამ შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ პარენტერულად). ალერგიული რეაქციები: ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მედეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედეზოლის გვერდითი მოვლენებია: ლანსოპრაზოლი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება, პარესთეზია. პაციენტებში აღნიშნული გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, აუცილებელია მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში. იშვიათად შესაძლებელია: ანემია, ლეიკოციტოპენია, ეოზინოფილია, ობსტიპაცია, დიარეა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა და სხეულის ტემპერატურის მომატება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ზედაპირული და ტრანზიტორული ხასიათისაა და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის ძირითად მიზეზს არ წარმოადგენს. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინო 18 ( კაფსულები )ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინო 18 – ის ( კაფსულები) გვერდითი მოვლენებია: ბად – ის ჩვენების მიხედვით და რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამფოტერიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამფოტერიცინის გვერდითი მოვლენებია: ნეფროტოქსიკური (რომელიც მცირდება მანიტოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ), ჰიპოკალიემია, დარღვევები გულსისხლძარღვთა და ცნს-ის მხრივ, ანემია, გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, ტემპერატურის მომატება, ალერგია, გაღიზიანება ინექციის ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ა. ტ.10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ა. ტ.10-ის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჭუპა ჭუპას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჭუპა ჭუპას გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ავომინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავომინის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ავომინი 1მგ გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება. შემდგომი შეჯამება მოიცავს გვერდით ეფექტებს მათი სიხშირის მიხედვით: სერიოზული ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიატი, აღინიშნება 10,000-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) თუ რომელიმე ჩამოთვლილი აღგენიშნებათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახამრება: – კანის ექსტრემალურად მწვავე რეაქციები წყლულების და ბუშტების ჩათვლით. ეს ცნობილია, როგორც “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” (ამ გვერდითი ეფე ქტის სიხშირე უცნობია). სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (იშვაითი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 10.000-იდან). ღვიძლის ეფექტები (არახშირი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 1.000-იდან) ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: – კანის ან თვალების სიყვითლეს, მუქ შარდს, მადის დაკარგვას და საერთო სისუსტეს. თუ ეს ნიშნები აღგენიშნებათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გამოკვლევა ან მკურნალობა. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები (ჩვეულებრივ არა მწვავე): ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) -“ცხელი” სიწითლე – სისუსტე – სახსრების ტკივილი ან დაჭიმვა – კანის გამონაყარი (ეს ცნობილია როგორც “ფიჭისებრი” ან ჭინჭრისებრი გამონაყარი) – თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა) – თავის ტკივილი. ხშირი (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) – საშოს სიმშრალე – საშოდან სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში, თუ სისხლდენა გრძლედება, მიმართეთ ექიმს). – თმის გათხელება (თმის ცვენა) – დიარეა – მადის დაკარგვა – სისხლში ცხიმოვანი ნივთირების-ქოლესტეროლის დონის მომატება. ეს გამოვლინდება სისხლის ანალიზიტ.  – თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება) – ძილიანობა – მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ყურებში ხმაური, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში).. – სისხლის ტესტების ცვლილება, რომელიც აჩვენებს როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.  არახშირი (აღინიშნება 1-01 შემთხვევაში 1000-იდან) – სასხლეტი თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ჩრდება მოხრილ მდგომარეობაში). ეფექტი ძვლებზე ანასტროზოლი ამცირებს ჰორმონე ესტროგენის დონეს თქვენს ორგანიზმში. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და უფრო დიდი შანსი იყოს მოტეხილობისა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მენოპაუზურ ქალებში ძვლის მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით. უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს რისკსა და მკურნალობის შესახებ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვოკაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვოკაინის გვერდითი მოვლენებია: თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, კანის აქერცვლა და სხვა), შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები