Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ავანდამეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავანდამეტის გვერდითი მოვლენებია: ნივთიერებათა ცვლის მხრივ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერგლიცერიდემია ჰიპერლიპიდემია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ თავბრუსხვევა თავის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გულის უკმარისობა ფილტვების შეშუპება მიოკარდიუმის იშემია საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შეკრულობა (საშუალო და მსუბუქი) ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ ძვლების მოტეხილობა მიალგია ორგანიზმის მხრივ მთლიანობაში შეშუპება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმოპერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმოპერის გვერდითი მოვლენებია:  – მიღების პირველ დღეებში შეიძლება მოხდეს მეტეორიზმის განვითარება (ნაწლავში გაზების წარმოქმნა). ჩვეულებრივ ეს მოვლენა თანდათან მცირდება და გაივლის. – რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მუცლის არეში ტკივილები და დიარეა, რაც დოზის შემცირებას საჭიროებს. – ხანგრძლივი დრის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას ღვიძლის პრეკომისა და კომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შეიძლება განვითარდეს ფაღარათი და ორგანიზმში მარილების ბალანსის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადენურიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადენურიკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი რეაქციები: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგი იშვიათი გვერდითი მოქმედებების (აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს) გამოვლენის შემთხვევაში, რადგან მათ შეიძლება მოჰყვეს მძიმე ალერგიული რეაქციები: • ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 2 ~

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალორას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალორას გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ტაქიკარდია. შემთხვევების სიხშირე არ დარეგისტრირებულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამლიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლიპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალ ხასიათს ატარებს, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.  გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – დიარეა, ღებინება; არახშირი _ გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი _ თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები: არახშირი _ კანის ქავილი, გამონაყარი კანზე; იშვიათი _ ანგიონევროზული შეშუპება.  სხვა: ხშირი _ სახის კანის შეწითლება, ფეხების შეშუპება, მშრალი ხველა, ორთოსტატული ჰიპოტენზია; არახშირი _ ტკივილი მკერდის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფეროვიტ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეროვიტ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა ან ყაბზობა, სისხლის კვალი განავალში; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – სისუსტე, აგზნებადობა; ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია, იშვიათად – გამონაყარი, ქავილი, ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი.  სხვა: ლითონის გემო პირის ღრუში, კბილის ტკივილი, კბილის მინანქრის შეფერვა, ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვისას), ტკივილი გულმკერდის არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიმესილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიმესილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება , თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ლეტალური  შედეგით,  განსაკუთრებით  ხანდაზმულ  პაციენტებში,  (იხ. პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~). არსებობს ცნობები პრეპარატით მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება  (იხ.  პარაგრაფი ~გაფრთხილება და  სიფრთხილის ზომები~). შედარებით იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი. არსებობს ცნობები შეშუპების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით. არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ისეთი  პრეპარატების მიღება,  როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის რისკის უმნიშვნელოდ გაზრდასთან. არასასურველი გვერდითი მოვლენების შეფასებას ჩვეულებრივ საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი გვერდითი მოვლენები:

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იმუნატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნატის გვერდითი მოვლენებია:  – მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება ადგილობრივად, ოფლიანობა, ცხელება, ურტიკარია, თავის ტკივილი, ჰიპოტონია, ძილიანობა, გულისრევა, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, ტრემორი, ხიხინი). მკურნალობა სიმპტომურია. – იშვიათად აღწერილია ჰიპერთერმია. ჰემოფილიით დაავადებულებში შეიძლება წარმოიქმნას ანტისხეულები VIII ფაქტორის მიმართ. პაციენტებში A, B  და AB სისხლის ჯგუფით შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფენობარბიტალი სოფარმას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენობარბიტალი სოფარმას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ფენობარბიტალი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. ნებისმიერი მითითებული ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. შესაძლო გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ძალიან ხშირი: ერთი ან რამოდენიმე თითის სტატიკური კუნთოვანი შეკუმშვა (დიუპუიტრენის კონტრაქტურა), ტერფის კონტრაქტურა, შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბრომები), რომლებიც ვითარდებიან ფენობარბიტალის ხანგრძლივი შეყვანისას. ხშირი: სედაცია. არახშირი: – ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, მეგალობლასტური ანემია და სისხლის მხრიდან სხვა დარღვევები; – გულის შეკუმშვის შენელებული სიხშირე; – ცნს-ის დათრგუნვა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. -სუნთქვის უეცარი დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება, ლარინგოსპაზმი ან ბრონქოსპაზმი (ვენაში სწრაფი შეყვანისას). – გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა. – სიწითლე, გამონაყარი კანზე. – ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია. – ღვიძლის დაზიანება იშვიათი: – სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის ინფექციის გამოვლენის საშიშროებას, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება სისხლდენების და სილურჯეების განვითარების საშიშროებას (თრომბოციტოპენია). – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიც არის სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება. – ფენობარბიტალის გამოყენებისას გამოვლენილია ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის ცალკეული შემთხვევები (DღEშშ სინდრომი), რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია და სხვა ჰემატოლოგიური გადახრები, ასევე სისტემური გამოვლენები ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების მხრიდან. ზოგჯერ ამ სინდრომმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა. – ექსფოლიაციური დერმატიტი; – ტოქსიკური ჰეპატიტი, სიყვითლე. ძალიან იშვიათი: მძიმე გვერდითი ეფექტები კანის მხრიდან: ბუშტუკები კანზე, პირის ღრუში, თვალებში და სასქესო ორგანოებზე; კანის ფართო უბნების სიწითლე, სახის შეშუპება, ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ასევე ცნობილია დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან, მათ შორის, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება) და მოტეხილობები. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია, თუ თქვენ გიტარდებათ ეპილეფსიის საწინააღმდეგო ხანგრძლივი მკურნალობა ამ პრეპარატით და თქვენ ანამნეზში არის მონაცემები ოსტეოპოროზის  შესახებ ან იღებთ სტეროიდებს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კავინტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კავინტონის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები საინექციო კავინტონი წარმოადგენს უსაფრთო საშუალებას, რაც დამტკიცებული იყო კვლევებით უსაფრთხოების შესახებ, ათეული ათასი პაციენტის მონაცემების ჩათვლით, რომლებმაც აჩვენეს, რომ ის არასასურველი ეფექტებიც კი, რომლებიც შედარებით ხშირად ვითარდებოდა, არ მოხვდა კატეგორიაში “ ხშირად განვითარებული >1/100” MedDRA განსაზღვრების თანახმად, ანუ გვერდითი ეფექტები განვითარების დიდი ალბათობით, რეგისტრირებული იყო სიხშირით ნალკები 1%. ამ მიზეზით ქვედა ცხრილში არ არის კატეგორია „ხშირად განვითარებადი”. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით და განვითარების სიხშირის მითითებით MedDRA ტერმინოლოგიის თანახმად. ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები