Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით დისგრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დისგრენის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, დისგრენიც იწვევს გვერდით მოვლენებს. ყველაზე ხშირად ვლინდება კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), ყაბზობა, პირღებინება, მუცლის შებერილობა ან დიარეა, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომები ზომიერი ხასიათისაა და ქრება რამდენიმე დღეში, თუ არ შეწყვეტთ მკურნალობას. საკვებთან ერთად დისგრენის მიღებისას მცირდება ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა, რომლებიც გავლენას ახდენენ მონელებაზე. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა, სისხლი შარდში, ჩალურჯებები, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან და ცერებრალური ჰემორაგიები. გარდა ამისა, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად აღინიშნა კანის ალერგიული რეაქციების ცალკეული შემთხვევები.  თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდა ან ხანგრძლივად აღინიშნა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსილეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსილეკის გვერდითი მოვლენებია:  არ აღინიშნება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ესცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესცინის გვერდითი მოვლენებია: ♦ ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ♦ ანგიონევროზული შეშუპება; ♦ იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რატიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატიზოლის გვერდითი მოვლენებია:   რატიზოლი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები მსუბუქია და ატარებს გარდამავალ ხასიათს. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, შეუძლოდ ყოფნა, თავბრუ, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპოესთეზია;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეპსია, შეკრულობა, მეტეორიზმი, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია, ტკივილი ზურგის არეში, კუნთოვანი სპაზმი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგიები, რაბდომიოლიზი; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზების მომატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია;  სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპებები, სხეულის წონის გაზრდა, ტკივილი მკერდის არეში, თირკმლის მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ყურებში ხმაურის შეგრძნება, გადაღლილობა. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროვირონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროვირონი – გვერდითი მოვლენებია: : ხშირი და გახანგრძლივებული ერექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიმანტადინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიმანტადინის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელია ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, ბილირუბინის მომატებული დონე სისხლში, თავის ტკივილი, უძილობა, ნერვიულობა, თავბრუ, ყურადღების დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეჰიდრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეჰიდრონის გვერდითი მოვლენებია:  რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ომარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ომარონი® გვერდითი მოვლენებია: დისპეფსია, თავის ტკივილი, ძილის მოშლა, იშვიათად – ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაზოპრენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზოპრენის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გამონაყარი კანზე, ხველა, ხორხის შეშუპება, სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი, კუნთების კრუნჩხვა. იშვიათად: ლეიკოპენია, შარდში ცილის და გლუკოზის არსებობა, თირკმლის უკმარისობა, შარდის გამოყოფის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დემანტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დემანტინის გვერდითი მოვლენებია: მემანტინით მკურნალობისას საშუალო და მძიმე დემენციის მქონე პაციენტში გვერდითი ეფექტების სიხშირე პრაქტიკულად არ განსხვავდება პლაცებოსგან  და აღნიშნული გვერდითი მოვლენები: , როგორც წესი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. მემანტინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (>4%): ჩასასმელია ცხრილი  მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (1-10% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სისუსტე. მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე არახშირი გვერდითი ეფექტებია (0.1-1% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): აღგზნებულობა, ჰიპერტონია, გულისრევა, ცისტიტი და ლიბიდოს გაძლიერება. გულყრები აღინიშნა ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კონვულსიები და ეპილეფსიისადმი განწყობა. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები