Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით იმუვიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუვიტის გვერდითი მოვლენებია:  რეკომენდებული დოზირებით პრეპარატის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაკმირორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაკმირორის გვერდითი მოვლენებია: დისპეფსიური აშლილობები: პირღებინება, გულისრევა, პირის ღრუში სიმწარის გემო, დიარეა, წვა, გასტრალგია. ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი, ქავილი. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური კომპონენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფემინიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემინიტის გვერდითი მოვლენებია: ფემინიტით ვაგინალური მკურნალობის დროს არ აღმოჩენილა არავითარი სერიოზული გვერდითი მოვლენები. სუპოზიტორიის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის გამო მოსალოდნელია შემდეგი ეფექტები: ძალიან ხშირად (სიხშირე 1%­ზე მეტი)  თავის ტკივილი, კანის ქავილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისმენორეა, გამონაყარი, ვულვოვაგინალური წვა, დიარეა, მასტალგია, საშვილოსნოს სისხლდენა; იშვიათად (სიხშირე1%­ზე ნაკლები): ზოგადი  ალერგიული რეაქციები, ზურგის ტკივილი, გაციების მსგავსი სინდრომი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გინგივიტი, ღებინება. ცნს­ისმხრივ: დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმა, რინიტი. კანისა და მისი დანამატების მხრივ: აკნე, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. შარდ­სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ლაბიალური შეშუპება, ლეუკორეა, უხვი მენსტრუაცია, თირკმლის ინფექცია, სალპინგიტი, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექცია, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნევროზალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნევროზალის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტი-ანგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტი-ანგინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნიფლოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიფლოქსის გვერდითი მოვლენებია: ოფლოქსაცინი გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით შეადგენს 7%. ყველაზე ხშირ მოვლენებს წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (დაახლოებით 5.0%) და ნერვული სისტემის მხრივ (დაახლოებით 2.0%) განვითარებული მოვლენები. შემდეგი ინფორმაცია დამყარებულია პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემებზე, სადაც არახშირი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება 0.1 – 1.0%, იშვიათი <0.1%, ძალიან იშვიათი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა. იშვიათი: დაბნეულობა, ღამის კოშმარები, შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები და ფსიქოზური რეაქციები, ძილიანობა, სიარულის ცვლილება და კანკალი (კუნთების კოორდინაციის დარღვევების გამო), ნეიროპათია, დაბუჟება და პარესთეზია ან ჰიპოესთეზია, მხედველობის დარღვევა, გემოს შეგრძნების და ყნოსვის დარღვევა (მათ შორის გამონაკლისი შემთხვევები, ფუნქციის დაკარგვა), ექსტრაპირამიდული სიმპტომები. ძალიან იშვიათი: კონვულსიები, სმენის დარღვევა (მათ შორის გამონაკლის შემთხვევებში, სიყრუე). მოცემული რეაქციები შეინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში ოფლოქსაცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ. მსგავს შემთხვევებში უნდა შეწყდეს მკურნალობა. ცალკეული შემთხვევები: ფსიქოზური რეაქციები და დეპრესია თვითდაზიანების მცდელობის, სუიციდური აზრების და ქმედებების ჩათვლით. გულსისხლძარღვთა სისტემა შეინიშნებოდა ტაქიკარდია და არტერიული წნევის დროებითი შემცირება. იშვიათი: სისხლის მიმოქცევის კოლაფსი (არტერიული წნევის უეცარი დაცემა). ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათი: ანემია, ლეიკოპენია (მათ შორის აგრანულოციტოზი), თრომბოციტოპენია, პანციტოპენია. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია ზურგის ტვინის დეპრესიით. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება. თირკმლის გვერდითი მოვლენები იშვიათი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ცალკეული შემთხვევები: მწვავე ნაწლავური ნეფრიტი ან შრატისმიერი კრეატინინის გაზრდა, რაც შესაძლოა პროგრესირებდეს თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. ალერგია და კანის მხრივ არახშირი: კანზე გამონაყარი, ქავილი. ძალიან იშვიათი: გამონაყარი მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიციისას, კანის სხვა სახის მწვავე რეაქციები, ჰიეპრმგრძნობელობის რეაქციები, მყისიერი ან დაგვიანებული, ზოგადად კანზე (მაგ. მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ვასკულიტი), შესაძლოა განვითარდეს. გამონაკლის შემთხვევებში, ვასკულიტმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის დაზიანება ნეკროზის ჩათვლით და ასევე შესაძლოა მოიცავდეს შიდა ორგანოებს. იშვიათად შეინიშნება ანაფილაქსიის სხვა ნიშნები, როგორიცაა ტაქიკარდია, ცხელება, დისპნოე, შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ვასკულიტური რეაქციები, ეოზინოფილია. მსგავს შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და თუ საჭიროა დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია. ცალკეული შემთხვევები: პნევმონიტი. სხვა სახის გვერდითი მოვლენები იშვიათი: უგუნებობა. ძალიან იშვიათი: სისხლში შაქრის დონეების ჭარბი მომატება ან შემცირება. სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა იყოს რაბდომიოლიზის სიმპტომები). ცალკეულ შემთხვევებში: მყესის დისკომფორტი მყესის გაწყვეტის და ანთების ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) განსაკუთრებით პაციენტებში კორტიკოსტეროიდების მიღებისას. მყესის ანთების ნიშნების შემთხვევაში, ტარივიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა დაზიანებულ მყესზე. არ შეიძლება გამოირიცხოს ოფლოქსაცინის მიერ პორფირიის შეტევების გამოწვევის შესაძლებლობა წინასწარგანწყობილ პაციენტებში. გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა (მაგ. ყნოსვის, გემოს და სმენის დარღვევების ცალკეული შემთხვევები) სხვა სახის გვერდითი მოვლენები ქრებოდა ოფლოქსაცინის მიღების შეწყვეტის შმედეგ. ორნიდაზოლი კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულსირევა, ღებინება, ანორექსია და მეტალის ან მომწარო გემო. ცნს-ის მხრივ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო და ძილიანობა, რიგიდობა, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, კონვულსიები (იშვიათი), ცნობიერების დარღვევა და მგრძნობელობის ან შერეული პერიფერული ნეიროპათიის ნიშნები შეინიშნებოდა. სისხლის დისკრაზიები, როგორიცაა მედულარული აპლაზია და ნეიტროპენია, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. სხვა სახის გევრდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა, თხიერი განავალი და თავის ტკივილი ასევე შეინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასფორმინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასფორმინის გვერდითი მოვლენებია: გასტროინესტინალური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, წონის დაკლება (10%-ზე მეტი). ეს სიმპტომები დამახასიათებელია მკურნალობის დასაწყისში და გარდამავალია. გასტროინტესტინალური სიმპტომების შესამცირებლად რეკომენდებულია მეტფორმინის 2 ან 3 ჯერადად მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დოზის თანდათანობითი მატება იწვევს გასტროინტესტინურ ტოლერანტობას. მეტალის გემო პირის ღრუში 3% შემთხვევაში გვხვდება. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში აღწერილია ერითემის შემთხვევები. ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია (0.01%-ზე ნაკლები). მეტფორმინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა (0.01% ნაკლები). იშვიათად შესაძლებელია ლაქტოაციდოზის განვითარება(0.03% შემთვევა 1000 პაციენტში). არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზაპროსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზაპროსტის გვერდითი მოვლენებია:   ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება), ასევე წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.   ავადმყოფთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება. ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულური შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნატრიუმის თიოსულფატი-დარნიცა  გვერდითი მოვლენებია: აღწერილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით 5-ნოკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

5-ნოკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები, რომელიც აღინიშნებოდა კლინიკური გამოკვლევებისას ან პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ. ისინი კლასიფიცირდება ორგანოების სისტემებზე დამოკიდებულებით, წარმოქმნის აბსოლუტური სიხშირის და სერიოზული გართულებების კლების რიგით. დაავადება განისაზღვრება ასე: ძალიან ხშირი (  1/10)  იშვიათი (  1/1 000)  ძალიან იშვიათი (  1/10.000) უცნობია (შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით არ არის შესაძლებელი). კუჭ-ნაწლავური აშლილობები უცნობი სიხშირის: აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობები (გულისრევა, ღებინება), რაც შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული წამლის მიღებით ჭამის დროს.  იმუნური სისტემები საკმაოდ იშვიათი: ალერგიული რეაქციები კანის გამონაყარის სახით, რომელიც მალე გადის წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ძალიან იშვიათი: ალერგიული თრომბოციტოპენია. ბიოქიმიური გამოკვლევები იშვიათი: ტრანსამინაზების და შარდმჟავას დონის შემცირება სისხლის შრატში. თირკმელები და შარდისგამომყოფი გზები უცნობი სიხშირის: შარდის შეფერადება მოყვითალო-წითელ ფერად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები