იცით ნეურალგო-რეუმ-ინელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ნეურალგო-რეუმ-ინელის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნეურალგო-რეუმ-ინელის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ანალგოსის გვერდითი მოვლენებია: ანალგოსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა: მაგ., ქავილი, კანის გაძლიერებული სიწითლე, იშვიათად ჩირქოვანი გამონაყარი, კანის შეშუპება. ადგილობრივად კანის დროებითი ჰიპერემია სასურველია. ძალიან იშვიათად ანალგოსმა სხეულის ვრცელ ზედაპირზე გამოყენების დროს შეიძლება გამოიწვიოს შოკი და წნევის დაცემა. სხვა შემთხვევაში, თუ გამოვლინდება განსხვავებული გვერდითი მოვლენები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კარდიო ფორსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული); სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება; ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება. ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კამელოტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. * პეპტიური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა. * პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ფერო-ფოლგამას გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ალერგიული რეაქციები: ეგზემატოზური მოვლენები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური რეაქციები.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლორდესტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება მეტნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები: 1,2% – დაღლილობა, 8% – პირის სიმშრალე, 0.6% – თავის ტკივილი. გვერდითი ეფექტები პოსტმარკეტინგული კვლევის მონაცემებით: თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია (მათ შორის, გულისრევა, ღებინება, დიარეა), ჰიპერბილირუბინემია,,,ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰეპატიტი, ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი), დისმენორეა, სწრაფი დაღლილობა, მიალგია, ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, უძილობა, ძილიანობა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ცინარიქსის გვერდითი მოვლენებია: ყველა წამლის მსგავსად, ცინარიქსის შემოგარსულმა ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღინიშნება ძალიან იშვიათი და უმნიშვნელო დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (უმნიშვნელო დიარეა, ზედა აბდომინალური დარღვევები, გულისრევა, კუჭის წვა).
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ამიოკორდინის გვერდითი მოვლენებია: საინექციო ხსნარის სახით ამიოდარონის გამოყენებისას, შედარებით ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს არტერიული ჰიპოტენზია (10-30%). არტერიული ჰიპოტენზიის და კოლაფსის განვითარება დამოკიდებულია უმთავრესად ინფუზიის სიჩქარეზე და არა პრეპარატის დოზაზე. პრეპარატის მითითებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ხანმოკლე ი/ვ შეყვანის გამოყენების გამო, ნაკლებადაა დამახასიათებელი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სინუსური ბრადიკარდია (რეფრაქტერული ქოლინოლიტიკების მიმართ), ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხანგრძლივი გამოყენებისას – გულის უკმარისობის სიმპტომების პროგრესირება, “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია, არსებული არითმიის გაძლიერება, ან მისი განვითარება, პარენტერალური გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: ინტერსტიციული პნევმონია, ან ალვეოლიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ბრონქოსპაზმი, აპნოე (პაციენტებში სუნთქვის მძიმე უკმარისობით), არაპროდუქტიული ხველა, ქოშინი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მადის დაკარგვა, გემოვნების დაქვეითება ან დაკარგვა, აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი, იშვიათად ღვიძლის ტრანზიტორული დაზიანება (სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მატება). ხანგრძლივი გამოყენებისას – ტოქსიური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ღვიძლის ციროზი. ფარისებრი ჯირკვალი: ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში, ან მისი შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. ასეთ შემთხვევაში ამიოდარონის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია რამდენიმე თვეში ჩვეულებრივ ნორმალიზდება. ნერვული სისტემა: პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზიები, ტრემორი, ნათხემისეული ატაქსია, თავის ტკივილი, ნეიროპათია და/ან მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინეიროპათია, თავბრუსხვევა, სისუსტე, ქალაშიდა წნევის ზომიერი მომატება, ღამის კოშმარები, სმენითი ჰალუცინაციები. პარენტერალური გამოყენებისას – ქალა-ტვინის ჰიპერტენზია. გრძნობის ორგანოები: უვეიტი, ლიპოფუსცინის დაგროვება რქოვანას ეპითელიუმში და მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის ველის შეზღუდვა – პაციენტის ჩივილები მნათობ წერტილებზე ან მკვეთრი განათებისას თვალების წინ ფარდა), ბადურის მიკროაშრევება, მხედველობის უფრო გამოხატული დარღვევები შეიძლება იყოს მხედველობის ნერვის ნეიროპათიის და/ან ნევრიტის შედეგი. მათი განვითარების შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოკვლეული ოფთალმოლოგის მიერ. კანი: სხეულის ღია ნაწილების ფოტომგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაცია), გამონაყარი ან მორუხო-ცისფერი შეფერილობა შესაძლოა განვითარდეს ამიოდარონით მკურნალობისას და მისი შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. უფრო იშვიათ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანის გამონაყარი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმოლიზი და ანგიონევროზული შეშუპება. კანის მორუხო-ცისფერი შეფერილობა შექცევადია და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხანგრძლივი გამოყენებისას – თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ან აპლასტიური ანემია. სხვა: მიოპათია, ეპიდერმიტი, პოტენციის დაქვეითება, ალოპეცია, ვასკულიტი, პარენტერალური გამოყენებისას – ცხელება, ოფლიანიბა. ადგილობრივი რეაქციები – პარენტერალური გამოყენებისას – ფლებიტი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ცილოზეკის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს: – ინფარქტი; – გულის შეტევა; – გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის გახშირებას ან კოჭების შეშუპებას; – არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი); – შესამჩნევი სისხლდენა; – სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა; – სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით; – კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (ბოტკინი). თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ნერმო პლუსის გვერდითი მოვლენებია: პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება; ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები