Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კორვალნატის წვეთებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორვალნატის წვეთების გვერდითი მოვლენებია: კორვალნატი გამოირჩება კარგი ტოლერანტობით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოროლაკი APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოროლაკი APO-ს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:კუჭ-ნალწავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და/ან პერფორაცია. ამიტომ, კეტოროლაკის ტრომეთამინი უკუნაჩვენებია აქტიური პეპტიკური წყლულის, ცოტა ხნის წინ გადატანილი კუჭ-ნაწლავური სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, აგრეთვე ანამნეზში პეპტიკური წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენის მქონე პაციენტებში.  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პროგრესირებადი თირკმლის უკმარისობის და ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში.  სისხლდენის რისკი: კეტოროლაკი აინჰიბირებს თრომბოციტულ ფუნქციას და ამიტომ უკუნაჩვენებია ინტრაცერებრული სისხლდენის მქონე, ჰემორაგიული დიათეზის, არასრული ჰემოსტაზის და სისხლდენის რისკის მქონე პაციენტებში. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია ქირურგიული ჩარევის წინ პროფილაქტიკური ანალგეზიის სახით, აგრეთვე ინტრაოპერაციულად, სისხლდენის მომატებული რისკის გამო.  ჰიპერმგრძნობელობა: შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, ბრონქოსპაზმიდან ანაფილაქსურ შოკამდე განვითარება. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ ან ალერგიული რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლონაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლონაზეპამის გვერდითი მოვლენებია: – კლონაზეპამით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ხშირი არასასურველი ეფექტები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, დაღლილობა;  – მეხსიერების დაქვეითება, ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ზემო სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ნერწყვის სეკრეციის მომატება; – იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს: მეტყველების მოშლა, ათვისების უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, ყაბზობა, მუცელში ტკივილები, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთოვანი ტკივილები, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა, ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის ტრანსამინაზების (ალატი და ასპატი) და ტუტე ფოსფატაზების მომატება; პარადოქსული რეაქციები: ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა.  პარადოქსული გამოვლინებისას საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს მკურნალობა. კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წამლის უეცარი მოხსნისას ვითარდება წამლისმიერი დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტა G ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტა G-ს გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტებისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვალტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალტანის გვერდითი მოვლენებია: გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა და იშვიათად მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. ხშირად: ორთოსტატული ჰიპოტონია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვირუსული და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, საერთო სისუსტე, რინიტი, სინუსიტი, წელის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ფარინგიტი, ართრალგია, ნეიტროპენია. იშვიათად: ალერგიული რეაქცია, ვასკულიტი, ასთენია, ჰიპერკალიემია, უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მიალგია, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ღებინება, გულის უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიტილინი-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიტილინი-დარნიცას გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები (ანაფოლაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი); ჰიპერკალიემია, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია (უფრო ხშირად ბავშვებში, განმეორებითი შეყვანისას – ბავშვებში და მოზრდილებში), გამტარობის დარღვევა, კარდიოგენული შოკი; თვალისშიგა წნევის მომატება, ჰიპერსალივაცია, ცხელება;მიალგია (ოპერაციის შემდგომ პერიოდში); სასუნთქი კუნთების ხანგრძლივი დამბლა (დაკავსირებული გენეტიკურად განპირობებული შრატისმიერი ქოლინესტერაზის წარმოქმნის დაეღვევით); იშვიათად – რაბდომიოლიზი მიოგლობინემიით და მიოგლობინურიიტ. ჭარბი დოზირება: სიმპტომები: სუნთქვის გაცერება. მკურნალობა: ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება, შრატში ქოლინესთერაზას დაქვეიტების შემთხვევაში – ახალი სისხლის გადასხმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლარითრომიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარითრომიცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალური არის მტკივნეულობა, დიარეა, სისხლის შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დომილიუმი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დომილიუმი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ხშირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმი, პირის სიმშრალე, მადის დარღვევა, კუჭის აშლილობა/ყაბზობა და სხვ.) ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ექსტრაპირამიდული მოვლენები (უფრო ხშირად ბავშვებში და მოზრდილებში ჰემატოენცეფალური ბარიერის ფუნქციის დარღვევით), რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება, თავის ტკივილი, ასთენია, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, კონიუქტივიტი. იშვიათი  სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატებით გამოწვეული გალაქტორეა, გინეკომასტია და ამენორეა. ძალიან იშვიათი (<1/10000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით) ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი,  ჭინჭრის ციება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსკარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსკარის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა პაციენტების მხრივ. სასქესო ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება – იმპოტენცია, ლიბიდოს შემცირება, ეაკულაციის მოცულობის შემცირება, გინეკომასტია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზიგამას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე); ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები