Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით დალაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დალაცინის გვერდითი მოვლენებია:  სასქესო ორგანოების მხრივ: ცერვიციტი, ვაგინიტი, ვულვის გაღიზიანება. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მხრივ: შესაძლოა ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ურტიკარია. სხვადასხვა: აღწერილია სუპერინფექციის განვითარების შემთხვევები. არსებობს მონაცემები სოკოვანი ვაგინიტის წარმოშობის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქვინაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქვინაქსის გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინოფორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოფორტის გვერდითი მოვლენებია: შეიძლება აღინიშნოს წვის შეგრძნება, ქავილი, მტკივნეულობა ან საშვილოსნოს შეშუპება, ტკივილი მცირე მენჯის ან მუცლის მიდამოში, აგრეთვე სპაზმები. შესაძლებელია ორი ან სამი ზემოაღნიშნული ეფექტის თანაარსებობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინოტრს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოტრის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფსორნოჰელ ნს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფსორნოჰელ ნ-ის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქლოფაზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლოფაზოლინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები როგორც სხვა სამკურნკო საშუალებებმა, ქლოფაზოლინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ გამოვლინდება ყველა ადამიანში. პრეპარტ ქლოფაზოლინით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): თავბრუსხვევა, აპათია, სისხლის წნევის დაქვეითება ადგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ცუდად გახდომა, ან გულის შეტევა; პირის სიმშრალე.  ხშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 10-დან): დეპრესია, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნებადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილები, შესიება სანერწყვე ჯირკვლების ახლოს, შეკრულობა, იმპოტენცია (მამაკაებში), დაღლილობა, მოხსნის სინდრომი (ნერვულ-ვეგეტატიური დარღვევები – მომატებული აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება).  არახშირი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 100-დან): აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, კოშმარები, კანზე ჭიანჭველების შეგრძნება, გულის რითმის შენელება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სისუსტე.  იშვიათი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1 პაციენტში 1000-დან): გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება), გამტარებლობის დარღვევა, ცრემლის სეკრეციის შემცირებ, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მუცელში კოლიკისმაგვარი ტკივილები ნაწლავის შესაძლო დახშობით, რომელსაც თან ახლავს ღებინება და შეკრულობა, თმების ცვენა, სისხლში შაქრის დონის მომატება, სითხის შეკავება.  უცნობი სიხშირით: გონების არევა, ლიბიდოს დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, გულის რითმის დარღვევები და შენელება, რეინოს სინდრომი.  თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენისნეთ სხვა გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოფაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოფაგის გვერდითი მოვლენებია:  გასტროინტესტინური ჩივილები (ღებინება, გულისრევა, ფაღარათი). აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქ ხასიათს ატარებს, გრძელდება პირველი 10 დღის განმავლობაში და მცირდება პრეპარატის საჭმელთან ერთად მიღების შემთხვევაში. 10 დღის შემდეგ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფურაგინი 50 მგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფურაგინის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, erythema multiphorme, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. ფურაგინი  შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას. თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქლორდიაზეპოქსიდი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლორდიაზეპოქსიდის გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლიფორი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიფორის  გვერდითი მოვლენებია: გლიფორი 1000 ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის სისუსტე, კუნთების ტკივილი, დისპეფსია, ცვლილებები განავალში, ყაბზობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპერემია, გულისცემის გახშირება, დისპნოე, გამონაყარი, B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, პლაზმაში გლუკოზის დონის შემცირება, გემოს ცვლილება, ანორექსია და ეპიგასტრული ტკივილი. ვინაიდან გასტროინტესტინური სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება იყოს დოზაზე დამოკიდებული. დოზის თანდათანობითი მომატებით და/ან პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით შეიძლება შემცირდეს აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენა. თავის ტკივილი და მეტალის გემო გარდამავალი რეაქციებია. გლიფორით თერაპიის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იყოს ლაქტოაციდოზის არსებობა (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).  მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები