Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ფოტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოტილის გვერდითი მოვლენებია: თვალის მხრივ: – მხედველობის დაბინდვა; – თვალის გაღიზიანება; – თვალში წვის და ტკივილის ხანმოკლე შეგრძნება; – ცრემლდენის გაძლიერება; – „მშრალი თვალის “ სინდრომი; – ქუთუთოების დერმატიტი; – კონიუნქტივის ჰიპერემია; – ცილიარული კუნთის სპაზმი და ინდუცირებული ახლომხედველობა; – მხედველობის სიმახვილის შემცირება არასაკმარისი განათების დროს (მიოზის შედეგად); – რქოვანას მგრძნობელობის შემცირება; – წერტილოვანი კერატიტი; – ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტი. ბადურას ჩამოცლის რამოდენიმე შემთხვევა, ფერადი გარსის რიგიდობა ან კისტის ფორმირება თვალის ფერად გარსში, აღინიშნებოდა მიოტური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. პილოკარპინის ხანგრძლივი გამოყენების დროს აღინიშნებოდა ბროლის შექცევადი შემღვრევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოვანსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოვანსის გვერდითი მოვლენებია:  ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას –"ანტაბუსის ეფექტი".

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქაფურის ზეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქაფურის ზეთის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინოტრანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოტრანის გვერდითი მოვლენებია: გინოტრანის ვაგინალური სანთლების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ადგილობრივი და სისტემური გვერდითი რეაქციები, რაც დაკავშირებულია პრეპარეტში შემავალი მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ნიტრატის მოქმედებასთან. ვაგინალური გზით მიკონაზოლის ნიტრატის გამოყენებამ, ისევე როგორც, იმიდაზოლის წარმოებული სხვა ანტიფუნგალური პრეპარატების ხმარებამ, 2-6% – ში შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური ირიტაციის განვითარება (წვა, ქავილი), იშვიათად—თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი კანზე. საშოს ლორწოვანის ანთების და ვაგინიტის გამო ვაგინალური ირიტაციის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველ ან მესამე დღეს. თუ ირიტაციის ნიშნები სუსტადაა გამოხატული მკურნალობა გრძელდება, სიმპტომები თანდათან შემცირდება და შემდეგ გაივლის. ხოლო თუ გართულება სერიოზულ სახეს ატარებს მკურნალობა წყდება. იმის გამო, რომ გინოტრანის შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის დონე ვაგინალური გამოყენების დროს დაბალია (2-12%) ამ უკანასკნელის ორალური გზით მიღებულ კონცენტრაციასთან შედარებით, სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ნაკლებია.  მეტრონიდაზოლის ორალური გზით მიღების შემდეგ ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:  იშვიათად—ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია. პრეპარეტის მაღალი დოზებით ხანგძლივი გამოყენების შემთხვევაში-პერიფერიული ნეიროპათია, კონვულსიები, იშვიათად დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის არარსებობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ან სპაზმები მუცლის არეში, იშვიათად—გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, საერთო სისუსტე.  გინოტრანის ვაგინალური გამოყენებისას მეტრონიდაზოლის სისხლის პლაზმაში დაბალი შემცველობის გამო აღნიშნული მოვლენები იშვიათად გვხვდება. მიკონაზოლის ნიტრატი ხელს უშლის ვაგინალური კანდიდოზის განვითარებას მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს. სხვა მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინო-ტარდიფერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინო-ტარდიფერონის გვერდითი მოვლენებია:  შიგნით მისაღები რკინის სხვა პრეპარატის მსგავსად, გინო-ტარდიფერონს შეუძლია გამოიწვიოს ფეკალური მასის გამუქება, რასაც არ აქვს კლინიკური ღირებულება. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ყაბზობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გინკოფარი ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინკოფარი ფორტეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება არ აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც ცალკეული დოზებით იღებდენ 600 მგ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტს.  იშვიათად შეიძლება განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები. განსაკუთრებულად მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი ან კანის ალერგიული რეაქციები. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებით მომსახურეობა. პრეპარატი უარყოფით გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებით მომსახურეობის შესაძლებლობაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლივეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლივეკის გვერდითი მოვლენებია:  ლეიკემია-დამოუკიდებელი გვერდითი მოვლენები:  გლივეკის მიღების შედეგად თუ აღინიშნება ლეიკემია-დამოუკიდებელი სერიოზული გვერდითი მოვლენები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, ვიდრე არ დადგინდება რამდენად სერიოზულია ეს მოვლენა და შესაძლებელია თუ არა მკურნალობის გაგრძელება. ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენები:  მძიმე ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი სქემა). რეკომენდებული დოზა ნეიტროპენიის და თრომბოციტოპენიის დროს: მიელოლეიკემის ქრონიკული ფაზა (საწყისი დოზა 400 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა <1,0x 109/ლ და/ან/ თრომბოციტები <50×109/ლ: 1. საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ. 2. შემდგომში საჭიროა მკურნალობის აღდგენა დოზით 400 მგ. 3. თუ ისევ განმეორდა მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა <1,0x 109/ლ და/ან თრომბოციტები <50×109/ლ, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა სანამ არ აღინიშნება შემდეგი მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1.5×109/ლ და/ან თრომბოციტები >75×109/ლ, შემდგომში კი მკურნალობის აღდგენა დოზით 300 მგ. მიელოლეიკემიის დროს მწვავე ფაზა და ბლასტური კრიზი  (საწყისი დოზა 600 მგ) ნეიტროფილების რაოდენობა <0.5×109/ლ და/ან თრომბოციტები 10×109/ლ: 1. აღნიშნეთ თუ ციტოპენია დამოკიდებულია ლეიკემიაზე (ძვლის ტვინის ასპირაცია ან ბიოფსია). 2. თუ ციტოპენია დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის დოზის შემცირება 400 მგ-მდე. 3. თუ ციტოპენია გრძელდება 2 კვირის განმავლობაში და დამოუკიდებელია ლეიკემიისგან, საჭიროა გლივეკის მკურნალობის შეწყვეტა, სანამ არ აღდგება ანალიზის მონაცემები: ნეიტროფილების რაოდენობა >1×109/ლ და/ან თრომბოციტები >20×109/ლ. შემდგომში შეიძლება მკურნალობის გაგრძელება დოზით 300 მგ. გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოტონის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად – გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა (როგორც წესი შექცევადი, რომელიც მცირდება პრეპარატის ჭამის დროს მიღებისას); ალერგიული რეაქციები – ქავალი, ერითემა, ჭინჭრის ციება; ერთეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია; აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია (ჩვეულებრივ შექცევადი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქვიფენადინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქვიფენადინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები. ცნს-ის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება. ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გუტალაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გუტალაქსის გვერდითი მოვლენებია:  ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ორგანიზმში. ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა, კუნთების სისუსტე და დაღლილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები