Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით თიდაზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიდაზინის გვერდითი მოვლენებია: : არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თიანეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიანეპტინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება მუცლის არეში ტკივილები, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი. ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, ღამის შიშები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები. სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება. სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები: წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თიამინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიამინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი, აღნიშნული რეაქციები ვითარდება ალერგიის  მიმართ მიდრეკილებისას, კლიმაქსის ან პრეკლიმაქსის პერიოდში მქოფ ქალებში, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეყრობილ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თიამაზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიამაზოლის გვერდითი მოვლენებია: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღვიძლის დაზიანება, თავბრუსხვევა, შეშუპება, გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ტკივილი სახსრებში, თმის ცვენა, მხედველობის დარღვევა, მედიკამენტოზური ჰიპოთირეოზი, ჩიყვისებრი ეფექტი. გვერდითი მოვლენები: ს განვითარების შემთხვევაში პრეპარატის დოზა მცირდება ან მისი მიღება წყდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თვაისი– HL –ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თვაისი– HL –ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები აღწერილი  ყველა კლინიკურ კვლევაში და  განვითარებული უფრო ხშირად (p ≤0.05) ტელმისარტანი პლუს ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში  ნაჩვენებია ქვემოთ  ორგანოთა სისტემების მიხედვით. გვერდითი რეაქციები, რომლებიც    ცნობილია, რომ განვითარდა    ცალკეული კომპონენტის შემთხვევაში,   მაგრამ  არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებისას შეიძლება განვითარდეს*** (მედიკამენტის სახელი)-ით მკურნალობის დროს.   გვერდითი რეაქციები  მოცემულია  სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1 / 10); ხშირი (≥1 / 100 <1/10); არცთუ ხშირი  (≥1 / 1000 <1/100); იშვიათი (≥1 / 10000 <1 / 1,000); ძალიან იშვიათად (<1 / 10,000), ცნობილი არ არის (არ შეიძლება ვივარაუდოთ არსებული მონაცემებით). ინფექციები: იშვიათი: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი იმუნური სისტემის დარღვევები: იშვიათი: სისტემური წითელი  მგლურას გამწვავება. მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: არახშირი: ჰიპოკალიემია; იშვიათი: ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია. ფსიქიატრიული დარღვევები: არახშირი: შფოთვა; იშვიათი: დეპრესია. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავბრუსხვევა; იშვიათი: სინკოპე,   პარესთეზია; იშვიათი: უძილობა, ძილის დარღვევები. მხედველობის დარღვევები: იშვიათად: მხედველობის დარღვევა. ყურის და ლაბირინთის დარღვევები: არახშირი: ვერტიგო.  კარდიალური დარღვევები: ხშირი: ტაქიკარდია, არითმია. სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი: ჰიპოტენზია, ორთოსტატური ჰიპოტენზია. სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები: იშვიათი: ქოშინი, რესპირატორული დისტრეს (მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება). კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი: ფაღარათი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი. იშვიათი: ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დისპეფსია, გულისრევა, გასტრიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა / ღვიძლის  პათოლოგია2. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: იშვიათი:  ანგიოედემა (ასევე ფატალური), ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების: არახშირი:  ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია; იშვიათი: ართრალგია, კუნთების კრუნჩხვები,  კიდურების ტკივილი. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: არახშირი: ერექციის დისფუნქცია. ზოგადი დარღვევები: არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში; იშვიათი:                                                                                       გრიპისმაგვარი დაავადება, ტკივილი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: არახშირი: შარდმჟავას მომატება, იშვიათი:სისხლში კრეატინინის მომატება,  ფოსფოკინაზას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თერაპინი BID-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თერაპინი BID-ის გვერდითი მოვლენებია: თერაპინი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, პირღებინება და ვაგინიტი. გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით კი დიარეის გამოვლენა იზრდება რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას. სხვა ნაკლებად ხშირად გამოვლენილი რეაქციებია: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი და თავის ტკივილი.  შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, პირღებინება, გასტრიტი, მოუნელებლობა, სტომატიტი, კანდიდოზი, ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვლინდება ტაბლეტის ჭამამდე მიღების შემთხვევაში. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. აღნიშნული რეაქციების კონტროლი შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებებით, აუცილებლობისას კი, სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ექიმი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ღვიძლი: ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება AST (SGOT) და/ან ALT (SGPT) ზომიერად მომატება, თუმცა ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა არ არის ცნობილი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის დისფუნქცია, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების (AST და/ან ALT), შრატისმიერი ბილირუბინის და/ან ტუტე ფოსფატაზას მომატება. ღვიძლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მწვავე იყოს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ყოველივე ეს ზოგადად ასოცირებულია სერიოზულ ძირითად დაავადებებთან ან პარალელურად გამოყენებულ პრეპარატებთან.  თირკმელი: იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი და ჰემატურია. ჰემატოლოგიური ეფექტები: აღინიშნა ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. აღნიშნული ცვლილებები გარდამავალი ხასიათის იყო და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. უმნიშვნელო თრომბოციტოზი აღინიშნა თერაპინით მკურნალობაზე მყოფ 1%-ზე ნაკლებ პაციენტში.  ცენტრალური ნერვული სისტემა: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნება, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, უძილობა და ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თემოდალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თემოდალის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (43%) და ღებინება (36%). აღნიშნული მოვლენები საშუალო ან სუსტი სიძლიერისაა (არა უმეტეს 5 ღებინების შეგრძნება დღე-ღამეში), რომელიც თავისთავად გაივლის ან ადვილად შეიძლება მოიხსნას სტანდარტული გულისრევის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების გამოყენებით. ძლიერი ღებინება და გულისრევა აღინიშნება შემთხვევების მხოლოდ 4%-ში. აღინიშნება აგრეთვე გადაღლილობა (22%), ყაბზობა (17%), თავის ტკივილი (14%), ანორექსია (11%), დიარეა (8%), გამონაყარი, ცხელება და ძილიანობა (6%). ხშირ შემთხვევაში (2%-დან 5%-მდე) – ასთენია, ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სხეულის წონის დაკლება ან დაქვეითება, ქოშინი, დისპეფსია, ალოპეცია, შემცივნება, ქავილი, გემოვნების დაქვეითება ან პარესთეზიები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: გლიომით ან მეტასტაზური მელანომით დაავადებულ ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის და ნეიტროპენიის შემთხვევები 19% და 17% გლიომის დროს და 20% და 22% მელანომის დროს. ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ან/და თემოდალით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო იყო 8% და 4%-ში – გლიომების დროს და 3% და 1.3%-ში – მელანომის დროს. ძვლის ტვინის დათრგუნვას ადგილი ჰქონდა ძირითადად მკურნალობის პირველი რამოდენიმე ციკლის განმავლობაში, მაქსიმუმ 21 და 28 დღეებს შორის, რომლის აღდგენა მიმდინარეობდა სწრაფად, როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში. ამ დროს კუმულაციური მიელოსუპრესიის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თეიმუროვის პასტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თეიმუროვის პასტას გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად – კანის გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით თეიმუროვი ნეოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თეიმუროვი ნეოს გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – ალერგიული რეაქციები. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს. იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზუმ 25-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზუმ 25-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზუმ-25-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის მიმართ მომატებული მგრძნობელბის მქონე პაციენტებში. შესაძლო გვერდითი ეფექტები მოყვანილია ქვემოთ გამოვლენის სიხშირის შესაბამისად. ცხრილში მითითებულია რამდენ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ეს გვერდითი ეფექტები:ჩასასმელია ცხრილი ხშირი გვერდითი ეფექტები:• გულისრევა და/ან ღებინება • ტკივილი ინექციის ადგილას • ანთებითი რეაქცია, სისხლჩაქცევა და სიწითლე (ჰემორაგია) ინექციის ადგილას ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:• სისხლიანი ღებინება • დაბალი არტერიული წნევა • ცხელება • მხედველობის დაბინდვა • თავბრუსხვევა • ძილიანობა • ძილის დარღვევა • თავის ტკივილი • ანემია • მუცლის ტკივილი • ყაბზობა • საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია) • დიარეა • პირის სიმშრალე • ჰიპერემია • გამონაყარი • დერმატიტი • ქავილი • ჭარბი ოფლიანობა • დაღლილობა • ტკივილი • შემცივნება იშვიათი გვერდითი ეფექტები:• პეპტიური წყლული, სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან პეპტიური წყლულის პერფორაცია • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) • გულის წასვლა • სუნთქვის შენელება • ვენების ანთება ან ზედაპირული ვენები (თრომბოზის ფონზე – ზედაპირული თრომბოფლებიტი) • ექსტრასისტოლია • ტაქიკარდია • პერიფერიული შეშუპება (ფეხების და ხელების შეშუპება) • მგრძნობელობის დარღვევები • ცხელება და კანკალი • ხმაური ყურებში (ტინიტუსი) • გამონაყარი ქავილით • სიყვითლე • აკნე • წელის ტკივილი • თირკმლის ტკივილი • ხშირი შარდვა • მენსტრუაციის დარღვევა • პროსტატის დაავადებები • კუნთოვანი რიგიდობა • სახსრების რიგიდობა • კუნთოვანი სპაზმი • ღვიძლის ტესტების დარღვევა, სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტოსხეულების გამოვლენა შარდში (კეტონურია), შარდში ცილები (პროტეინურია) ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:• ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ხშირად კოლაფსს განაპირობებს) • კანის, პირის, თვალის და გენიტალური მიდამოს ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტივენს ჯონსონის და ლაიელის სინდრომები) • სახის, ტუჩების და ხორხის შეშუპება (კვინკეს შეშუპება) • სუნთქვის უკმარისობა ბრონქოსპაზმის ფონზე • ქოშინი • პანკრეატიტი • ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი) • კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ • თირკმლის დაზიანება • სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია) • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭისმხრივი/ნაწლავური გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე (მაგალითად კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ ოდესმე გქონიათ ისინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე, განსაკუთრებით, თუ ხანდაზმული ასაკის პაციენტი ხართ. შეწყვიტეთ ზუმ-25-ის მიღება კანზე ქავილის, ლორწოვან გარსზე დაზიანებების (პირის ღრუში) ან ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ფონზე დამახასიათებელია სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით კოჭებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მატება და გულის უკმარისობა. ზუმ-25 და მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება გულის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედი რისკის მედიკამენტებში. სისტემური წითელი მგლურას (კანის დიფუზური დაზიანებით მიმდინარე დაავადება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს) მქონე პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იშვიათად იწვევენ ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის კუნთების რიგიდობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ზუმ-25-ის მიღების ფონზე აღმოცენდა ან გაუარესდა ანთების სიმპომები.  გვერდითი ეფექტების გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები