Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ზოპიკლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოპიკლონის გვერდითი მოვლენებია: ხშირად ადგილი აქვს – მწარე ან ლითონის გემოს პირის ღრუში. იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებს (ღებინება, გულისრევა) და ფსიქიურ მოშლილობას (აღგზნება), იშვიათად შეიმჩნევა ალერგია (ჭინჭრის ციება, გამონაყარი), ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ავადმყოფური მძინარობა, იშვიათად – თავბრუსხვევა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზონდარონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზონდარონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ისევე როგორც ნემისმიერმა მედიკამენტმა, ნივალინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია. აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გაგირთულდებათ სუნთქვა, დაგეწყებათ ტკივილი(შეკუმშვა) გულის არეში, ქუთუთოების, ტუჩების და ენის შეშუპება, გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება, კოლაფსი. სხვა გვერდითი მოვლენები: ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ ადამიანში )  – თავის ტკივილი ხშირი (10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) – გათბობის შეგრძნება და კანის შეწითლება.  ზონდარონით მკურნალობით დროს შესაძლებელია მოიმატოს ღვიძლის ფერემნტების დონემ(განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცისპლატინით). არახშირი  (100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) – სლოკინი, დაბალი წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაბალი წნევა და კოლაფსი; არათანაბარი გულისცემა(არითმია); ან გულის შენელებული  მოქმედება, ტკივილი გულის არეში; კრუნჩხვები; სხეულის უჩვეულო მოძრაობებ; კანკალი. იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)- ტრიალის შეგრძნეა ან ტავბრუხვევა; დაბინდული მხედველობა. ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)- დარღვეული მხედველობა ან გონების დროებით დაკარგვა, რომელიც,, როგორც წესი, გაივლის 20 წUუტძე ნაკლებ დროში.  თუ ამ ფურცელ ჩანართში აღნიშნული გვერდითი რეაქციებიდან რომელიმე გამწვავდა ან გამოვლინდა სხვა, რომელიც არ არის აღწერილი, დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ემეტრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ემეტრონის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია თავის ტკივილი, ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება. ხანდახან ამინოტრანსფერაზების კონცენტრაციის გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო მომატება. იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია). სწრაფი ინტრავენური შეყვანის დროს შესაძლებელია მხედველობის გარდამავალი დარღვევა (არამკაფიო მხედველობითი აღქმა) ან თავბრუსხვევა; ასევე ხველა, დიარეა, მოტორიკის არაკონტროლირებადი დარღვევა და კრუნჩხვები, ტკივილი მკერდის არეში, არითმია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, სლოკინი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზომეტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზომეტას გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი გამოვლინების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშირად (≥1/100, <1/10), ზოგჯერ (≥1/1000, <1/100) იშვიათად (≥1/10000,  <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული ცნობების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ანემია, ზოგჯერ – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათად – პანციტოპენია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – თავბრუსხვევა, პარესთეზიები, გემოვნების დარღვევები, ჰიპოსთეზია, ჰიპერსთეზია, ტრემორი. დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ზოგჯერ – მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; იშვიათად – გონების არევა. მხედველობის ფუნქციის დარღვვები: ხშირად – კონიუნქტივიტი; ზოგჯერ – მხედველობის დაბინდვა; ძალიან იშვიათად – უვეიტი, ეპისკლერიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ზოგჯერ – დიარეა, შეკრულობა, აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტები, პირის სიმშრალე. დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დისპნოე, ხველა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი (ერითემატოზული და მაკულარული გამონაყრის ჩათვლით), მომატებული ოფლიანობა. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: ხშირად – ტკივილი ძვლებში, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი; ზოგჯერ – კუნთოვანი კრუნჩხვები. დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; იშვიათად – ბრადიკარდია. დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ხშირად –  თირკმლისმიერი დარღვევები; ზოგჯერ – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება. ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ხშირად – ცხელება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა (დაღლილობა, შემცივნება, მოთენთილობა და სახეში სისხლის მოწოლა); იშვიათად – ასთენია, პერიფერიული შეშუპება, რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება, გამაგრება), ტკივილი მკერდში, სხეულის წონის მომატება. ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები: ძალიან ხშირად – ჰიპოფოსფატემია; ხშირად – სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, ჰიპოკალციემია; ზოგჯერ – ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. მიუხედავად იმისა, რომ ზომეტის მიღების დროს ბრონქოსტენოზი არ აღინიშნება, სხვა ბისფოსფონატების მიღება ასთმატიკ-პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ, დაკავშირებული იყო ბრონქოსტენოზთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლპიდემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლპიდემის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა; გამონაყარი კანზე, ქავილი, აღწერილია ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, კოშმარები, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა დღისით, კოორდინაციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლოფტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლოფტის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სერტრალინით მკურნალობის პროცესში იშვიათად ადგილი აქვს ამინოტრანსფერაზების (ასტ და ალტ)აქტივობის უსიმპტომო მომატებას (დაახლოებით შემთხვევების 0.8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება. ცნს-ის მხრივ: ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა. მარილოვანი ცვლის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ჰიპონატრიემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს); ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრიემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთხვევებში აღენიშნებათ ხანდაზმულ  ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს. სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია. სხვადასხვა: ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად _ მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით). იშვიათად აღინიშნება პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლომაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლომაქსის გვერდითი მოვლენებია: როგორც ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სხვა ტრანკვილიზატორები ზალომაქსიც ხანდახან იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში. ისინი არ ატარებენ მძიმე ხასიათს და მკურნალობის გაგრძელების ან დოზების შემცირების შემთხვევაში ისინი ქრება. იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ტრემორი, მეტყველების დარღვევა, ხასიათის ცვალებადობა. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებიდან რამოდენიმე სთ-ის შემდეგ აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებში კი ხასიათის გაუმჯობესება და აქტიურობის მომატება. ზოლომაქსით მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნება საჭმლის-მონელების პროცესის დარღვევა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები – კანის ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმები და სისუსტე, მადისა და სხეულის წონის დაქვეითება, ენურეზი, ლიბიდოს დაქვეითება, ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის სურათი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი). ბენზოდიაზეპინების გამოყენება ხანდახან, უფრო ხშირად ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში, იწვევს მოუსვენრობას, აგზნებას, ჰალუცინაციებს, ქცევის დარღვევას. ამ და სხვა გვერდითი მოვლენები: ს განვითარებისას უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს პრეპარატის შემდგომში გამოყენების აუცილებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლეპტინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა (იშვიათად ძილიანობა), განგაშის შეგრძნება, აჟიტირება, ჰიპომანია, მანია, სიარულის მანერის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზია, აკატიზია), პარესთეზიები, კრუნჩხვა. მოძრაობის ფუნქციის დარღვევები ხშირად უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც იგივე აღენიშნებათ ანამნეზში ან მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვიათად ვლინდება მოხსნის სინდრომი. შესაძლებელია განვითარდეს პარესთეზია, ჰიპოსთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა ან ფსიქოზის სიმპტომები, რომლებიც არ განსხვავდება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან. ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ოფლდენის გაძლიერება, წონაში მატება ან კლება, სისუსტე; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება (იშვიათად – მატება) არექსიამდეც კი, პირის სიმშრალე, დისპეფსიური დარღვევები (მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა), მუცლის ტკივილი; სასქესო სისტემის მხრივ: სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ეაკულაციის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, პოტენციის დაქვეითება, ანორგაზმია); გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის სიწითლე ან სახეზე სისხლის მოწოლის შეგრძნება, სისხლდენა (მათ შორის ცხვირიდან), გულისცემის გაძლიერება; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი; დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი; იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ნეკროლიზი; ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია;  ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: გარდამავალი ჰიპონატრიემია (ხშირად ვლინდება ასაკოვან პაციენტებში, ასევე – დიურეზული ან სხვა საშუალებების მიღების ფონზე. აღნიშნული გვერდითი მოვლენა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატურ სეკრეციის სინდრომს); იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლის შრატში ტრანსამინაზების ასიმპტომური მატება (ფერმენტების აქტივობა ნორმას უბრუნდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლენტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლენტონის გვერდითი მოვლენებია: ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10 – დან 1 პაციენტში): – თირკმლის მწვავე დისფუნქცია (განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის გარკვეული ანალიზის მეშვეობით). – სისხლში კალციუმის დაბალი დონე. არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100 – დან 1 პაციენტში): – პირის, კბილის და/ან ყბის ტკივილი, პირის ღრუში შეშუპება ან ტკივილი, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან გაბუჟება, ან კბილის დაკარგვა. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი).დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს, მსგავსი სიმტპომების განვითარების შესახებ ზოლენტონის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. – გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლედრონის მჟავას მიღებისას პოსტკლიმაქსური ოსტეოპოროზისას.  გაურკვეველია ზოლედრონის მჟავა იწვევს თუ არა გულის რითმის დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს  მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ. – მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება. ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენტში): – კალციუმის დაბალი დონის შედეგად: გულის რითმის დარღვევა  (გულის არითმია, მეორადი ჰიპოკალცემია), კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადად ჰიპოკალცემიის შედეგად. – აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ: ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): სისხლში ფოსფატის დაბალი დონე ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში) თავის ტკივილი, გრიპის მგსავსი სიმპტომი ცხელებით, დაღლილობით, სისუსტით, ძილიანობით, შემცივნებით და ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილით. უმეტესობა შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები ქრება მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა. კონიუნქტივიტი. სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში): სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შფოთვა, ძილის დარვევა, თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, გემოვნების მოშლა, სტიმულაციის მიმართ გაზრდილი ან შემცირებული მგრძნობელობა, კანკალი, ძილიანობა.  ცრემლდენა,  მომატებული მგრძნობელობა სინათილს მიმართ, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, უეცარი შემცივნება გულის წასვლით, მოთენთილობა ან კოლაფსი, სუნთქვის გაძნელება, ხველა; დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკვილი, მოუნელებლობა, პირის ღრუს ანთება, პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, კუნთების დაჭიმულობა,   თირკმლის უკმარისობა, სისხლი შარდში, ცილები შარდში, სისუსტე, მუხლების, ტერფების ან თითების შეშუპება, კანის რეაქციები (გაწითლება და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გულმკერდის ტკივილი, წონის მომატება,ჭინჭრის ციება; სისხლში მაგნიუმის და კალიუმის   დონის შემცირება. ექიმი გააკონტროლებს ზემოაღნიშნულს და მიიღებს საჭირო ზომებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლედრო-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლედრო-დენკის გვერდითი მოვლენებია: ზოლედრო-დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და მალევე ქრება. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ქვემოთ მითითებული სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ: ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ში): –           თირკმლის სერიოზული დაავადება (ჩვეულებრივ განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ სპეციფიკური სისხლის ანალიზების საფუძველზე);  –           სისხლში კალციუმის დაბალი დონე.   არახშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           პირის, კბილების და ყბის ტკივილი, შეშუპება ან პირში წყლულები, დაბუჟების შეგრძნება ან “ყბაში სიმძიმის შეგრძნება”, ან კბილების ცვენა. ეს შესაძლებელია იყოს ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეოპოროზის) ნიშანი. ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.  –           არარეგულარული პულსი (წინაგულების ფიბრილაცია) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზის გამო მკურნალობდნენ ზოლედრო-დენკით. ამჟამად არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ზოლედრო-დენკი აღნიშნულ არარეგულარულ პულსს. მაგრამ თუ ზოლედრონის მჟავის მკურნალობის შედეგად გამოვლინდება მსგავსი სიმპტომები,  მან უნდა აცნობოსა მკურნალ ექიმს ამის შესახებ;   –           მძიმე ალერგიული რეაქციები: ქოშინი, შეშუპება, ძირითადად სახის და ხორხის;  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ქვემოთ მითითებული ნებისმერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ: ძალიან ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): –           ფოსფატის ძალიან დაბალი დონე სისხლში.    ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან დაახლოებით 1-ში):L –           თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, სისუსტე, თავბრუსხვევა, შემცივნება, ძვლების, სახსრები და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევებში განსაკუთრებული მკურნალობის ჩატარება არ არის საჭირო და სიმპტომები ქრება უმოკლეს პერიოდში (რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ).  –           კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება; –           კონიუქტივიტი; –           სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია);  არახშირად (ვლინდება ყოველი 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; –           დაბალი ერტერიული წნევა; –           ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში; –           კანის რეაქციები ინფუზიის ადგილას (სიწითლე, შეშუპება), გამონაყარი, ქავილი; –           მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის და დაბუჟების შეგრძნება, ფაღარათი; –           სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება; –           სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის დაქვეითება. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს აღნიშნულ მდგომაარეობას და მიიღებს შესაბამის ზომებს. –           ძილიანობა; –           ცრემლდენა და თვალების მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;  –           უეცარი სიცივის შეგრძნება, გულისწასვლა, სისუსტე ან კოლაფსი; –           სუნთქვის გაძნელება ან ხველა; –           გამონაყარი (ურტიკარია).   იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება ყოველი 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           დაბალი პულსი; –           გონების დაბინდვა; –           ბარძაყის ძვლის უჩვეულო (ატიპიური) მოტეხილობა. ეს განსაკუთრებით იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იტარებენ ოსტეოპოროზის მკურნალობას. მენჯის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში ტკივილის გამოვლენის შემთხვევაში კონულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შესაძლებელია იყოს მოსალოდნელი ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.  ძალიან იშვიათად (ვლინდება ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           გულის წასვლა არტერიული წნევის დაქვეითების გამო; –           ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში გაუსაძლისი; –           თვალების ტკივილი, სიწითლე და/ან შეშუპება;  რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით ეფექტებს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები