Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით იმუნატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნატის გვერდითი მოვლენებია:  – მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება ადგილობრივად, ოფლიანობა, ცხელება, ურტიკარია, თავის ტკივილი, ჰიპოტონია, ძილიანობა, გულისრევა, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, ტრემორი, ხიხინი). მკურნალობა სიმპტომურია. – იშვიათად აღწერილია ჰიპერთერმია. ჰემოფილიით დაავადებულებში შეიძლება წარმოიქმნას ანტისხეულები VIII ფაქტორის მიმართ. პაციენტებში A, B  და AB სისხლის ჯგუფით შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიგანტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიგანტოლის გვერდითი მოვლენებია: შეკრულობა, მეტეორიზმი, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, დიარეა, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, მადის დაქვეითება, პოლიურია, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, არტერიული წნევის მომატება, არითმია, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ფილტვებში ტუბერკულოზის პროცესის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსმიკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსმიკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლამიზილს (ტაბლეტები) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლამიზილის (ტაბლეტები) გვერდითი მოვლენებია:  სხვადასხვა გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირის შეფასების დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი გრადაცია: ძალიან ხშირად≥10%, ხშირად – ≥1%-დან 10%-მდე, ხანდახან – ≥0,1%-დან <1%-მდე, იშვიათად – <0,01%-დან <0,1%-მდე, ძალიან იშვიათად – <0,01%. ლამიზილი მთლიანობაში კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ან ზომიერად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. ყველაზე ხშირად აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭის გადავსების, მადის დაკარგვის, დისპეფსიის, გულისრევის შეგრძნება, სუსტად გამოხატული ტკივილები მუცელში, დიარეა) კანის მსუბუქი რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), მუსკულო-სკელეტური რეაქციები (ართრალგია, მიალგია). ზოგჯერ: გემოს შეგრძნების დარღვევა, მათ შორის მისი დაკარგვა (მის აღდგენას ადგილი აქვს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში). არსებობს ცალკეული შემთხვევები გემოს შეგრძნების ხანგრძლივი დარღვევის შესახებ. ძალიან იშვიათად აღინიშნება საკვების მიღების შემცირებით გამოწვეული სხეულის მასის დაკარგვა. იშვიათად: ჰეპატობილიარული დარღვევები (ქოლესტატური ხასიათის). ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება). თუ ვითარდება კანის პროგრესირებადი გამონაყარი, ლამიზილით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ძალიან იშვიათად: ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი ან თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: თმის ცვენა. ამ მოვლენის მიზეზობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აკატინოლ მემანტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკატინოლ მემანტინის გვერდითი მოვლენებია:  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ-თავბრუსხვევა, დაღლილობა, შფოთვა, აგზნება, გულისრევა და თავში სიმძიმის შეგრძნება\ და ქალაშიდა წნევის მომატება;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოკლავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოკლავის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გვერდითი მოვლენები: სუსტად ვლინდება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად – ინტერსტიციალური ნეფრიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად – ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია ან ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში. ადგილობრივი რეაქციები: თრომბოფლებიტი ინექციის ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოსტერილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოსტერილის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია. ამასთან რეკომენდებულია D ვიტამინის მიღების შემცირება. თუ აღინიშნება ჰიპერკალციემიის შენარჩუნება, უნდა შემცირდეს კეტოსტერილის, აგრეთვე კალციუმის სხვა   წყაროების დოზები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპო-პროვერას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპო-პროვერას გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ანაფილაქტოიდური რეაქციები. შედედების სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა. ცნს-ის მხრივ: ნერვული აგზნებადობა, ძილიანობა, სისუსტე, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. სასქესო ორგანოების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საძევე ჯირკვლის მგრძნობელობის მომატება, სასქესო ორგანოდან გამონაყოფის ხასიათის შეცვლა. სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, პიროგენული რეაქციები. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ტკივილი, გამკრივება და კანის ფერის შეცვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორლიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორლიპის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დეფეკაციის გახშირება, განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება (როგორც წესი აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში). ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელიდელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელიდელის გვერდითი მოვლენებია:  – წვა კრემის წასმის ადგილზე; – ადგილობრივი რეაქციები (გაღიზიანება, ქავილი და კანის გაწითლება), კანის ინფექციები (პიოდერმია); – კანზე გამონაყარი, დაავადების გართულება, მარტივი ჰერპესი (Herpes Simplex) მარტივი ჰერპესის ვირუსით განპირობებული დერმატიტი (ჰერპესული ეგზემა), კონტაგიოზური მოლუსკი. ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ტკივილი, პარესთეზიები, აქერცვლა, სიმშრალე, შეშუპება, კანის პაპილომები, ძირმაგარა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები