Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კლოსტილბეგიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოსტილბეგიტის გვერდითი მოვლენებია:  ხშირი გვერდითი მოვლენები:  ალები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა (ფოტოფსიები, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია), სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილი, დისმენორეა, აციკლური სისხლდენა, საკვერცხეების გადიდება. იშვიათი გვერდითი მოვლენები:  ყაბზობა, ფაღარათი, დაღლილობა, დაძაბულობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, თმის შექცევადი ცვენა, მადის გაძლიერება, წონის მომატება ან დაკლება, საშოს სიმშრალე, შარდის გამოყოფის გაძლიერება ან ხშირი შარდდენა. ალები წყდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. შეიძლება აღინიშნებოდეს საკვერცხეების კისტოზური გადიდება, განსაკუთრებით შტეინლევენტალის სინდრომისას. საკვერცხეები შეიძლება გადიდდეს 4-8 სმ-მდე; ასეთ შემთხვევებში საჭიროა სხეულის ბაზალური ტემპერატურის კონტროლი და მკურნალობის შეწყვეტა ტემპერატურის ორფაზიანი მრუდის გამოვლენისას. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსმო-ადალატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსმო-ადალატის გვერდითი მოვლენებია: ოსმო-ადალატით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: წარმოშობის სიხშირე 1%-ზე მეტი და 10% ნაკლები ზოგადი: ასთენია (დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვაზოდილატაცია (კანის სიწითლე, სიცხის შეგრძნება), ტაქიკარდია, წვივების შეშუპება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. წარმოშობის სიხშირე 0.1%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სტენოკარდიის სიმპტომები, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სინკოპეს მსგავსი მდგომარეობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, დიარეა. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია. ნერვული სისტემის მხრივ: ნევროზი, პარესთეზიები, ტრემორი, ვერტიგო. კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი (ეგზანთემები, ერითემები). გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა. სუნთქვის სისტემის მხრივ: დისპნოე. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის გახშირება. წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე მეტი და 1.0% ნაკლები საერთო მოქმედების მხრივ: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია); მეტაბოლური ცვლილების მხრივ: ჰიპერგლიკემია. საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობები, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლებში (ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ღვიძლისშიდა ქოლესტაზი). კანის თმიანი საფარველის მხრივ: ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიტიური დერმატიტი. სისხლმიმოქცევის და ლიმფური სისტემის მხრივ: პურპურა. წარმოშობის სიხშირე 0.01%-ზე ნაკლები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღრძილების ჰიპერპლაზია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი. სხვა რეაქცები: გინეკომასტია, ერითრომელალგია, ექსფოლიატური დერმატიტი, ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პეფრაკელ D6 ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეფრაკელ D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაქტულოზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაქტულოზას გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის გამოყენების საწყის ეტაპზე, პაციენტების დააახლოებით 20%-ში ვითარდება მუცლის შებერვა, აირების წარმოქმნა და ნაწლავთა სპაზმები, ბოყინი, მუცლის არეში დისკომფორტი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება. ლაქტულოზის მაღალი დოზები იწვეს ფაღარათს, სითხის კარგვას, ჰიპერნატრიემიას (შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის მომატება), ჰიპოკალიემიას (შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება) და იშვიათ შემთხვევებში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს. იშვიათად ადგილი აქვს გულისრევას და ღებინებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენფექციას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენფექციას გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აღწერილი ფსევდომემბრანოზული კოლიტის შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია. უკუჩვენებები: *მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: ენფექცია, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტი არა დადგენილი. განსაკუთრებული მითითებები: *პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რინოტაისი დოქტორ ტაისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რინოტაისი დოქტორ ტაისის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ხშირი ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას  – ცხვირხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან/და სიმშრალე, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ჰიპერსეკრეცია; იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღებინება, თავის ტკივილი, გაძლიერებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსეპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსეპინის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, აფტოზური სტომატიტი, შარდის შეკავება, სხეულის წონის დაქვეითება, მომატებული ოფლიანობა, შეციება, საერთო სისუსტე, სახის ჰიპერემია, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ძილიანობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზიები, ატაქსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, გვიანი დისკინეზია ტრემორი, ჰიპოტენზია ან ჰიპეტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია; ლიბიდოს მომატება და/ან დაქვეითება, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება, გალაქტორეა (ქალებში), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი, სიყვითლე, ალოპეცია, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნილის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება და არასასურველი ეფექტები გარდამავალი ხასიათის და დოზადამოკიდებულია. ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათია, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის სიმშრალე, გაუკუღმართებული გემოვნება, გამონაყარი კანზე და ლეიკოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეოკალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეოკალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ანორექსია, გულისრევა და ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმაკომბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმაკომბინის გვერდითი მოვლენებია:  კანის გაწითლება, კანის ქავილი და სიმხურვალის შეგრძნება, კანის გაღიზიანება, კანის სიმშრალე და გამონაყარი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, ქრება პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ მოკლე დროის მანძილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები