Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ვენტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენტერის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები:  შეკრულობა, იშვიათად – პირღებინება, გულის რევა, დიარეა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტონის გვერდითი მოვლენებია: რა არასასურველი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროტონი 20მგ-მ? ორალურად მიღებული ომეპრაზოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი და შექცევადია.  აღწერილი გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს: გასტროინტესტინური დარღვევები: ხშირი (10-1%): დიარეა, ყაბზობა, შებერილობა (შესაძლოა მუცლის ტკივილით), გულსირევა და ღებინება. ამ შემთხვევების უმრავლესობისას სიმპტომები უმჯობესდება და თერაპია გრძელდება.  იშვიათი (0.1-0.01%): ენის მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობა აღნიშნულია კლარიტრომიცინთან ერთად მიღებისას, აღწერილია კეთილთვისებიანი გლანდულარული ცისტები, ორივე მოვლენა შექცევადი იყო მკურნალობის დასრულებისას.  ძალიან იშვაითი (<0.01%): Pპირის სიმშრალე, სტომატიტი, კანდიდოზი ან პანკრეატიტი.  ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: არახშირი (1%-0.1%): ღვიძლის ენზიმების დონის ცვლილება (რომელიც მოიხსნა მკურნალობსი შეწყვეტის შემდეგ).  ძალიან იშვიათი (<0.01%): ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა და ენცეფალოპათია პაციენტებში ადრე არსებული ჰეპატოპათიით.  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): ჰიპოქრომია, მიკროციტური ანემია ბავშვებში.  ძალიან იშვიათი (0.01%): სისხლის რაოდენობის ცვლილება, შექცევადი თრომბოციტოპენია, მულტიფორმული ერითემა ან ფოტოსენსიტიურობა, ოფლიანობის მომატების ტენდენცია.  ძალიან იშვაითი (<0.01%): სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.  ძვალ-კუნთოვანი დარღვევები: იშვიათი (0.1-0.01%): კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი.  თირკმლის დარღვევები: ძალიან იშვაითი ((0.01%): ნეფრიტი (ინტერსტიციალური ნეფრიტი).  ნერვული სისტემის დარღვეები: ხშირი (1-10%): ძილიანობა, ძილის დარღვევები (უძილპობა), ვერტიგო ან ცეფალეა. ეს გართულებები ძირითადად უმჯობესდება მკურნალობის განმავლობაში.  იშვიათი (0.1-0.01%): პარესთეზია და მსუბუქი თავის ტკივილი, მენტალური კონფუზია დაჰალუცინაციები, ძირითადა მწვავედ დაავადებულ ან ხანდაზმულ ინდივიდებში. ძალიან იშვიათი (<0.01%): აჟიტირება და დეპრესიული რეაქცია, განსაკუთრებით მწვავედ დაავადებულ ინდივიდებში ან ხანდაზმულ პაციენტებში.  გრძნობათა ორგანოების დარღვეები: არახშირი (1-0.1%): მხედველობის დარღვეები (მხედველობისდ აბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის ველის შემცირება) და სმენის დისფუნქცია (მაგ. ტინიტუსი). ეს მოვლენები ძირითადად ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში.  მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ძალიან იშვიათი (0.01%): ურტიკარია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიოედემა, ბრონქოკონსრიქცია ან ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული ვასკულიტი ან ცხელება.  სხვა გვერდითი მოვლენები:  არახშირი (1-0.1%): პერიფერიული შეშუპება (რომელიც მოიხსნა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ).  ძალიან იშვაითი (<0.01%): ჰიპონატრიემია, გინეკომასტია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დორიტრიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორიტრიცინის გვერდითი მოვლენებია: თანმხლები რეაქცია ჰიპერმგრძნობელობა ბენზოკაინის მიღებისას. სხვა ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების მიზანშეწონილობაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რელანიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რელანიუმის გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, დაღლილობა, აპათია, მოძრაობის შენელებული რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, უძილობა, გაძლიერებული მადა, გულისრევა, ფაღარათი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები, ლიბიდოს დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპ რილიფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპ რილიფის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია კანის მხრივ გამოხატული ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე და ა.შ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევიტრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევიტრას გვერდითი მოვლენებია:  ლევიტრას ძირითადად ახასიათებს კარგი ამტანობა, გვერდითი ეფექტები უმნიშვნელოდ ან ზომიერადაა გამოხატული და ჩვეულებრივ, გარდამავალია. ნერვული სისტემის მხრივ: ≥ 10%, თავის ტკივილი; ≥ 1%-≤10% თავბრუსხვევა, >0,01%-<0.1% ძილიანობა, გულის წასვლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ≥ 10% ალები,≥1%-≤10%  არტერიული ჰიპერტონია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური ჰიპოტონია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10% დისპეპსია, გულისრევა; მხედველობის ორგანოს მხრივ: 0.1%-<1% გამძლიერებული ცრემლდენა, მხედველობის (მხედველობის სიმახვილის) დარღვევა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ≥1%-≤10%   ცხვირის ლორწოვანი გარსის შეგუბებითი ჰიპრემია (ლორწოვანის შეშუპება, რინიტი, რინორეა). ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: >0.01%-<0.1% კუნთოვანი ტონუსის მატება. კანის მხრივ: >0.01%-<0.1% სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები. სასქესო სისტემის მხრივ: >0.01%-<0.1% ერექციის გახანგრძლივება ან მტკივნეული ერექცია, პრიაპიზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდურას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდურას გვერდითი მოვლენებია: თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მას აწუხებს ან ძნელად გადაიტანება და მკურნალობის პროცესში არ ქრება, მან უნდა მიმართოს ექიმს. ეს სიმპტომებია: • მიდრეკილება შოკური მდგომარეობებისადმი, გასაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან მდგომარე მდგომარეობაში გადასვლისას; • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; • დაღლილობა/ძილიანობა, სისუსტე; • ტერფებისა და მუხლების შეშუპება, ჰიპოტონია; • ზურგის ტკივილი, მიალგია; • პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია; • ცხვირის გაჭედვა ან/და ცხვირიდან გამოყოფის გაძნელება (რინიტი), გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბრონქიტი, ქოშინი, ინფექციები. განსაკუთრებითი იშვიათად აღინიშნებოდა შარდის შეუკავებლობის შემთხ – ვევები. აღწერილია მტკივნეული ერექციისა და იმპოტენციის შემთხვევები. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ქავილი, თრომბოციტო პენია, პურპურა, ცხვირიდან სისხლდენა, ლეკოპენია, ჰემატურია, ქოლესტაზი, ჰეპატიტის, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვეული მაჩვენებლები და მხედველობის დაბინდვა.  არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდურას გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი დამატებითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული არც იყოს პრეპარატის მიღებასთან: ტკივილი გულ-მკერდში, ტაქიკარდია, გულისცემა, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ტვინის სისხლის-მიმოქცევის დარღვევა და არითმიები. ამ მოვლენების განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, ან მას კითხვები აქვს პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კვადიმაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კვადიმაქსის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, პარესთეზიები;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი;  ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: გარდამავალი გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, პურპურა, შრატისმიერი დააავადება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: თრომბოციტოზი, ჰემოგლობინის დაქვეითება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზისა და ჰემოლიზური ანემიის ერთეული შემთხვევები, ნეიტროპენია, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას; სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის უმნიშვნელო მატება, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და/ან ბილირუბინის მაჩვენებლის გარდამავალი მატება; სხვა: ზოგადი სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გემციტაბინ ლეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემციტაბინ ლეკის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებას: – მძიმე ალერგიული რეაქციები (ასეთ რეაქციებს მიეკუთვნება გამონაყარი, არტერიული წნევის დაქვეითება, შეშუპება, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გაძნელება და კოლაფსი); – კანის ძლიერი განშრევება ან ანთება; – კარდიოლოგიური დარღვევები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ქოშინი, წვივების შეშუპება, გულის ცემის გახშირება და რითმის დარღვევა, სტენოკარდიული შეტევები; – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (დაბუჟების,  ჩხვლეტის, სიცივის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა). თუ აღნიშნული გამოვლინებები იღებს სერიოზულ ფორმას ან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლებელია განვითარდეს კანის სერიოზული დარღვევები. ყველა ზემოაღნიშნული მოვლენა მიეკუთვნება სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომლის დროსაც პაციენტეს შესაძლოა დაჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება (ყოველ 1000 პაციენტში ერთი შემთხვევა). ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე ხშირად): სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც არის ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გამონაყარი, ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლჩაქცევები); ქოშინი; სისუსტის შეგრძნება, თმის ცვენა (ჩვეულებრივ თმის უმნიშვნელო ცვენა); გამონაყარი კანზე (რასაც ზოგჯერ თან ახლავს მსუბუქად გამოხატული ქავილი. უფრო სერიოზული ალერგიული რეაქციები გაცილებით იშვიათია); თირკმელების ტესტირების შეცვლილი პარამეტრები (შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა, თუმცა თირკმელების უმრავლესობა ძალიან იშვიათად ვითარდება); სითხის შეკავება (ხელის, ფეხის, გულისა და ფეხის შეშუპება). გრიპის მაგვარი მდგომარეობა (ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილები, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, სურდო, ოფლიანობა, ძილის მხრივ პრობლემები); ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი პარამეტრები. ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება; ცხელებისა და შემცივნების შეგრძნება; ცხელება; დიარეა; ყაბზობა; წყლულები პირის ღრუში, ტუჩებზე და ენაზე. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ხიხინი. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): სუნთქვის გაცილებით სერიოზული მოვლენები; გამონაყარი/წყლულები კანზე; ინექციის ადგილის გაწითლება, შეშუპება და ქავილი; ღვილის უკმარისობა; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლილი პარამეტრები (ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის მომატება); არტერიული წნევის დაქვეიება (კოლაფსის წინა მდგომარეობა). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ღვიძლის უკმარისობა; თრომთბოციტების რაოდენობის მომატება; ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები