Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით პელეთროცინ პლუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პელეთროცინ პლუსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა პრეპარატის მსგავსად,პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ წარმოდგენილია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები: ს ჩამონათვალი: ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტში): დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა დისკომფორტი კუჭის არეში, ტკივილი კუჭის არეში, სისუსტე; ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1000 პაციენტიდან 1-100 პაციენტში): ძილიანობა, თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში, დისკომფორტი, ღებინება, დიარეა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; დაბალი არტერიული წნევა, სპაზმი, გულისცემის გახშირება; დაღლილობა; უძილობა, აგზნება; იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-1000 პაციენტში): ცხვირიდან სისხლდენა; არარეგულარული მენსტრუაცია ან ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრქუციის ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეთილის სპირტს 95%-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეთილის სპირტი 95%-ის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი ხმარებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კუპრუკელ D4 ამპულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კუპრუკელ D4 ამპულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსტუროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსტუროლის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილის დარღვევები რამაც შეიძლება მოითხოვოს მკურნალობის დროებით შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კენალოგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კენალოგის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სჭმლის მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მადის დარღვევა, კუჭქვაშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტანზია, გულის რიტმის დაღღვევა, სისხლის შედედების დარღვევა, რაც ზრდის თრომბის წარმოქმნის ალბათობას. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დეპრესიული მდგომარეობა, ძილისა და სიფხიზლის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ნერვული მოშლილობა, მათ შორის მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი, პარანოია, განგაშის გრძნობა, მომატებული გაღიზიანებადობა. კრუნჩხვა, კიდურების კანკალი, ქალასშიგა წნევის მომატება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა. კანის საფარველის მხრივ: სტრიები, ფერისმჭამელები, პიგმენტური ლაქები, ჭრილობების შეხორცების გაუარესება, პეტექიები. ენდოკრინული სისტემის მხრივ: გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, წონაში მომატება, სქესობრივი განვითარების დამუხრუჭება ბავშვებში, თირკმელზედა ჯირკვლის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის დარღვევა, იცენკო–კუშინგის სინდრომი. გრძნობათა ორგანოების მხრივ: რქოვანას ცვლილება, კატარაქტა, თვალსიგა წნევის მომატება. ცვლის პროცესების მხრივ: ნატრიუმის დონის მომატება და კალციუმის და კალიუმის დაქვეითება სისხლში. საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების ატროფია, ზრდის დარღვევა ბავშვებში, ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზი. სხვა: შესძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება, ასევე ჭინჭრის ციება, კანის ქავილი; გარდა ამისა შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. პრეპარატისთვის დამახასიათებელი მოხსნის სინდრომის განვითარება. პრეპარატის საინექციო ფორმის მოხმარებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენები: ს განვითარება, როგორიცაა ტკივილი, წვა, დაბუჟება, შეყვანის ადგილზე ნაწიბურის გაჩენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაფერ კიდსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაფერ კიდსის გვერდითი მოვლენებია:  გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი და გარდამავალი. ძალიან იშვიათად შესაძლოა კუჭ-ნაწლავის მხრივი მოვლენები: სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა. იშვიათად შესაძლოე ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოკარბოქსილაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოკარბოქსილაზას გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლო-დენკი 100 რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლო-დენკი 100 რეტარდის გვერდითი მოვლენებია: უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზაზე დამოკიდებულია და განსხვავებული სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების რისკი (წყლული, ლორწოვანის დეფექტები, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:- საკმაოდ ხშირია (> 10 %) გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.  ხშირად შესაძლებელია (≥1 % – < 10 %) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია).  ძალიან იშვიათად (≥0.1 % – < 1 %) ვითარდება ჰემატემეზი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის მიდამოში ძლიერი ტკივილის განვითარების, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენის დროს შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.  ძალიან იშვიათად (> 0.01 %) გვხვდება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), ნაწლავის სტრიქტურა.  ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები  ხშირია (≥ 1 % – < 10 %) თავის ტკივილი, აღზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა.  ძალიან იშვიათია (< 0.01 %) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, ყურებში შუილი, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობის გრძნობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა.  ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფანაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის და დეზორიენტაციის ჩათვლით.  კანი  შესაძლებელია გამოვლინდეს (≥ 1 % – < 10 %) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ურტიკარია და ალოპეცია. ძალზედ იშვიათია (< 0.01 %) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყარის შეწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა (ეკზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სერიოზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).  თირკმელი  ძალიან იშვიათად (< 0.01 %) ვითარდება თირკმლების ნეკროზი (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმლების ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.  ღვიძლი  ხშირია (≥ 1 % – < 10 %) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.  იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე). აუცილებელია ღვიძლის პარამეტრების კონტროლი.  პანკრეასი  ძალიან იშვიათად (< 0.01 %) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.  სისხლი  იშვიათ შემთხვევებში (≥ 0.1 % – < 1 %) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია: სიცხე, ანგინა, ტუჩებზე ზედაპირული დაზიანებები, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონოტორინგი.  ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც (ერითროციტების მომატებული დაშლის შედეგად განვითარებული ანემია).  სისხლძარღვთა სისტემა  ძალიან იშვიათ შემთხვევებში (< 0.01 %) დაფიქსირდა: გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის მიდამოში და მომატებული არტერიული წნევა. ერთეულ შემთხვევებში (< 0.01 %) გამოვლინდა გულის უკმარისობა.  სისტემური რეაქციები და სხვა ორგანოები  შესაძლებელია მწვავე ჰიპერსენსიტიული რეაქციების გამოვლენა: სახის ან ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად სუნთქვის გაძნელება და ასთმის განვითარება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა შოკის დონემდე. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოცემული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წამლის პირველივე მიღებისას.  ხანდახან (≥ 0.1 % – < 1 %) ვლინდება პერიფერიული შეშუპება, განსაკუთრებით კი მომატებული არტერიული წნევის ან თირკმელის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.  ძალიან იშვიათ შემთხვევებში (< 0.01 %) ფიქსირდება ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია.  ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, რომელთაც მიეკუთვნება დიკლო-დენკ 100 რექტალი) გამოვლინდა ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება). თუ დიკლოფენაკის ნატრიუმის მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გამოვლენა (სიწითლე, შეშუპება, ლოკალურად ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესება, აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კინეტიკონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კინეტიკონის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – კნტ-ის დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – ნაწლავის გარდამავალი სპაზმი;  ცნს-ის მხრივ: ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ძალიან იშვიათად ბავშვებში, ერთეულ შემთხვევაში მოზრდილებში); მთლიანად შექცევადია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.  ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპერპროლაქტინემია, იშვიათად გალაქტორეის, გინეკომასტიის, ამენორეის გამომწვევი. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოტას (წვეთები, ტაბლეტები) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოტა წვეთები, ტაბლეტები  გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები