Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით რუბიტალ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რუბიტალ ფორტეს გვერდითი მოვლენებია:  არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეფექტი ფლუს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფექტი ფლუს გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები; შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; სხვა: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სისუსტე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლარიპრონტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლარიპრონტის გვერდითი მოვლენებია:  ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტეფიქსი წებოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტეფიქსი წებო გვერდითი მოვლენებია:  ცალკეულ შემთხვევებში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობისას    გთხოვთ, მიმართოთ სტომატოლოგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლატენსინ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლატენსინ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: Latensin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რომელიც თავისთავად, სპეციალური მკურნალობის გარეშე სწრაფად გადის. ეს რეაქცია შეიძლება განვიხილოთ, არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლენა. უკუჩვენებები ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსემესტანი ჯენეფარმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსემესტანი ჯენეფარმის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, თქვენი პრეპარატი კარგად აიტანება და შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტან/ჯენეფარმით და ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ბუნებისაა. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენების ნაკლებობასთან (მაგ. “ცხელი” სიწითლე). ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): – ძილის გაძნელება -თავის ტკივილი -“ცხელი” სიწითლე – საერთო სისუსტე – მომატებული ოფლიანობა – კუნთების და სახსრების ტკივილი (ოსტეოართრიტის, ზურგის ტკივილის, ართრიტის და სახსრების დაჭიმულობის ჩათვლით) – დაღლილობა ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) -მადის დაკარგვა – დეპრესია – თავბრუსხვევა, მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნების, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია მთელ ხელში ნეკა თითის გარდა) – კუჭის ტკივილი, ღებინება (თვითგრძნობის გაუარესება), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა – კანის გამონაყარი, თმის ცვენა – ძვლების გათხელება რომელმაც შეიძლება დააქვეითოს მათი ძალა (ოსტეოპოროზი), რომელიც იწვევს მოტეხილობას (გატეხვა ან დასკდომა) ზოგიერთ შემთხვევაში.  – ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-იდან 1-10 შემთხვევაში): – ძილიანობა – კუნთების სისუსტე თუ ჩატარებული გაქვთ სისხლის ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს ღვიძLის ფუნქციების ცვლილება. შეიძლება აღინიშნოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ლიმფოციტების ან თრომბოციტების), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (სისხლში ლიფოციტების შემცირებული რაოდენობა). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტაბულარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტაბულარდის გვერდითი მოვლენებია: უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები: კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.  .

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დონეპეზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დონეპეზილის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთეზის სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია. საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი. მეტაბოლური დაავადების დროს: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინოკინაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპოგლიკემია, წონის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია. ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე. კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა, ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული. მგრძნობელობის მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარიტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები, ოტიტი, მხედველობითი დარღვევა. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამე, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბროცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინბლასტინ რიხტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინბლასტინ რიხტერის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად ლეიკოპენია, ალოპეცია, ჰიპერურიკემია, შარდმჟავა ნეფროპათია, სტომატიტი, თრომბოციტოპენია, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – ჰემორაგიული კოლიტი, ან სისხლდენა არსებული წყლულიდან, პრეპარატით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის ნიშნები: (თავბრუსხვევა, დიპლოპია, თავის ტკივილი, დეპრესია, პარესთეზიები, საერთო სისუსტე), ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა. ნეიროტოქსიკური სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინკრისტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინკრისტინის გვერდითი მოვლენებია: ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად – ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები