Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კლავომედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლავომედის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერდითი მოვლენები: უმეტეს შემთხვევაში სუსტად გამოხატულია და შექცევად ხასიათს ატარებენ.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: უმადობა, გულისრევა, ღებინება დიარეა. მსგავსი არასასურველი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია კლავომედის მიღებით ჭამის დროს. ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ერთეულ შემთხვევებში მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. არსებობს ერთეული ცნობები ქოლესტაზური სიყვითლის, ჰეპატიტის, ღვიძლის ფუნქციების დარღვევების განვითარების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კაფრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კაფრას გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები – ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მატება.  ცნს-ის მხრივ: ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგზნებადობა; ერთეულ შემთხვევაში – ტრემორი, კრუნჩხვები, პარესთეზიები კიდურებში, ექსტრაპირამიდული და კოორდინაციის დარღვევები, კოშმარული სიზმრები, ფსიქოზური რეაქციები შიშის შეგრძნების, დეპრესიის, გონების დაბინდვის, ჰალუცინაციების სახით; იშვიათად – დიპლოპია, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ტენდინიტი, მიალგია, არტრალგია, ტენდოსინოვიტი, მყესის გაგლეჯვა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლების გამომყოფი ფუნქციის ტრანზიტორული დარღვევა შარდოვანას და კრეატინინის დონის მატებით. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია. ალერგიული რეაქციები: ენის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. სხვადასხვა: ვასკულიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოტიზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოტიზოლის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელბატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელბატის გვერდითი მოვლენებია: ელბატის ტაბლეტებით მკურნალობისას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია გინეკომასტია და/ან სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა რასაც ზოგჯერ თან ახლავს გალაქტორეა. აღნიშნული რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირების დროს. ელბატის ტაბლეტები ნაკლებად იწვევენ გულსისძარღვთა მოშლილობას დიეთილსტილბესტროლთან შედარებით. ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტებია: გულისრევა/ღებინება, მადის გაძლიერება, ინსომნია, დაუძლურება. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ლიბიდოს დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციის ხანმოკლე მოშლა, სპერმის რაოდენობის შემცირება. ჩვეულებრივ ეს რეაქციები არ არის იმდენად მძიმე, რომ საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. თუ ეს რეაქციები ძალიან გამოხატულია, დოზის მცირე დაქვეითებაც კი, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს გამოსადეგი კლინიკური ეფექტის დაკარგვის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რებეტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რებეტოლის გვერდითი მოვლენებია:  რებეტოლის ძირითადი ტოქსიკური ეფექტია ჰემოლიზი, თუმცა კლინიკური კვლევების ჩატარებისას არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ ჰემოგლობინის დაქვეითების მიზეზით. ლაბორატორიული მაჩვენებლების არასასურველი ცვლილებების კორექციაც უმეტეს შემთხვევებში დოზის  შერჩევით კორექციას ექვემდებარებოდა. აღნიშნული იყო მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. არასასურველი მოვლენების უმრავლესობა გამოხატული იყო მსუბუქად ან ზომიერად და არ ახდენდა გავლენას მკურნალობის მსვლელობაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარვედილოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედილოლის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი (როგორც წესი, მსუბუქი და მკურნალობის დასაწყისში), თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, მიასთენია (უმეტესად მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, პარესტეზია, მომატებული დაღლილობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, სტენოკარდია, ატრიოვენტრიკულური ბრადიკარდია, იშვიათად – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ოკლუზიური დარღვევა, გულის უკმარისობის პროგრესირება. საჭმლის მონელების სისტემა: პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, დიარეა ან შეკრულობა, სისხლმბადი ორგანოები: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. ნივთიერებათა ცვლა: სხეულის წონის მომატება, ნახშირწყლების ცვლის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ცხვირის გაჭედვა. სასუნთქი გზები: სუნთქვის გართულება და ბრონქული სპაზმი (მიდრეკილების მქონე პაციენტებში). სხვა: გრიპის მსგავსი სინდრომი, ტკივილი კიდურებში,,,პერიოდული“ სიკოჭლე, ცრემლის გამოყოფის შემცირება, ცემინება, მიალგია, ართლარგია,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოპერილი Pს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოპერილი P გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილ პ-მ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უჩნდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ესპერალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესპერალის გვერდითი მოვლენებია: დისულფირამით გამოწვეული: – პირში ლითონის გემოს შეგრძნება; – არასასიამოვნო სუნი ავადმყოფებში კოლოსტომიით (გამოწვეული გოგირდნახშირბადით); – ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები; – ქვედა კიდურების პოლინევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი; – ნეიროფსიქიკური მოშლილობები, მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ასთენია. – თავის ტკივილი; – კანის ალერგიული რეაქციები. დისულფირამეთილის სპირტის კომბინაციით გამოწვეული: აღწერილია სუნთქვის დათრგუნვის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის, გულის რითმის დარღვევის ან მწვავე სტენოკარდიის შემთხვევები, იშვიათად მიოკარდიუმის  ინფარქტი ლეტალური გამოსავლით, აგრეთვე ნევროლოგიური დარღვევები: ტვინის შეშუპება, მენინგეალური სისხლდენები, კონვულსიები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რექსაპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსაპინის გვერდითი მოვლენებია: საერთო მოვლენები: ხშირი (სულ მცირე 1%): კბილის ტკივილი. გრიპის მსგავსი სინდრომი, საკუთარი სხეულის მიზანმიმართული დაზიანება და სუიციდის მცდელობა. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შემცივნება, ასთენია, სახის შეშუპება, კანდიდოზი, კეფის ტკივილი და რიგიდულობა, მენჯის ტკივილი და ფოტოსენსიბილიზაცია. იშვიათი (<0.1%): უეცარი სიკვდილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ჰიპოტენზია ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ბრადიკარდია, ცერებრო-ვასკულური სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასისტოლია, ჰემორაგია, შაკიკი, სიფერმკრთალე, ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. იშვიათი (<0.1%): არტერიიტი, მოციმციმე არითმია, გულის უკმარისობა და ფილტვის არტერიის ემბოლია. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): გაძლიერებული სალივაცია და წყურვილის შეგრძნება. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): დისფაგია, გულძმარვა, გაუვალობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გასტროენტერიტი, გინგივიტი, ჰეპატიტი, მელენა, პირის ღრუს დაწყლულება, გულისრევა და ღებინება, ორალური კანდიდოზი, პერიდონტალური აბსცესი, რექტალური ჰემორაგია, სტომატიტი, ენის შეშუპება და კბილების კარიესი. იშვიათი (<0.1%): აფთოზური სტომატიტი, ენტერიტი, საყლაპავის წყლულები, გლოსიტი, ილეუსი, ნაწლავური ობსტრუქცია, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და ენის ფერის შეცვლა. ენდოკრინული სისტემა: ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შაქრიანი დიაბეტი იშვიათი (<0.1%): დიაბეტური აციდოზი და ჩიყვი.  სისხლი და ლიმფური სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ლეიკოპენია ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ანემია, ციანოზი, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტემია. იშვიათი (<0.1%): ნორმოციტული ანემია.  მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აციდოზი, მომატებული ტუტე ფოსფტაზა, ბილირუბინემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპება, წყლით ინტოქსიკაცია. იშვიათი (<0.1%): პოდაგრა, ჰიპერკალემია, ჰიპერნატრემია, ჰიპოპროტეინემია და კეტოზი.  ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ართრიტი, ართროზი, ბურსიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები და მიასთენია. იშვიათი (<0.1%): ძვლების ტკივილი, მიოპათია, ოსტეოპოროზი და რევმატოიდული ართრიტი. ნერვული სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): პათოლოგიური სიზმრები, ემოციური ლაბილურობა, ეიფორია, ლიბიდოს დაქვეითება, პარესთეზია. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალკოჰოლიზმი, ამნეზია, ანტისოციალური ქცევები, ატაქსია, ცნს-ის სტიმულაცია, კომა, დელირიუმი, დეპერსონალიზაცია, დიზართრია, სახის პარეზი, ჰიპერესთეზია, ჰიპოკინეზია, ჰიპოტონია, ინკოორდინაცია, აკვიატებული კომპულსიური სიმპტომები, ფობიები, სომატიზაცია, სტიმულატორების ჭარბად გამოყენება, სტუპორი, ენაბლუობა, ტარდიული დისკინეზია, თამბაქოს ჭარბად მოხმარება, ვერტიგო და აბსტინენციის სინდრომი. იშვიათი (<0.1%): აკინეზია, ცირკუმორალური პარესთეზია, ენცეფალოპათია, ნევრალგია, ნეიროპათია, ნისტაგმი, დამბლა, სუბარაქნოიდური ჰემორაგია. სასუნთქი სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): დისპნოე ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აპნოე, ასპირაციული პნევმონია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, ეპისტაქსისი, სისხლიანი ნახველი, ჰიპერვენტილაცია, ლარინგიტი, პნევმონია და ხმის შეცვლა. იშვიათი (<0.1%): სლოკინი, ჰიპოვენტილაცია, ჰიპოქსია, ფილტვების შეშუპება და სტრიდორი. კანი და მისი დანამატები: ხშირი (სულ მცირე 1%): ოფლიანობა ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ეგზემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, სებორეა, კანის დაწყლულება და ვეზიკულობულოზური გამონაყერი. იშვიათი (<0.1%): ჰირსუტიზმი, პუსტულური გამონაყარი, კანის ფერის შეცვლა და ურტიკარია. გრძნობათა ორგანოები: ხშირი (სულ მცირე 1%): კონიუნქტივიტი ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აკომოდაციის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, რქოვანას დაზიანება, სიყრუე, დიპლოპია, თვალების სიმშრალე, ყურის ტკივილი, სისხლჩაქცევები თვალში, თვალის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება, გემოს გაუკუღმართება და ხმაური ყურებში. იშვიათი (<0.1%): გლაუკომა, კერატოკონიუნქტივიტი, მაკულარული ჰიპოპიგმენტაცია, მიოზი, მიდრიაზი და ბროლში პიგმენტური ჩანართები. შარდ-სასქესო სისტემა: ხშირი (სულ მცირე 1%): ამენორეა*, ჰემატურია, მეტრორაგია* და ვაგინიტი. ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): პათოლოგიური ეაკულაცია*, მკერდის ტკივილი, ცისტიტი, შემცირებული მენსტრუაცია*, დიზურია, ლაქტაცია* ქალებში,  გლიკოზურია, იმპოტენცია*, გაძლიერებული მენსტრუაცია, მენორაგია, პოლიურია, პრედმენსტრუალური სინდრომი*, პიურია, შარდვის გახშირება, შარდის რეტენცია, მოშარდვის აქტის გაუარესება, საშვილოსნოში ფიბრომის* ზომების გაზრდა და ვაგინალური ჰემორაგია*. იშვიათი (<0.1%): ალბუმინურია, გინეკომასტია, მასტიტი, ოლიგურია. * სქესის მიხედვით. სხვა მონაცემები: პლაზმური პროლაქტინის დონე ხშირად მომატებულია, მაგრამ თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და მკერდის გადიდება ძალიან იშვიათად გვხვდება. თითქმის ყველა პაციენტში პროლაქტინის დონე დაუბრუნდა ნორმის ფარგლებს მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად. ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე ადგილი ჰქონდა კორექტირებული QT ინტერვალის  (QTc) ზედმეტად გახანგრძლივებას პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეოზინოფილების რაოდენობის ასიმპტომურ მომატებას. კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა იშვიათად დაფიქსირდა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT, AST) ტრანზიტორულ და ასიმპტომურმატებას. ღვიძლის მწვავე პათოლოგიის  განვითარების რისკის მქონე პაციენტებში ტრანსამინაზების დონე უნდა განისაზღვროს რექსაპინით მკურნალობის დაწყების წინ და მკურნალობის პროცესშიცკლინიკური მონაცემებისმიხედვით. არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთავიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთავიტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები