Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით აზოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზოქსინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი იქნა მხოლოდ 0.7%-ში. 1%-ზე მეტ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში. 1%-ზე ნაკლებ სიხშირით გამოვლენილ იქნა ქვემოთ მოცემული მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში; საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე, მელენა; შარდ-სასქესო სისტემა: კანდიდოზი, ვაგინიტი, ნეფრიტი; ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა; სხვა: დაღლილობა; ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულია 1-2%-ის სიხშირით პლაზმის კრეატინინის, ფოსფოკინაზების, კალიუმის, ALT, ACT დონის მომატება, მაგრამ ამ ცვლილებების აზითრომიცინთან კავშირი დადგენილი არ არის. 1%-ზე ნაკლები სიხშირით – ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ფოსფოტაზების, ბილირუბინის, კრეატინინის, გლუკოზის და ფოსფატების დონის მომატება. მოულოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამპიცილინი (კაფსულა, სუსპენზია, საინექციო)ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპიცილინის (კაფსულა, სუსპენზია, საინექციო) გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ანუსის არეში, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ტკივილი სახსრებში, დისბაქტერიოზი, პირის ღრუს ან საშოს არეში კანდიდოზი; ჰემორაგიული კოლიტი, ალერგიული რეაქციები, დერმატიტი, ექსუდაციური ერითემა, კანის ქავილი,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როვასტატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როვასტატის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად, როვასტატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოვლენები: გარდამავალია და მსუბუქი ხასიათისაა.  ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება: – სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპებით ან მათ გარეშე; – სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; – კანის ძლიერი ქავილი (კანის ამობურცვა).A ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს როვასტატის მიღება, თუ აღინიშნებაკუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება. სხვა სტატინების მსგავსად, ადამიანთა მცირე ნაწილში ვლინდება არასასურველი გავლენა კუნთებზე და იშვიათად იწვევს კუნთების სერიოზულ დაზიანებას ე.წ. რაბდომიოლოზს.  ხშირი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება გამოვლიდეს 10-100 პაციენტიდან 1 პაციენტში): თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, ღებინება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, შარდში პროტეინის რაოდენობის მომატება – რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 40 მგ), შაქრიანი დიაბეტი, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც შაქრის დოზე აქვთ ნორმის ზღვარს ზემოთ. არახშირი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 100-1000 პაციენტიდან 1 პაციენტში): გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები; შარდში პროტეინის რაოდენობის მომატებ, რაც ჩვეულებრივ თვითონ უბრუნდება ნორმას როვასტატის ტაბლეტების მიღების შეწყვეტის გარეშე (მხოლოდ როვასტატი 5 მგ, 10 მგ და 20 მგ). იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 1 000-10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში): მწვავე ალერგიული რეაქციები – ნიშნები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას, კანის ძლიერ ქავილს (კანის ამობურცვით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; კუნთების დაზიანება მოზრდილებში – შეწყვიტეთ როვასტატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება უფრო მეტ ხანს, ვიდრე ელოდით; კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთება); სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე); ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); სისხლი შარდში; ფეხების და მკლავების ნერვის დაზიანება (შეგრძნების დაკარგვა); სახსრების ტკივილი; მეხსიერების დაკარგვა. უცნობი სიხშირის გვერდით მოვლენები შეიძლება მოიცავდეს: დიარეა (თხელი განავალი); სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); ხველა; სუნთქვის გაძნელება; ედემა (შეშუპება); ძილის დარღვევა, უძილობის და ღამის კოშმარების ჩათვლით; სქესობრივი პრობლემები; დეპრესია; სუნთქვის პრობლემა ხველის და/ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით, ან ცხელება. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაგნეს დენკი 150-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნეს დენკი 150-ის გვერდითი მოვლენებია: ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მაგნეზდენკ 150-საც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები. ჩასასმელი ცხრილი ძალიან იშვიათ შემთხვევებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლოვანი მასის გათხელება, თუმცა ეს უვნებელია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი პერიოდი განმავლობაში მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლილობა. ეს შესაძლებელია იყოს იმის ნიშანი, რომ მაგნიუმის დონე უკვე მომატებულია სისხლში. – თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა და გულის გამტარებელი სისტემის დაზიანება. თუ საჭიროა, უნდა გადამოწმდეს უკუნაჩვენებია თუ არა პრეპარატის მიღება ელექტროლიტების სტატუსის გამო. – მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მაგნკუმის ოქსიდის ან მაგნეზდენკ 150-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფერო-დენკი 50ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერო-დენკი 50-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები:კუჭ-ნაწლავის დარღვევები და ყაბზობა იშვიათია. ხშირად ვლინდება შავი განავალი, რაც გამოწვეულია შავი რკინის სულფიდი პროდუქციით. თუმცა ეს არ წარმოადგენს რაიმე საგანგაშო მოვლენას, რადგან იგი გამოწვეულია რკინის შემცველი პრეპარტების მიღებით. ყაბზობა შესაძლებელია შემსუბუქდეს შესაბამისი საკვების მიღებით. თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნებიდოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებიდო გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებამ, ნებიდომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. კლინიკური კვლევების მიმდინარეობის დროს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ნებიდოს გამოყენებასთან: დიარეა; ტკივილი ფეხების არეში, ტკივილი სახსრებში (ართრალგია); თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, თავის ტკივილი; სუნთქვის დარღვევები; აკნე, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია), ქავილი, დარღვევები კანის მხრივ. ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, პროსტატის დაავადება (დარეგისტრირდა არც ისეც დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის შუა ნაწილის გამკვრივების ერთი შემთხვევა): ტკივილი ინექციის ადგილას, კანქვეშ შედედებული სისხლის დაგროვება (კანქვეშა ჰემატომა) ინექციის ადგილას. ლიტერატურაში აღწერილია ტესტოსტერონის შემცველ პრეპარატებზე შემდეგი გვერდითი მოვლენები: პოლიციტემიის იშვიათი შემთხვევები (სისხლის უჯრედების რაოდენობის ზრდა); სხეულის მასის ზრდა; კუნთოვანი სპაზმები; ნევროზულობა, აგრესიულობა, დეპრესია; ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე უნებური შეჩერება (ძილის აპნოე); ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის მძიმე პიგმენტაცია (სიყვითლე) და ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელთა გადახრა; შეიძლება ადგილი ჰქონდეს  კანის სხვადასხვაგვარ რეაქციებს, მათ შორის აკნეს, სებორეას ან   გამელოტებას; ლიბიდოს შეცვლა, ერექციის მომატებული სიხშირე. ტესტოსტერონის მაღალი დოზებით მკურნალობა ჩვეულებრივ აჩერებს ან ამცირებს სპერმის წარმოქმნას, რის შედეგადაც მცირდება სათესლე ჯირკვლის ზომა; ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია; ჰიპოგონადიზმის მკურნალობა ტესტოსტერონით ჩანაცვლების საშუალებით იშვიათ შემთხვევებში იწვევს პერსისტენტულ მტკივნეულ რეაქციებს (პრიაპრიზმი); ტესტოსტერონით ხანგრძლივი მკურნალობა ან მისი გამოყენება მაღალი დოზებით ხანდახან იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებას; შეიძლება განვითარდეს რეაქციები ინექციის ადგილას, აგრეთვე ალერგიული რეაქციები; ჩამონათვალში არარსებული გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნანოკალცს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნანოკალცის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულის რევა, გასტრალგია, დიარეა; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასისტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასისტანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (მაგ. გულისრევა და ღებინება), სტომატიტი, რინორეა, ჭინჭრის ციება, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური და იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ლორწოს წარმოქმნას არ გამოიყენება ამოსახველებელ ანტისეკრეციულ საშუალებებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხოფიტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხოფიტოლის გვერდითი მოვლენებია: მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია დიარეის გავითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაპროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაპროფის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ნაპროფის გელი იშვიათად იწვევს გვერდით რეაქციებს. იშვიათად, გელის დატანის ადგილზე ვითარდება სიწითლე, ქავილი ან წვის შეგრძნება. ცალკეულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ფოტოსენსიბილიზაცია. ძალიან იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება). კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია ნაპროქსენის სისტემური მოქმედებისთვის: ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისცემის გახშირება, ხმაური ყურებში და სხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები