Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ქსეომინი?

ქსეომინის გამოყენების ჩვენებებია: ქსეომინი ნაჩვენებია გამოყენებულ იქნეს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: – კისრის დისტონია მოზრდილებში – ბლეფაროსპაზმი მოზრდილებში – ინსულტის შემდგომი ზემო კიდურების სპასტიურობა მოზრდილებში – შუბლის ხაზები მოზრდილებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სანდიმუნ ნეორალი?

სანდიმუნ ნეორალის გამოყენების ჩვენებებია:  ტრანსპლანტოლოგია: სოლიდური ორგანოების: თირკმელების, ღვიძლის, გულისა და ფილტვების კომბინირებული ტრანსპლანტატის, ფილტვების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პროფილაქტიკა; ტრანსპლანტაციის შემდგომ იმ ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც ადრე იღებდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებს; ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომ მოცილებული ტრანსპლანტატის მკურნალობა; დაავადების „ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ“ პროფილაქტიკა და მკურნალობა. აუტოიმუნური დაავადებები: ენდოგენური უვეიტები (აქტიური, მხედველობაზე მოქმედი არაინფექციური ეთიოლოგიის – თვალის შუა ან უკანა ნაწილის უვეიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არ იძლევა შედეგს ან ადგილი აქვს მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარებას, ბეხჩეტის უვეიტი ანთების მარეციდივირებელი შეტევებით, რომელიც აზიანებს ბადურას; გლუკოკორტიკოიდების და მათ მიმართ რეზისტენტული ნეფროზული სინდრომი მოზრდილებში და ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია გორგლოვანი სისხლძარღვების პათოლოგიით (ისეთი დაავადებები, როგორიცაა მინიმალური ცვლილებით მიმდინარე ნეფროპათია, კეროვანი და სეგმენტული გლომერულოსკლეროზი, მემბრანული გლომერულონეფრიტი (რემისიების ინდუქცია და მისი პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებით და მათი შემდგომი შეცვლით გამოწვეული ინდუცირებული რემისიების დახმარებით; აქტიურად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები (იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიკური ნელა მოქმედი რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან მათი მიღება შეუძლებელი); ფსორიაზი (სანდიმუნ ნეორალი ნაჩვენებია მძიმე ფსორიაზით დაავადებული ავადმყოფებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არაეფექტურია ან მისი ჩატარება შეუძლებელი); მძიმე ფორმის ატოპიური დერმატიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცებრა?

ცებრას გამოყენების ჩვენებებია: ცებრას გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს: • მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა • თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილი, შაკიკი. • სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები. • ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური დარღვევები; სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია. • ტროპიკულ დეგენერაციული დაავადებები: დიაბეტი, ათეროსკლეროზი. • მწვავე ინსულტის შემდეგ პოსტ-ტრამვული, პოსტაპოპლექსიური, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. • ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეფცენ-150?

ეფცენ-150 გამოყენების ჩვენებებია: – კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი, სეფსისი, ფილტვისა და კანის კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში (შიდსით დაავადებულ პაციენტებში); – გენერალიზებული კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების დაზიანებით მიმდინარე); – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვების არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კბილის პროთეზით გამოწვეული კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ პაციენტებში; – გენიტალური კანდიდოზი: მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, პროფილაქტიკა რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) სიხშირის შესამცირებლად, კანდიდოზური ბალანიტი; – ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო – და სხივური თერაპიის ფონზე განვითარებული სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა; – კანის მიკოზები: ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზები, ონიქომიკოზი, სხვადასხვაფერი პიტირიაზი, კანის კანდიდოზური ინფექციები; – ღრმა ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გრანექსი?

გრანექსის გამოყენების ჩვენებებია:  • აკნე  • ფერიმჭამელები  • კომედონები  • შავი და თეთრი მუწუკები  • კანის დეფექტები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეფრიდოლი?

ეფრიდოლის გამოყენების ჩვენებებია: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები; ჰიპერთერმია ინფექციურ-ანთებითი დაავადების ფონზე; გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება; შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები: ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული (არარევმატიული) დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა; პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა; რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა; ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები; ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი. პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეკლიპსი-სანოველი?

ეკლიპსი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ლოზარტან კალიუმი ნაჩვენებია: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური თერაპიის სახით სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინირებისას (მაგ. თიაზიდური დიურეზული საშუალებები). გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითთ. ეს ჩვენებები არ არის დადასტურებული ნეგროიდული რასის ავადმყოფებზე. შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დასაცავად, დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კრეატინინის დონის მომატება პლაზმაში და პროტეინურია. აღნიშნულ შემთხვევაში ლოზარტან კალიუმი ანელებს ნეფროპათიის განვითარებას.  ცნობები პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს. გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:  კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროტამინის სულფატი?

პროტამინის სულფატის გამოყენების ჩვენებებია: ჰეპარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის ნეიტრალიზაცია შემდეგი შემთხვევების დროს: ჰეპარინის ჭარბი დოზირება; მასიური სისხლდენა, გამოწვეული ჰეპარინის ჭარბი დოზირებით; პაციენტებში ოპერაციის წინა პერიოდში, რომლებიც იყენებენ ჰეპარინს თერაპიული მიზნით; გულსა და სისხლძარღვებზე ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევით წარმოებული ოპერაციის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვალერიანაჰელი?

ვალერიანაჰელის გამოყენების ჩვენებებია: დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფორტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) ?

ფორტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ის  გამოყენების ჩვენებებია:  – სიმბიოზის აღდგენა დისბიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს – გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტი და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი, რომელსაც ახლავს დიარეა, ობსტიპაცია, გულისრევა – კუჭის წყლული – ნაწლავის, საშოს და კანის მიკოზები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი