Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ნოვალანსი?

ნოვალანსის გამოყენების ჩვენებებია: და დოზირება: გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა: 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე. კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი): ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე. Helicobacter Pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეული დოზაა ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პილოკარპინი?

პილოკარპინის გამოყენების ჩვენებებია: – პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა; – დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მათ შორის დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა; დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევის დროს პილოკარპინი შეიძლება დაინიშნოს, როგორც ცალკე ასევე შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან) კომბინაციაში; – მიოზის გამოსაწვევად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დილტიაზემი?

დილტიაზემის გამოყენების ჩვენებებია: სტაბილური სტენოკარდია; პრინცმეტალის სტენოკარდია; სუპრავენტრიკულური ტაქიარითმიის პროფილაქტიკური მკურნალობა; არტერიული ჰიპერტონია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნიფედიპინი?

ნიფედიპინის გამოყენების ჩვენებებია: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (ვაზოსპაზმური სტენოკარდიის ჩათვლით) ცალკეულ შემთხვევებში სტენოკარდიის შეტევის მოხსნა. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები; რეინოს დაავადება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პელეთროცინ პლუსი?

პელეთროცინ პლუსის გამოყენების ჩვენებებია: ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებები შემდეგი სიმპტომებით: ფეხების არეში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება, ღამის კრუნჩხვები, შესიება დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების შედეგად. ბუასილისა და მწვავე ჰემოროიდული შეტევების მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რაუნატინი?

რაუნატინის გამოყენების ჩვენებებია: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლოპიდოქსანი?

კლოპიდოქსანის გამოყენების ჩვენებებია:  ათეროთრომბოზული დარღვევების  პროფილაქტიკა: – მიოკადიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომი პერიოდი (არანაკლებ 35 დღე); – იშემიური ინსულტი გადატანის შემდგომი პერიოდი (7 დღიდან 6 თვემდე) -პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები. მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ST სეგმენტის ელევაციის გარეშე: – არასტაბილური სტენოკარდია; -მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეოპრაზოლი?

ნეოპრაზოლის გამოყენების ჩვენებებია: გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსი: – ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის თერაპია; – ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის თავიდან ასაცილებლად; – რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიკლოფენაკი?

დიკლოფენაკის გამოყენების ჩვენებებია: საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი მათ შორის რადიკულარული სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). სუსტი ან ზომიერი გამოხატულების ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, თანმხლები ანთებით, ოპერაციის შემდგომი ტკივილები, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი. კლომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას გამოხატული ტკივილის სინდრომით (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი). ცხელების სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დოპელჰერც აქტივი ფოლის მჟავა +ვიტამინები B6+B12+C+E?

დოპელჰერც აქტივი ფოლის მჟავა +ვიტამინები B6+B12+C+E გამოყენების ჩვენებებია: უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისათვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი