Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ეპოეტინ ალფა?

ეპოეტინ ალფას გამოყენების ჩვენებებია: ანემიის სიმპტომატური და ტრანსფუზიური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დოქსორუბინი?

დოქსორუბინის გამოყენების ჩვენებებია: კომბინაციაში სხვა სიმისვნის საწინააღმდეგო პრეპარატეთან ერთად დოქსორუბიცინი ინიშნება მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (გამონაკლისს წარმოადგენს ბავშვებში განვითარებული დაბალი რისკის მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია), მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ჰოჩკინის და არა-ჰოჩკინის ლიმფომის, ოსტეოსარკომის, ევინგის სარკომის, მოზრდილებში განვითარებული რბილი ქსოვილების სარკომის, სარძევე ჯირკვლების მეტასტაზირებული კარცინომის, კუჭის კარცინომის, წვრილ უჯრედოვანი ფილტვის სიმსივნის, ნეირობლასტომის, ვილმსის სიმსივნის და შარდის ბუშტის კარცინომის სამკურალოდ. დოქსორუბიცინის შეყვანა შესაძლებელია შარდის ბუშტშიც, მონოთერაპიის სახითYშარდის ბუშტის ზედაპირული კარცინომის სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნორვასკი?

ნორვასკის გამოყენების ჩვენებებია: ▪ პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ როგორც პირველი რიგის საშუალება და პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ▪ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ რომელიმე ჰიპოტენზიური პრეპარატების მიმართ, სასურველი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს ნორვასკის კომბინირებით თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ალფა-ადრებლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან. ▪ ნორვასკი ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის საშუალება გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ, ასევე ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდიის სამკურნალოდ. ▪ ნორვასკი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლინიკური სურათი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ ვაზოსპაზმის/ვაზოკონსტრიქციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის. ▪ ნორვასკი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც რეფრაქტერულნი არიან ნიტრატების და/ან ბეტა-ადრენობლოკატორების ადეკვატური დოზებით მკურნალობის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როტაპროსტი?

როტაპროსტის გამოყენების ჩვენებებია: – შარდვის პროცესის დარღვევა პროსტატის I და II ხარისხის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს; – შარდვის პროცესის დარღვევა პროსტატიტის დროს; – პოსტოპერაციულად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის რეციდივის პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორდანუმი?

კორდანუმის გამოყენების ჩვენებებია: სტაბილური სტენოკარდია; მძიმედ გამოხატული არასტაბილური სტენოკარდია; ტაქიარითმია; გულის ქრონიკული იშემიური დაავადება; არტერიული ჰიპერტენზია; გულის ჰიპერკინეტიკური სინდრომი; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (აუცილებელია ჩვენების მკაცრი დადგენა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-თორაციკ (ნატუროპათი)?

გუნა-თორაციკ (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: დანიშვნისათვის: ხერხემლის გულმკერდის ნაწილის – კუნთების, მყესების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა. ტკივილი ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებების დროს (ოსტეოართროზი), ოსტეოქონდროზი. ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ტკივილი სქოლიოზის დროს. ტკივილი გულმკერდის ნაწილის კუნთების ტრიგერულ წერტილებში (GUNA-MUSCLE-სთან ერთად). ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ოსტეოფიტოზის შედეგად განვითარებული ტკივილი. თორაკალურ-სპინალური ლიგამენტური სინდრომი. ტკივილი ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ზურგის ტვინის ნერვული ღეროების ჩაჭედვის დროს (GUNA-NEURAL-თან ერთად). ტკივილი ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ოსტეოპოროზის დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნოფუნგი?

ნოფუნგის გამოყენების ჩვენებებია: სისტემური კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, გენერალიზებული კანდიდოზი და კანდიდა სახეობის სოკოებით ინვაზიის სხვა სახეობები, მათ შორის მუცლის ფარის, ენდოკარდის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები. კრიპტოკოკული ინფექცია, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციები (ფილტვები, კანი და სხვ.). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს პაციენტებს ნორმალური იმუნიტეტით, ასევე შიდსის დროს, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ან სხვა მიზეზით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევებში. ფლუკონაზოლის მიღება შეიძლება დამხმარე თერაპიის სახით შიდსის დროს კრიპტოკოკული ინფექციის პროფილაქტიკისათვის. ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: პირხახისა და საყლაპავი მილის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქული ინფექციები, კანიდურია, ლორწოვანი გარსისა და კანის კანდიდოზი, ასევე პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ხმარებასთან დაკავშირებით). პრეპარატი შეიძლება დაენიშნოს ავადმყოფს დაქვეითებული იმუნიტეტით. ფლუკონაზოლი შეიძლება გამოყენებული იქნას პირის ღრუს კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის შიდსი-ს დროს. სასქესო ორგანოების კანდიდოზი: კანდიდოზური ბალანიტის მკურნალობა, საშოს მწვავე და მორეციდივე კანდიდოზი, საშოს კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირება (წელიწადში 3-ჯერ ან მეტჯერ გამწვავების დროს). სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ონკოლოგიური დაავადების, ნეიტროპენიის, ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს. დერმატომიკოზები: მათ შორის დერმატოფიტია, ადგილობრივი თერაპიის უშედეგობის შემთხვევაში, მაგალითად, ტერფის, საზარდულის ნაოჭისა და კანის მიკოზი. მრავალფეროვანი ლიქენი, კანის კანდიდა სახეობის სოკოვანი დაზიანება, ტერფის ეპიდერმოფიტია, კანის დერმატომიკოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ონიქომიკოზი. ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმა-თი გამოწვეული ინფექცია ავადმყოფებში ნორმალური და არა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დათესვისა და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე; სოკოს საწინააღმდეგო თერაპია შეიძლება დაზუსტდეს შედეგების მიღების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეო პეკეს კრესიმიენტო?

ნეო პეკეს კრესიმიენტოს გამოყენების ჩვენებებია: • ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა • მეტაბოლური პროცესების ბალანსირების აღდგენა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ელიგარდი?

ელიგარდის გამოყენების ჩვენებებია: წინამდებარე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვისკენი?

ვისკენის გამოყენების ჩვენებებია: სტენოკარდია, გულის არითმიები (სინუსური ტაქიკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური და ატრიო-ვეტრიკულური ექსტრასისტოლიები); ესენციური ჰიპერკინეტიკური სინდრომი; ფალოს ტეტრადა; ობსტრუქციული კარდიომიოპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი