Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება რისებონი?

რისებონის გამოყენების ჩვენებებია: ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოსტეოპოროზი მძიმე ფორმისაა. რისებონი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს. – ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება IVF-M ინექცია 75IU, 150 IU ?

IVF-M ინექცია 75IU, 150 IU – ის გამოყენების ჩვენებებია: ქალებში: პირველადი და მეორადი ამენორეა, ჰიპომენორეა, ანოვულატორული მენსტრუაცია, მშობიარობის, მათ შორის ჩიარი-ფრომელის ან შიხანის სიმპტომის (მშობიარობის შემდეგ განვითარებული ჰიპოფიზის ნეკროზი) შემდეგ განვითარებული ამენორეა, არგონს-კასტილეს სინდრომი (ამენორეული გალაქტორეა). ისევე როგორც ქალებში, IVF-M ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდას და მომ-წიფებას, ასევე ხელს უწყობს ესტროგენების დონის გაზრდას და ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. IVF-M გამოიყენება ოვულაციის ინდუქციის მიზნით ამენორეის მქონე ან ანოვულაციურ ქალებში, რომელთაც გააჩნიათ რეგულარული ან არარეგულარული ციკლი, რის შემდეგაც შეჰყავთ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ, IVF-C). მამაკაცებში: ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია, ჰიპოგონადიზმი, ევნუქოიდიზმი. IVF-M კაცებში მოქმედებს სათესლე მილებში არსებულ სერტოლის უჯრედებზე, აძლიერებს ანდროგენის შემბოჭველი ცილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. IVF-M და IVF-C-ს მკურნალობა ინიშნება პირველადი ან მეორადი ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის მქონე კაცებში სპერმატოგენეზის სტიმულაციის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)?

პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – ნაწლავების ნებისმიერი მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,                 გენიტალური მიკოზების სახით – პირის და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,         კბილის გრანულომა – ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი – ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები – ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სიმბიოზის აღსადგენად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროსტერიდი?

პროსტერიდის გამოყენების ჩვენებებია: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ხანგრძლივი მკურნალობისათვის ჯირკვლის ზომებისა და დიზურიის სიმპტომების შემცირების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პეფრაკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)?

პეფრაკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – ნაწლავების ყველა მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,  გენიტალური  მიკოზების სახით – პირისა და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,       კბილის გრანულომა – ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები – ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმბიოზის აღსადგენად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლარიპრონტი?

ლარიპრონტის გამოყენების ჩვენებებია: პირის ღრუს, საყლაპავის, ხორხის ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ლარინგიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, კანდიდოზი; პირის ღრუსა და საყლაპავზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ ან ჩარევამდე (სტომატოლოგიური მანიპულაციები, ოპერაციები ყბის მიდამოში, ქირურგიული ჩარევა ჰაიმორის ღრუსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გულყვითელას ყვავილი?

გულყვითელას ყვავილის გამოყენების ჩვენებებია:  გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო საშუალება. ავლენს სედაციურ მოქმედებას, არეგულირებს წნევას, აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას. გამოიყენება წყლულების, გასტრიტის, თირკმელების და გულის სისტემური დარღვევების დროს, აგრეთვე კანის ინფექციური დაავადებებისას. ეფექტურია თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, უძილობის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ჩირქოვანი პროცესების და დამწვრობის შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პერიტოლი?

პერიტოლის გამოყენების ჩვენებებია: ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით, მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზამატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი; კარცინოიდული სინდრომის სახელწოდებით ცნობილი დაავადების სიმპტომური მკურნალობა; სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი); პაციენტები ანორექსიით და დასუსტებული ავადმყოფები. მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენული ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი პაციენტებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როზუვინი?

როზუვინის გამოყენების ჩვენებებია: როზუვინი გამოიყენება სისხლში ცხიმების (ლიპიდების) შემცველობის რეგულირებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ენზალ D?

ენზალ D გამოყენების ჩვენებებია: ენზალ D გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით მალაბსორბციის სინდრომის დროს, რომელიც აღინიშნება დაბალი მჟავიანობით (ჰიპოაციდური მდგომარეობა) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება არაწყლულოვანი ფუნქციური დისპეფსიის დროს, ასევე ჯანმრთელ პირებში არადიეტური და ჭარბი საკვების მიღებისას.  ენზალ D ეფექტურად ხსნის შეკრულობას და ინიშნება ზედმეტი დაძაბვის შესამცირებლად დეფეკაციის დროს, მაგ., ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი