Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ნაისი?

ნაისის გამოყენების ჩვენებებია: მოზრდილები: ნიმესულიდი ნაჩვენებია სხავადასხვა ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე ისეთი ანთებითი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტები, პოსტოპერაციული და სპორტული ტრავმები, ყურის, ცხვირისა და ყელის ანთებითი პროცესები, ქირურგიული სტომატოლოგია, ბურსიტები/ტენდინიტები, თრომბოფლებიტები, ფარინგიტები და გინეკოლოგიური დაავადებები.ბავშვები: ნიმესულიდი გამოიყენება ცხელების და ისეთი ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ასოცირებულია ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციებთან (ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის), აგრეთვე ის გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის შესამცირებლად, როგორიცაა პოსტოპერაციული ტკივილი, რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული სუსტი ტკივილის და ჩონჩხ-კუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული ტკივილის შეამცირებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-რინო ცხვირის სპრეი (ნატუროპათი)?

გუნა-რინო ცხვირის სპრეი (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ვაზომოტორული და ალერგიული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული რინოპათია; ჩირქოვანი და სეროზულ-ლორწოვანი რინორეის მკურნალობა; გაძნელებული სუნთქვა (განსაკუთრებით, ღამით), ადენოიდიტების და ადენოიდური ვეგეტაციების მკურნალობა ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეკომბი?

დეკომბის გამოყენების ჩვენებებია: ზედაპირული დერმატოზი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისადმი მომატებული მგრძნობელობა, მეორადი ინფექციები ბაქტერიებით და სოკოებით. დეკომბს ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიგესტოდორონი ველედა?

დიგესტოდორონი ველედას გამოყენების ჩვენებებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ქრონიკული ანთების ფონზე განვითარებული, მაგალითად, გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (გრანულომატოზური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პიგასპინი?

პიგასპინის გამოყენების ჩვენებებია: პიგასტინი ინიშნება შემდეგ სიტუაციებში:: მწვავე კორონარული სინდრომი ბოლო დროს განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან დადგენილი პერიფერული არტერიული დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლინდამიცინი?

კლინდამიცინის გამოყენების ჩვენებებია: სისტემური გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის – პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, ოსტეომიელიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, პერიტონიტი; ჩირქოვანი ინფექცია კანში, რბილ ქსოვილებსა და ჭრილობებში; პერიტონიტისა და აბსცესების პროფილაქტიკა მუცლის ღრუში ნაწლავების ტრავმისა ან პერფორაციის შემთხვევაში (ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში); როგორც სარეზერვო ანტიბიოტიკი პენიცილინისადმი მდგრად სტაფილოკოკებისა და სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში. ადგილობრივი გამოყენებისათვის: კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინოზები. გარეგანი გამოყენებისათვის ჩვეულებრივი ფერიჭამია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფორტუმი?

ფორტუმის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა, მუკოვისციდოზის ფონზე განვითარებული ფილტვის ინფექციები); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, მასტოიდიტი, სინუსიტი); საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ბაქტერიული ურეთრიტი, თირკმლის აბსცესი კენჭოვანი დაავადების ფონზე); რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, პერიტონიტი, ჭრილობის ინფექციები, მასტიტი, კანის დაწყლულება); ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, რეტროპერიტონული აბსცესი, პერიტონიტი, დივერტიკულიტი, ენტეროკოლიტი); მცირე მენჯის ღრუს ინფექციები; გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს); სხვა ინფექციები (მათ შორის სეპტიცემია, მენინგიტი); დიალიზთან დაკავშირებული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლამინარია?

ლამინარიას გამოყენების ჩვენებებია: • იოდოდეფიციტის პროფილაქტიკა; • ენდემური ჩიყვი; • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა და სხვ.); • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა; • ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლედანი?

კოლედანის გამოყენების ჩვენებებია: პროფილაქტიკა და მკურნალობა: – ვიტამინ D-ს დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა); – რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები; – ჰიპოკალცემიური ტეტანია; – ოსტეომალაცია; – მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი). ოსტეოპოროზის, მათ შორის პოსტმენოპაუზის ასაკის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლონიდინი?

კლონიდინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, ჰიპერტონული კრიზის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი