Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება პარკინი?

პარკინის გამოყენების ჩვენებებია: პარკინი ნაჩვენებია იდიოპათური პარკინსონის დაავადების ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე ლევოდოფასთან კომბინაციაში.  პარკინი ნაჩვენებია მოუსვენარი “ქვედა კიდურების” იდიოპათიური სინდრომის (Restless Leg Syndrome) სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიოქსიდინი?

დიოქსიდინის გამოყენების ჩვენებებია: დიოქსიდინის ხსნარს იყენებენ ადგილობრივად და საფენების სახით ჭრილობების, ჩირქოვანი კერების ღრუ ორგანოების (პირის, მენჯის, მუცლის) გამოსარეცხად, ვენაში წვეთობრივად. მალამო გამოიყენება დამწვრობით და ჭრილობებით გამოწვეული ინფექციების დროს. დიოქსიდინის ხსნარის გამოყენების ჩვენება: სხვადასხვა (გრუამურყოფითი ბაქტერიები, კერძოდ: პროტეუსი, კლებსიელა: სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, ბაქტერიების ნახევრადრეზისტენტული შტამები) ბაქტერიებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები. დიოქსიდინის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს ჩირქოვანი პროცესების გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც მდგრადნი არიან ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკური ინფექციების დროს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატები არ არის ეფექტური. აგრეთვე ზედაპირული ლოკალიზაციის და ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად მიმდინარე ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დროს. ადგილობრივი გამოყენება: სხვადასხვა ინფიცირებული და ტროფიკული წყლულები, რბილი ქსოვილების ფლეგმონები, ინფიცირებული დამწვრობები, ოსტეომიელიტებით გამოწვეული ჩირქოვანი ჭრილობები. ღრუ ორგანოებში შეყვანა: გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი პროცესები, ჩირქოვანი პლევრიტები, პლევრის ემპიემები, ფილტვის აბსცესები, პერიტონიტი, ცისტიტი, რბილი ქსოვილების აბსცესები, შარდის ბუშტისა და ნაღვლის გზების ოპერაციის შემდგომ ჭრილობები, ჩირქოვანი მასტიტები და სხვა. დიოქსიდინს იყენებენ მხოლოდ მოზრდილებში სტაციონარის პირობებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კბილის წვეთები?

კბილის წვეთების გამოყენების ჩვენებებია: კბილის ტკივილი; კარიესი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პანკრეატინი?

პანკრეატინის გამოყენების ჩვენებებია: კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სეკრეციის მსუბუქი ფორმის ქრონიკული უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფორტიკოლი?

ფორტიკოლის გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები ცერებრული სისხლის მიმოქცევის უკმარისობასთან დაკავშირებული მენტალური დარღვევები. მეხსიერების და ყურადღების დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კონვურატი?

კონვურატის გამოყენების ჩვენებებია: • ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში); • სამწვერა ნერვის ნევრალგია; • გლოსოფარინგეალური ნევრალგია; • ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს; • ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები; • ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა; • ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-ბოველ (ნატუროპათი)?

გუნა-ბოველ (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: სპასტიური და ატონიური ყაბზობა. ნაწლავის ფუნქციური რეგუ ლაცია, საჭმლის მომნელებელი სისტემის დეტოქსიკაცია, დამხმარე  საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის დეგენერაციული პათოლოგიების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეზამინოოქსიტოცინი?

დეზამინოოქსიტოცინის გამოყენების ჩვენებებია: დემოქსიტოცინი გამოიყენება სამშობიარო მოქმედების პირველადი ან მეორადი სისუსტის დროს მშობიარობის მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისთვის, აგრეთვე საშვილოსნოს ინვოლუციის დაჩქარებისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის გასაძლიერებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-დიური (PPilosella compositum) (ნატუროპათი)?

გუნა-დიური (PPilosella compositum) (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: დიურეზული ეფექტი, შეშუპების სინდრომი, ორგანიზმში სითხის შეკავების დროს და როგორც დამატებითი პრეპარატი გახდომისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დექსამეტაზონი?

დექსამეტაზონის გამოყენების ჩვენებებია: – მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები: – თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი); – თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი);  – ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული პერიოდის ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი