Category Archives: სხვა

იცით მაჟეზიკი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაჟეზიკი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გაღიზიანება. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დერმაზინი / DERMAZIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დერმაზინი –  ორსულობა პოტენციური ზიანის შეფასებისთვის ვერცხლის სულფადიაზინის გამოყენების მონაცემები ორსულობის დროს ადამიანებში არასაკმარისია. ვერცხლი შეიწოვება მცირე რაოდენობებით. ნაყოფზე ვერცხლის სულფადიაზინის შესაძლო ზემოქმედება შესწავლილი არ იყო. არსებობს ჰიპერბილირუბინემიის და ბირთვული სიყვითლის რისკი ახალშობილებში სულფონამიდების სისტემური მიღებისას უშუალოდ მშობიარობის წინ, რადგანაც სისხლში სულფონამიდები განდევნიან ბილირუბინს ალბუმინთან შეკავშირების ადგილებიდან. ორსულებში და იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, დერმაზინი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვერცხლის სულფადიაზინი დედის რძეში. მაგრამ ცნობილია, რომ სულფონამიდები გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობებით. უდღეურ ახალშობილებსა და ბავშვებში გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის უკმარისობით აუცილებელია მიიღოთ მხედველობაში ჰიპერბილირუბინემიის და ბირთვული სიყვითლის განვითარების მომატებული რისკი. დანარჩენ შემთხვევებში აღნიშნული პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არსოჯილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არსოჯილის გვერდითი მოვლენებია: ალერგიულირეაქციები: შესაძლებელიაქავილი, ჭინჭრისციება, კანისჰიპერემია, ერითემა, ანგიონევროზულიშეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი; იშვიათად – ცხელება, ართრალგია, ეოზინოფილია, ექსფოლიატურიდერმატიტი, პოლიფორმულიექსუდაციურიერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შრატისმიერიდაავადებისმსგავსირეაქციები; ერთეულშემთვევებში – ანაფილაქსიურიშოკი; საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: დისბაქტერიოზი, გემოვნებისცვლილება, ღებინება, გულისრევა, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლისფუნქციისდარღვევა, ღვიძლისტრანსამინაზებისაქტივობისზომიერიმომატება, ფსევდომემბრანულიენტეროკოლიტი; ცენტრალურიდაპერიფერიულინერვულისისტემისმხრივ: აგზნება, შფოთვა, უძილობა, ატაქსია, ცნობიერებისდაბინდვა, ქცევისცვლილება, დეპრესია, პერიფერიულინევროპათია, თავისტკივილი, თავბრუ, კრუნჩხვითირეაქციები; ლაბორატორიულიმაჩვენებლები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია; სხვა: სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ინტერსტიციულინეფრიტი, ბაქტერიოლიზისრეაქცია (იარიშ-ჰერქსჰაიმერისრეაქცია), საშოსკანდიდოზი, სუპერინფექცია (განსაკუთრებითქრონიკულიდაავადებებისანორგანიზმისდაბალირეზისტენტობისმქონეპაციენტები). იმშემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნასოალდოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნასოალდო გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა მედიკამენტის მსგავსად  ნასოალდოსაც  შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.ნასოალდოს  გამოყენების შემდეგ დაუყოვნებელი (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს. ეს რეაქციები შეიძლებაიყოს  სახიფათო. თქვენ უნდა შეწყვიტოთ  ნასოალდოთი მკურნალობა და მიმართოთ სამედიცინო დახმარების ცენტრს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას. – სახის, ყელის და ენის შეშუპება – ყლაპვის სირთულე – ჭინჭრის ციება – დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა. თუ ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოიყენება ხდება დიდი დოზებით და დიდი ხნის განმავლობაში  შეიძლება მოხდეს გვერდითი ეფექტების გამოწვევა რადგან აბსორბირდებიან  ორგანიზმში. სხვა გვერდითი მოვლენები: ადამიანთა უმეტესობას  არ გააჩნია არ აღენიშნებათ ნაზალური სპრეის გამოყენების შემდეგ გვერდითი მოვლენები,თუმცა მომეტაზონის ფუროატის ან სხვა კორტიკოსტეროიდების ნაზალური სპრეების  მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს: ხშირი გვერდითი ეფექტები  ვლინდება 10 დან 1 პაციენტში: – თავის ტკივილი -ცემინება ძალიან ხშირად ცხვირიდან სისხლდენა (ვლინდება 10 დან 1 ზე მეტ  პაციენტში) ადამიანებს რომლებთაც აწუხებთ ნაზალური პოლიპები და მომეტაზონის ფუროატს მოიხმარენ 2  შესხურებას 2 ჯერ დღეში თითო ნესტოში. ასევე დამახასიათებელია: ცხვირისა და ყელის ტკივილი. ცხვირის წყლული. რესპირატორული ინფექციები. სავარაუდო გვერდითი მოვლენები: მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა)  ან კატარაქტა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევები. ცხვირის ძგიდის დაზიანება გემოსა და სუნის ცვლილება ქოშინი და დაღლილობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპიდრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპიდრას გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აპიდრასაც შეიძლება თან ახლდეს არასასურველი ეფექტები. გლიკემიის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაკარგვა. ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დაზიანება.  მხედველობის ფუნქციის მოშლა გლიკემიის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ (შემცირებამ ან მომატებამ) შესაძლებელია გამოიწვიოს  მხედველობის ფუნქციის დროებითი მოშლა. თუ პაციენტს აქვს ბადურის პროლიფერაცია (გაზრდით გაყოფა), მაშინ ძლიერმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა.  კანის მხრივ არასასურველი ეფექტები და ალერგიული რეაქციები თუ კანის ერთსა და იმავე ადგილას ხშირად შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება ამ ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გათხელდეს ან გასქელდეს (რეაქცია, რომელსაც ლიპოდისტროფიას უწოდებენ). თუ ასეთ ზონაში შეჰყავთ ინსულინი, შეიძლება მან არ გამოავლინოს სათანადო ეფექტი. საჭიროა შეიცვალოს ადგილი თითოეული ინექციისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ამგვარი მოდიფიკაცია.  არსასურველმა რეაქციებმა შესაძლებელია თავი იჩინონ ინექციის ადგილას (მაგალითად: სიწითლე, ინექციისას უჩვეულო, ინტენსიური ტკივილი, მადის დაკარგვა, ჭინჭრის ციება, შეშუპება და ანთება). ეს რეაქციები შეიძლება აგრეთვე გავრცელდეს ინექციის წერტილის გარშემო. ინსულინის მიმართ რეაქციების უმრავლესობა ვლინდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.  ინსულინის მიმართ გავრცელებულმა ალერგიამ, რომელსაც შედარებით იშვიათი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან მწვავეა, შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი (ძლიერი ქავილით) მთელს სხეულზე, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის აჩქარება ან ოფლიანობა. ალერგიის მძიმე შემთხვევები, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) გლიკემია შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, თუ: – პაციენტმა არ მიიღო ან საკმარისი დოზით არ მიიღო ინსულინი, ან თუ იგი ნაკლებად ეფექტურია, არასათანადო პირობებში შენახვის გამო; – პაციენტი ნაკლებად მისდევს ფიზიკურ ვარჯიშს, იმყოფება სტრესულ სიტუაციაში  (ემოციური ღელვა, გაღიზიანება), ან აქვს ჭრილობა, გაიკეთა ოპერაცია, აღენიშნება ციებ-ცხელება ან სხვა სახის დაავადება; – პაციენტი იღებს იღებთ ან ღებულობდა სხვა მედიკამენტებს. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს გლიკემიის შესახებ შემდეგია: წყურვილის შეგრძნება, შარდვის მოთხოვნილების მომატება, დაღლილობა, კანის გამოშრობა, სახის სიწითლე, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის შემცირება, გულის ცემის აჩქარება, სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება, კეტონური სხეულების და/ან შარდში შაქრის არსებობა, კუჭის არეში ტკივილები, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, აგრეთვე გონების დაკარგვა მიუთითებს სერიოზულ მდგომარეობაზე (აციდო –კეტოზი), რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით.  თუ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) შაქრის რაოდენობა სისხლში შეიძლება შემცირდეს უკიდურესად, თუ პაციენტი: – საჭიროზე მეტ ინსულინს ღებულობს; – გვიან სადილობს ან გამოტოვა სადილი; – არ ჭამს საკმარისად ან იღებს ისეთ საკვებს, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს; – კარგავს ნახშირწყლებს პირღებინების ან დიარეის შედეგად; – სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არასაკმარისი რაოდენობის საკვებს ღებულობს; – ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით იტვირთება ფიზიკურად; – იტარებს მკურნალობის კურსს სხვა სახის სამედიცინო ჩარევიდან ან სტრესიდან მიღებული ტრავმის სამკურნალოდ; – ინკურნება ციებ-ცხელებისაგან ან სხვა სახის დაავადებისაგან; – იღებს ან შეწყვიტა სხვა მედიკამენტების მიღება. სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება ძალიან ან ძალიან სწრაფად, შეიძლება იყოს, მაგალითად: ოფლის დენა, კანის სისველე, შიში, წუხილი, გულის აჩქარებული რიტმი, არტერიული წნევის მომატება, ცახცახი, არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომები ხშირად წინ უძღვის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია თავის ტვინში შაქრის ნაკლებობით.  სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ტვინში შაქრის ნაკლებობით, შემდეგია: თავის ტკივილები, ინტენსიური შიმშილის გრძნობა, გულისრევა, პირღებინება, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა ძილის დროს, მღელვარება, აგრესიული მოქმედება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცვალებადი რეფლექსები, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების მოშლა (შეიძლება სიტყვების საერთოდ დავიწყება), მხედველობის მოშლა, კანკალი, დამბლა, ჟრუანტელის შეგრძნება (ჭინჭრის ციება), დაბუჟება და პირის ღრუს დაბუჟება, თავბრუსხვევა, საკუთარის თავის კონტროლის დაკარგვა, საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიზინოპრილი გრინდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზინოპრილი გრინდექსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი: მომატებული დაღლილობა, ასთენია, ცხელება, კანის შეწითლება, ანაფილაქსიური რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, მიალგია, ართრალგია, ვასკულიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტ. წნევის დაქვეითება, არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ტრანზიტორული იშემია და ინსულტი, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია. სასუნთქი სისტემა: მშრალი ხველა, ლარინგო-ფარინგიტი, ხმის შეცვლა, ბრონქიტი, იშვიათად – დისპნოე, სინუსიტი, რინიტი, ბრონქოსპაზმი/ ასთმა, ფილტვის ინფილტრატი, სტომატიტი, გლოსიტი, პირის სიმშრალე, ზოგ შემთხვევაში – ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ალვეოლიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემა: ზოგ შემთხვევაში – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, იშვიათად – ღებინება, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ყაბზობა. იშვიათ შემთხვევაში – ჰეპატოცელულური ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ნაწლავური ობსტრუქცია. კანი: იშვიათად – ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის, ტუჩის და/ან კიდურების ანგიონევროზული შეშუპება. ზოგ შემთხვევაში აღწერილია კანის მძიმე დაზიანება – (პემფიგუსი, erythema multiforme, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია ალოპეციის, ფოტოსენსიბილიზაციის, გაძლიერებული ოფლიანობის, ონიქოლიზის და რეინოს სინდრომის გამწვავების შემთხვევები. ნერვული სისტემა: თავის ტკივილი და დაღლილობა, იშვიათად – ძილიანობა, დეპრესია, ძილის დარღვევები, პოტენციის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, პარესთეზიები, კუნთების შეკუმშვები, ხასიათის ცვალებადობა, დაბნეულობა, შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, გემოვნების ცვალებადობა და დროებითი დაკარგვა. სისხლმბადი სისტემა: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, ანემია (ჰემოგლობინის დაქვეითება, ერითროციტოპენია). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება, იშვიათად – “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოაღნიშნული ან სხვა სიმპტომი – მიიღეთ ექიმის კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი Mმიღების შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლამიზილი® (ტაბლეტები) – LAMISIL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლამიზილი® (ტაბლეტები) –  ძალიან შეზღუდულია ფეხმძიმე ქალებში ლამიზილის გამოყენება; მისი გამოყენება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ პოტენციური სამკურნალო ეფექტი არ აღემატება შესაძლო რისკს. * ტერბინაფინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძურმა ქალებმა, რომლებიც ორალურად იღებენ ლამიზილს უნდა შეწყვიტონ ბავშვების ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნიკეტამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიკეტამიდის გვერდითი მოვლენებია: ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კო-ამლესა / Co-Amlessa ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-ამლესა – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი თუ ხართ ორსულად, კვებავს ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარტის მიღებამდე. ორსულობა უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შესაძლოა იყოთ) ორსულად. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაგინიშნავთ ალტერნატიულ მკურნალობას. კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და მისი გამოყენება აკრძალულია ორსულობის მესამე თვიდან, რადგან ორსულობის მესამე თვის ასაკიდან შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს ნაყოფს.  ლაქტაცია აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ კვების დაწყებას. კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გსურთ ჩვილის გამოკვება ბუნებრივი გზით უნდა მიმართოთ მკურნალობის სხვა მეთოდს, განსაკუთრებით თუ ჩვილი არის ახალშობილი ან დღენაკლული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფექსოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფექსოფენის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევის დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებდა სუსტ და გარდამავალ ხასიათს. არასასურველი მოქმედების სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოსაგან. ადგილი აქვს შემდეგი ხასიათის გვერდით მოვლენებს: თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირის ღრუს სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები