Category Archives: სხვა

იცით ავეკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავეკორის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, მოდუნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა ან ძილიანობა, იშვიათად – დეპრესია, ჰალუცინაციები (ეს მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში გაივლის); მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად – მხედველობის დარღვევა, ცრემლის გამოყოფის შემცირება, რაც გასათვალისწინებელია კონტაქტური ლინზების გამოყენებისას, კონიუნქტივიტი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით. იშვიათად შესაძლებელია კიდურებში სიცივის შეგრძნება, პარესთეზიები (მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია იმ პაციენტების მდგომარეობის გაუარესება, რომლებსაც აღენიშნებათ გარდამავალი კოჭლობა ან რეინოს სინდრომი); სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში იშვიათად შესაძლებელია ქოშინის განვითარება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი;  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, სახსრების დაზიანება (მონო – ან პოლიართრიტი); დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, იშვიათად – ოფლიანობა, გამონაყარი; შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დაქვეითება; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების (ალანინამინოტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა) დონის მომატება სისხლში, შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს, ცალკეულ შემთხვევებში – ტრიგლიცერიდების დონის მომატება სისხლში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდიომაგნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიომაგნილის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენების სიხშირე შემდეგნაირად განისაზღვრა: – ძალიან ხშირი ≥1/10; – ხშირი >1/100, <1/10; – ზოგჯერ >1/1000, <1/100; – იშვიათი >1/10 000, <1/1000; – ძალიან იშვიათი <1/10 000, ერთეული შემთხვევების ჩათვლით. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება (ხშირი), კვინკეს შეშუპება (ხშირი). იმუნური სისტემა: ანაფილაქსიური რეაქციები (ზოგჯერ). კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა (ხშირი), გულძმარვა (ძალიან ხშირი), ღებინება (ხშირი), მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები (ზოგჯერ), მათ შორის პერფორაციული (იშვიათი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ზოგჯერ), “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება (იშვიათი), სტომატიტი (ძალიან იშვიათი), ეზოფაგიტი (ძალიან იშვიათი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ეროზიული დაზიანება (ძალიან იშვიათი), სტრიქტურები (ძალიან იშვიათი), კოლიტი (ძალინა იშვიათი), ნაწლავის გაღიზიანების გამწვავება (ძალიან იშვიათი). სასუნთქი სისტემა: ბრონქოსპაზმი (ხშირი). სისხლმბადი სისტემა: სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება (ძალიან ხშირი), ანემია (იშვიათი), ჰიპოპროტეინემია (ძალიან იშვიათი), თრომბოციტოპენია (ძალიან იშვიათი), ნეიტროპენია, აპლასტიური ანემია (ძალიან იშვიათი), ეოზინოფილია (ძალიან იშვიათი), ეოზინოფილია (ძალიან იშვიათი), აგრანულოციტოზი (ძალიან იშვაითი). ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (ზოგჯერ), თავის ტკივილი (ხშირი), უძილობა (ხშირი), ძილიანობა (ზოგჯერ), ყურებში ხმაური, სისხლჩაქცევა ტვინში (იშვიათი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამტასს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამტასის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად _ ტკივილი გულმკერდის არეში; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა;    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღრძილების ჰიპერპლაზია; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პის-ჰომაკორდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პის-ჰომაკორდის გვერდითი მოვლენებია: არ არის აღნიშნული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პანტოგარი / Pantogar ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანტოგარი –  თუ პაციენტი ორსულია, ან მეძუძური, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია იმისთვის, რომ განისაზღვროს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობაზე პრეპარატის გავლენა. ადამიანებისთვის რისკი უცნობია, ამიტომ ორსულებში დოზირება ხდება სიფრთხილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით იმუნალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმუნალის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ისევე, როგორც სხვა წამლებს, იმუნალის ტაბლეტებს შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. თუ იმუნალის მიღების შემდეგ ვითარდება სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ენის შეშუპება, რთულდება სუნთქვა, კანზე ჩნდება რეაქცია დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. მეწამული ექინაცეის პრეპარატებს შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა ალერგიების მიმართ თანდაყოლილი მიდრეკილების მქონე პირებში. გვერდით ეფექტების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიქმნას: – ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება; – მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სასუნთქ გზებში, რომლებსაც შეუძლიათ ბრონქების შევიწროების და ასთმის გამოწვევა; – მძიმე ალერგიული რეაქცია კანის, კანქვეშა ქსოვილების და ლორწოვანის მტკივნეული შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება), ასევე ტუჩების, ენის, ყელის, ხორხის შეშუპებით, რომელიც ართულებს სუნთქვას (კვინკეს შეშუპება); – მძიმე რეაქციების კანის, კანქვეშა ქსოვილებისა და ლორწოვანის მხრივ ბუშტუკების, აქერცვლის და წყლულების გაჩენით; – მომატებული მგრძნობელობის დაუყოვნებლივი რეაქცია (ე.წ. ანაფილაქსიური შოკი); – სისხლის თეთრი სხეულების რიცხვის შემცირება ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში). აღწერილია ექინაცეის კავშირი აუტოიმუნურ დაავადებებთან (დისემინირებულ ენცეფალიტთან, კვანძოვან ერითემასთან, აუტოიმუნურ თრომბოციტოპენიასთან, ევანსის სინდრომთან, შეგრენის სინდრომთან თირკმლის მილაკების დისფუნქციით). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული ხდება ან თქვენ შეამჩნევთ გვერდით რეაქციებს, რომელიც ამ ჩანართ ფუქცელში არ არის ჩამოთვლილი, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასკორუტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასკორუტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები (ღებინება, გულისრევა, ანორექსია, ტკივილები ეპიგასტრალურ არეში, ნაწლავის სპაზმები, დიარეა), თავის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, თრომბოციტოზი, ლეიკოციტოზი, მაღალი აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით L-თიროქსინი® ბერლინ-ხემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

L-თიროქსინი® ბერლინ-ხემის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითიმოქმედება: როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითიმოქმედება:, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.   გვერდითიმოქმედების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები: ძალიან ხშირად: ხშირად: ზოგჯერ: იშვიათად: ძალიან იშვიათად: დადგენილი არ არის: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-10 პაციენტში შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.  პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის სწორი გამოყენების შემთხვევაში გვერდითიმოქმედების გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.  თუ ცალკეულ შემთხვევებში დოზა ვერ აიტანება პაციენტის მიერ ან განვითარდა დოზის გადაჭარბება, მაშინ განსაკუთრებით დოზის ძალიან სწრაფად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობის ტიპიური ნიშნები (გახშირებული გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, მოჭერის შეგრძნება გულის არეში [სტენოკრდია], კუნთების სისუსტე და კუნთების კრუნჩხვა, სიცხის შეგრძნება, ჭარბი ოფლდენა, ტემპერატურის მომატება, თითების კანკალი, მოუსვენრობის შეგრძნება, ძილიანობა, წონის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება). (იხ. ასევე ~პრეპარატი L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში~).  მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დღე-ღამის დოზა უნდა იქნას შემცირებული ან ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით.  გვერდითიმოვლენის გაქრობისთანავე რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის დოზის სიფრთხილით შერჩევით. ლევოთიროქსინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბრონქული მუსკულატურის კრუნჩხვა ქოშინით (ბრონქოსპაზმი) და ხახის შეშუპება. Aარსებობს ცნობები ცალკეულ შემთხვევებში მძიმე ალერგიული შოკის განვითარების შესახებ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ რომელიმე გვერდითიმოვლენა სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითიმოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პაბიმედი – PABIMED ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პაბიმედი –  არ არსებობს კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები, რომელიც ეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიმეტაზიდინის გამოყენებას. ამის გამო ტრიმეტაზიდინის  რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მწვავე საჭიროების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რივოტრილი / RIVOTRIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რივოტრილი –  ფეხმძიმობა კლონაზეპამი გადის პლაცენტარულ ბარიერში. ცხოველებზე კველევბში დაფიქსირებულია ნაყოფზე არასასურველი გავლენა (იხ. პრეკლინიკური მონაცემები); თუმცა, ადამიანებში კონტროლირებული კვლევები  ჩატარებული არ არის. ამ გარემოებების გათვალისწინებით წამლის დანიშვნა ფეხმძიმე ქალებში ხდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მაღალი დოზებით დანიშვნამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის გულის ცემის დარღვევა და ჰიპოთერმია, კუნთების ტონუსის შემცირება (დუნე ჩვილის სინდრომი), მსუბუქი რესპირატორული დეპრესია და ახალშობილებში წოვის უნარის დაქვეითება. უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ფეხმძიმობა და მკურნალობის მყისიერი შეწყვეტა შესაძლოა იყოს ეპილეფსიის გამწვავების მიზეზი. ძუძუთი კვება რძეში გადასვლის გამო, რივოტრილი მეძუძურ ქალებში არ გამოიყენება. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი