Category Archives: სხვა

იცით იმიგრანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმიგრანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები  ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები:  ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით. სიხშირეეები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი ≥1/10)ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000), მათ შორის ერთეული შემთხვევბი. კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები არის შეფასებები. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებული არ არის ფონური შეფასება შედარებით ჯგუფებში. პოსტ-მარკეტინგული მონაცემები უფრო მეტად განსაზღვრულია ანგარიშით ვიდრე ჭეშმარიტი სიხშირეებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კეტოტიფენი – KETOTIFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტოტიფენი –  * პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თუმცა არ არის დადგენილი ამ დროს მისი ტოქსიკურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით არკოქსიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არკოქსიას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება .  ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება ფასდებოდა კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ 7 152 მონაწილე, მათ შორის 4 614 პაციენტი ოსთეოართროზით, რევმატოიდული ართრიტით და წელის ქრონიკული ტკივილით (დაახლოებით 600 პაციენტს ოსთეოართროზით ან რევმატოიდული ართრიტით უტარდებოდა მკურნალობა ერთი წლისან მეტი ხნის განმავლობაში).  კლინიკურ კვლევებში პაციენტები მწვავე პოდაგრული ართრიტით იღებდნენ ეტორიკოქსიბს დოზით 120 მგ დღეში 8 დღის განმავლობაში. გვერდითი რეაქციების პროფილი ამ კვლევაში მთლიანობაში იყო ისეთივე, როგორც ოსთეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის და წელის ქრონიკული ტკივილის გაერთიანებულ კვლევებში.  უსაფრთხოების პროგრამაში გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რომელიც შეიცავდა 3 აქტიურად კონტროლირებადი კვლევის მონაცემებს, 17 412 პაციენტი ოსთეოართროზით ან რევმატოიდული ართრიტით იღებდა მკურნალობას ეტორიკოქსიბით (60 მგ ან 90 მგ) საშუალოდ 18 თვის განმავლობაში. სტომატოლოგიურ ოპერაციასთან დაკავშირებული მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 612 პაციენტი იღებდა მკურნალობას პრეპარატით არკოქსია (90 მგ ან 120 მგ), გვერდითი რეაქციების პროფილი ზოგადად იყო მსგავსი პროფილისა ოსთეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის და წელის ქრონიკული ტკივილის კომბინირებულ კვლევებში. შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იყო უფრო დიდი სიხშირით პრეპარატის გამოყენებისას, ვიდრე პლაცებოსი, კლინიკურ კვლევებში პაციენტების მინაწილეობისას ოსთეოართროზით, რევმატოიდული ართრიტით და წელის ქრონიკული ტკივილით ან მაანკილოზირებელი სპონდილიტით, რომლებიც იყენებდნენ ეტორიკოქსიბს დოზით 30 მგ, 60 მგ ან 90 მგ 12 კვირის განმავლობაში, პროგრამა MEDAL-ის კვლევებში, მწვავე ტკივილის კვლევებში, ასევე პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში.  სიხშირე განსაზღვრულია როგოც: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე),არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად(≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).  ინფექციები და ინვაზიები: ხშირად – ალვეოლური ოსტიტი; არახშირად – გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები.  სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად – ანემია (უპირატესად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგად), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.  იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების, შოკის ჩათვლით. მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ხშირად – შეშუპება/სითხის შეკავება; არახშირად – მადის დაქვეითება ან გაძლიერება, სხეულის მასის მომატება.  ფსიქიკის მხრივ: არახშირად – შფოთვა, დეპრესია, გონებრივი აქტიურობის გაუარესება; ძალიან იშვიათად – გონების არევა, ჰალუცინაციები; უცნობია – მოუსვენრობა.     ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად – დისგევზია, უძილობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა. მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირად – ბუნდოვანი ხედვა, კონიუქტივიტი. სმენის ორგანოების და ლაბირინტის მხრივ: არახშირად – შუილი ყურებში, ვერტიგო. გულის მხრივ: ხშირად – პალპიტაცია; არახშირად – წინაგულის ფიბრილაცია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი*; უცნობია – ტაქიკარდია, არითმია.  სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ჰიპერტენზია; არახშირად – სისხლის მიდინება, ინსულტი*, თავის ტვინის მიმოქცევის ტრანზიტორული იშემიური დარღვევები; ძალიან იშვიათად – ჰიპერტონიული კრიზი.  რესპირატორული ტრაქტის, შუასაყარის და გულმკერდის ორგანოების  მხრივ: არახშირად – ხველა, დისპნიე, სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათად – ბრონქოსპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გასტროინტესტინალური დარღვევები (როგორიცაა აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი, გულძმარვა), დიარეა, დისპეპსია, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა; არახშირად – მუცლის შებერვა, მჟავას რეფლუქსი, ნაწლავის პერისტალტიკის ხასიათის ცვლილება, შეკრულობა, სიმშრალე პირში, გასტროდუოდენური წყლულები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ეზოფაგიტი, წყლული პირის ღრუში, ღებინება, გასტრიტი; ძალიან იშვიათად – პეპტიური წყლულები, გასტროინტესტინალური პერფორაციის და სისხლდენის ჩათვლით (უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის პირებში); უცნობია – პანკრეატიტი. ჰეპათობილიარული ტრაქტის მხრივ: ხშირად – ასპარტატამინოტრენსფერაზას დონის მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება; ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი; უცნობია – სიყვითლე. კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად – ეკქიმოზი; არახშირად – სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად – ერითემა; ძალიან იშვიათად – ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; უცნობია – მდგრადი წამლისმიერი ერითემა.  *ხანგრძლივი პლაცებო – და აქტიურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზიდან გამომდინარე, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას არსებობს სერიოზული არტერიული თრომბოზების გაჩენის მომატებული რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის ჩათვლით.არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მოვლენების გაჩენის აბსოლუტური რისკი აღემატება წელიწადში 1 %-ს (არახშირად).  ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: არახშირად – კუნთების სპაზმები/კრუნჩხვები, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი/შებოჭვა.  თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: არახშირად – პროტეინურია, სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება; ძალიან იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების უკმარისობის ჩათვლით.  საერთო მდგომარეობა და პრეპარატის გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები: ხშირად – ასთენია/სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები; არახშირად – ტკივლი გულმკერდის არეში. გამოკვლევები: არახშირად – სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ჰიპერკალიემია, შარდის მჟავას დონის მომატება; იშვიათად – სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება. შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ იყო შეტყობინებები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, ამიტომ არ შეიძლება მათი გაჩენის შესაძლებლობის გამორიცხვა ეტორიკოქსიბის გამოყენებისას: ნეფროტოქსიურობა, ნეფრიტის და ნეფროზული სინდრომის ჩათვლით; ჰეპატოტოქსიურობა, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ინტელექტა / INTELECTA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინტელექტა –  ორსულობისა და ლაქტაციის დროს L-კარნიტინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანდროკურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდროკურის გვერდითი მოვლენებია: ჩვენებები: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან). გვერდითი მოქმედება : მკურნალობის დასწყისში – ტკივილი მუცელში, გულისრევა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, აპათია, დეპრესიული მდგომარეობა ან მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სითხის შეკავება ორგანიზმში. იშვიათად – ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია წონაში მომატება ან მოკლება. მამაკაცებში შესაძლებელია გინეკომასტიის გამოვლენა, ქალებში სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა. სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ჩასახვის და განაყოფიერების უნარის დაქვეითება – ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 3-4 თვის შემდეგ), ლტოლვისა და პოტენციის შექცევადი დაქვეითება. ხანგრძლივი დროის მანძილზე ანდროგენების გამომუშავების დაქვეითება იშვიათ შემთხვევაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ერთეულ შემთხვევაში მაღალი დოზით დანიშვნისას აღინიშნება ქოშინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. ბავშვებში – ჰიპოთალამუსზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც იწვევს თირკმელზედას ქერქის დაქვეითებას (მაღალი დოზით თერაპიისას); ღვიძლის უკმარისობის განვითარება. კუნთში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხველა, ქოშინი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცინკონეტ Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინკონეტ C-ს გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.                       

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინკოფარი ფორტე / GINKOFAR FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინკოფარი ფორტე –  არ არის ცნობილი გინკგო ბილობას ექსტრაქტის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება- გინკოფარ ფორტეს მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

თიოფლექსი მალამო / TioFlex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიოფლექსი მალამო –  რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ნაყოფზე მისი ნეგატიური მოქმედების შესახებ. რადგან არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები, ორსულობის დროს მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. *ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტაციდის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რისპაქსოლი® – RISPAXOL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რისპაქსოლი® –  ყველა პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ ექიმს. რისპაქსოლის მიღების გადაწყვეტილებას ორსულობის დროს იღებს ექიმი. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. რისპერიდონი და მისი მეტაბოლიტი 9-ჰიდროქსირისპერიდონი გამოიყოფა რძესთან ერთად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუტინექსი / Flutinex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუტინექსი –  ფლუტინექსის უსაფრთხოება ორსულებში დღესდღეისობით დადგენილი არ არის. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა სისტემური მოვლენების შესაძლებლობას მინიმუმადე ამცირებს. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში ფლუტინექსის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სასიცოცხლო ჩვენებაა. ექსპერიმენტალურ კვლევებში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ, ფლუტიკაზონის პროპიონატი არ აღმოჩნდა სისხლის პლაზმაში. ითვლება, რომ მისი შეღწევა დედის რძეში ნაკლებად შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი