Category Archives: სხვა

იცით ფემაპლექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემაპლექსის გვერდითი მოვლენებია: როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ფემაპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (გვერდითი ეფექტები). ბევრი გვერდითი მოვლენა მსუბუქი ან საშუალოა და ძალიან იშვიათადაა მწვავე, რა შემთხვევაშიც საჭიროა ფემაპლექსით მკურნალობის შეწყვეტა. ბევრი გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადების გამო ან ორგანიზმში ჰორმონების პროდუქციით (როგორიცაა სიწითლე, თმის ცვენა). გვერდითი მოვლენები შეიძლება არ აღმოცენდეს, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ გვერდითი მოვლენები არ ქრება მკურნალობის დროს ან ისინი შემაწუხებელია. შესაძლო გვერდითი მოვლენებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თრომბოპლებიტი, შეშუპება სითხის რეტენციის გამო, წონაში მატება, წონაში დაკლება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მადის მომატება ან დაქვეითება, შეკრულობა, სიწითლე, თმის ცვენა, ალოპეცია, ქავილი, ძვალ-კუნთოვანი ტვიკილები (მაგ. მკლავების, წვივების), საშოდან სისხლდენა, საშოდან გამონადენი, დისპნოე, ლიმფოციტების მაჩვენებლების ცვლილებები და ამინოტრანსფერაზების მომატება. ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალციმაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციმაგის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერკალცემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალოეს სიროფი მოცვითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალოეს სიროფი მოცვით გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერთერმია, დიარეა.  გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს. იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინო-ტრავოგენი ოვულუმ –  იზოკონაზოლის შემცველი პრეპარატების ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე. ძალიან მცირე აბსორბციისა (5%-ზე ნაკლები) და თერაპიის ხანმოკლე კურსის გამო, შეიძლება გამოირიცხოს ბავშვზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების ალბათობა ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეურალგო-რეუმ-ინელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეურალგო-რეუმ-ინელის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კო-მირატი / Co-Mirat ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-მირატი –  პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.  კო-მირატით მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენისას, პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანალგოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანალგოსის გვერდითი მოვლენებია: ანალგოსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა: მაგ., ქავილი, კანის გაძლიერებული სიწითლე, იშვიათად ჩირქოვანი გამონაყარი, კანის შეშუპება. ადგილობრივად კანის დროებითი ჰიპერემია სასურველია. ძალიან იშვიათად ანალგოსმა სხეულის ვრცელ ზედაპირზე გამოყენების დროს შეიძლება გამოიწვიოს შოკი და წნევის დაცემა. სხვა შემთხვევაში, თუ გამოვლინდება განსხვავებული გვერდითი მოვლენები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდიო ფორსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდიო ფორსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, რკინადეფიციტური ანემია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული სისხლდენით განპირობებული); სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციის გახანგრძლივება; ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მიდრეკილების მქონე პაციენტებში _ ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება. ძირითადად კარდიო ფორსი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კოლოსარ-დენკი 50/12.5 / CoLosar-Denk 50/12.5 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოლოსარ-დენკი 50/12.5 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.   ორსულობა: თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. ჩვეულებრივ მკურნალი ექიმი შეწყვეტს კოლოსარ-დენკ 50/12.5-ით მკურნალობას პაციენტის დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს პაციენტის ორსულობის შესახებ, მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. არ შეიძლება კოლოსარ-დენკ 50/12.5-ის მიღება ორსულობის დროს, რადგან კოლოსარ-დენკ 50/12.5-მა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს.  ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს ბავშვის კვება დედის რძით, მაშინ მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში და მკურნალი ექიმი შეარჩევს სხვა მედიკამენტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კამელოტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამელოტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. * პეპტიური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა. * პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები