Category Archives: სხვა

რენიტეკი – RENITEC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რენიტეკი –  ორსულებში რენიტეკი არ არის რეკომენდებული, ორსულობისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება ნაყოფის დაავადებას ან სიკვდილს იწვევს. კერძოდ, ვითარდება ჰიპოტენზია, თირკმლების უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალას ჰიპოპლაზია; აგრეთვე ოლიგოჰიდრამნიონი, რომელიც თავის ქალას დეფორმაციას, ფილტვების ჰიპოპლაზიას და კიდურების კონტრაქტურას იწვევს. აღნიშნული მოვლენები არ ვითარდება რენიტეკის ორსულობის I ტრიმესტრში დანიშვნისას. ორსულობის დოს პრეპარატის გამოყენების აუცილებობის შემთხვევაში საჭიროა პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა ოლიგოჰიდრამნიონის გამოსავლენად. ახალშობილები, რომელთა დედებიც ღებულობდნენ რენიტეკს, საჭიროებენ მეთვალყურეობას ოლიგურიის, ჰიპერკალიემიის და ჰიპოტენზიის გამო. ენალაპრილი აღწევს პლაცენტაში. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან შეიძლება პერიტონიული დიალიზით. რენიტეკი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი მისი  გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გემციტაბინ ლეკი® – GEMCITABINE LEK® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გემციტაბინ ლეკი® –  მოცემული სამკურნალო პრეპარატის მიღება არ შეიძლება თუ არსებობს დაორსულების რისკი. ეს ნიშნავს, რომ გემციტაბინ ლეკის მიღებისას სქესობრივმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში. ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ლაქტაციის პერიოდი: არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აისოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აისოლის გვერდითი მოვლენებია: აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფეპორინი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეპორინი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება.  გვერდითი მოვლენები იშვიათია და მსუბუქი ხარისხისაა. კუჭ-ნაქლწვის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით); იშვიათად- მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გემოს აღქმის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად-ანაფილაქსია. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად-თავბრუსხვევქ, პარესთეზია, ერთეულ შემთხვევებში- გულყრები. კანის მხრივ: იშვიათად – კანის გაწითლება. ბავშვებში ხშირად – გამონაყარი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ანემია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზას, საერთო ბილირუბინის მომატება, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის მატება; იშვიათად – შარდოვანას აზოტის და/ან კრეატინინის გარდამავალი მატება, ტრანზიტორული ტრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია; ხშირად – კუმბსის ტესტის  დადებითი რეაქცია. სხვა: სხეულის ტემპერატურია მომატება, ვაგინიტი, ერითემა, იშვიათად – გენიტალური ქავილი, არასპეციფიური კანდიდოზი. ადგილობრივი რეაქციები: ფლებიტი, ანთება და ტკივილის შეყვანის ადგილას. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: დიარეა, კანზე გამონაყარი და ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილას და ანთება.  ასევე შესხვა სახის გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ალერგიები, ქავილი, ცხელება, პარესთეზია და თავის ტკივილი. თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში ცეფეპიმის დოზების არასათანადო კორექციის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ენცელოპათია, კუნთების სპაზმი და ეპილეფსია. ეპილეფსიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მიღება და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიკონვულსიური თერაპია. პრეპარტის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია კრუნჩხვები, ძილიანობა, ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი ბავშვებში მენინგიტის დროს, თუმცა მათი განვითარება ძირითადად გამოწვეულია მენინგიტით და არ უკავშირდება პროდუქტს. ასევე იშვიათად შეინიშნება ენტერიტი (ფსევდომემბრანული ენტერიტის ჩათვლით) და პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია. პროდუქტთან ასოცირებული ლაბორატორიული ანალიზების გადახრები ძირითადად გარდამავალია და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მოცემული გადახრები მოიცავს შრატში ფოსფორის მომატებას ან შემცირებას, ტრანსამინაზას (ALT და/ან AST) მომატებას, ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობის მომატებას და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას. ტუტე ფოსფატაზას, სისხლის შარდოვანაში აზოტის, კრეატინინის, კალიუმის და საერთო ბილირუბინის მომატებას, სისხლში კალციუმის და სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას. ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფეპიმი ასევე იწვევს ჰემამებას, გრანულოციტების და თრომბოციტების შემცირებას. ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტოქსიკური ნეფროპათია, აპლაზური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზი) და სისხლის უჯრედების შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით L დონატორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

L დონატორის გვერდითი მოვლენებია: გულისრევის შგრძნება,დიარება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინო-პევარილი – GYNO-PEVARYL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინო-პევარილი –  ორსულობა შესაძლებელია გინო-პევარილის შეწოვა საშოდან სისტემურ სისხლნაკადში. ამიტომაც არ არის სასურველი მისი ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს შესაძლებელია გინო-პევარილის გამოყენება, თუკი მისი პოტენციური სარგებელი ქალისათვის აღემატება ნაყოფიათვის შესაძლებელ რისკს. ლაქტაცია უცნობია აღწევს თუ არა ეკონაზოლოს ნიტრატი მეძუძური ქალის რძეში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით იზოტორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზოტორანის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია გულის რითმის დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოციტების მაჩვენებლების ზრდა, ქირურგიული სტრესის არარსებობის დროსაც კი.  სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა. გამოღვიძების პერიოდში: ტრემორი, გულისრევა, ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

თერაპინი BID / Terapin BID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თერაპინი BID –  B კატეგორიის პრეპარატი. კლინიკური გამოკვლევებისას დადგინდა, რომ ოპტიმალურ დოზაზე ათჯერ მაღალი დოზით ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავის მიღება არ ვნებს ნაყოფს და გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.  არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში კლინიკური უსაფრთხოების შესახებ. თერაპინი ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის კოეფიციენტის შეფასების შემდეგ. თერაპინის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ სენსიტიზაცია, რაც დაკავშირებულია დედის რძეში ნარჩენი რაოდენობების ექსკრეციასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გერალი / GERAL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გერალი –  პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ურსოსანი – URSOSAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურსოსანი – უკუჩვენებები::: ორსულობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი