Category Archives: სხვა

იცით ნორფლოქსაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორფლოქსაცინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის სისტემური გამოყენებისას შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და სხვა დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა. ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რაუნატინი / RAUNATIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რაუნატინი –  ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ალკალოიდი რეზერპინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეიროლეფსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეიროლეფსინის გვერდითი მოვლენებია: უსაფრთხოების ზომები ნეიროლეფსინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი ან მდგრადი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები გარდამავალია და არ წარმოადგენს აგრანულოციტოზისა და აპლასტიური ანემიის განვითარების საწყისს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ან ასაკოვან პაციენტებში. მკურნალობის პროცესში ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითებისას, ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა. მკურნალობის პროცესში, მუდმივი ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციების  სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნეიროლეფსინით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას კონტროლი. პრეპარატი არ ინიშნება მცირე ეპილეფსიური გულყრის დროს. შერეული ტიპის ეპილეფსიური გულყრის დროს ნეიროლეფსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან შესაძლებელია შეტევების გაძლიერება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ნეიროლეფსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ნეიროლეფსინით მკურნალობისას აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება. ნეიროლეფსინით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა. გვერდითი მოვლენები ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებელია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია – ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ურორეკი / UROREC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ურორეკი –  სილოდოზინი ინიშნება მხოლოდ მამაკაცებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნებივოლოლი შტადას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნებივოლოლი შტადას გვერდითი მოვლენებია: ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი,  თავბრუსხვევა, დაღლილობა, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა – ინდივიდუალურად. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, სიმშრალე პირის ღრუში. გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია,  AV ბლოკადა, რიტმის დარღვევა, რეინოს  სინდრომი, ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი. სხვა: ბრონქოსპაზმი, ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პერუფენი / PERUFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პერუფენი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ორსულობა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების ორსულობის ადრეულ პერიოდში მიღებისას, ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე, დადგენილ იქნა აბორტის, გულის მალფორმაციების (მანკის) და გასტროსხიზის (თეთრი ხაზის თიაქარი) რისკის მატება. პერუფენი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, სასიცოცხლო ჩვენების გარეშე. პერუფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. არ არის რეკომენდებული პერუფენის გამოყენება მშობიარობის პერიოდში. შესაძლოა სამშობიარო აქტის დაგვიანება ან გახანგრძლივება დედისა და ნაყოფის სისხლდენების განვითარების მაღალი რისკით. ლაქტაციის პერიოდი არ არის რეკომენდებული პერუფენის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით იბუფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იბუფენის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა მისმა გამოყენებამ ზოგიერთ პირში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მაგალითად დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. იშვიათ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: • არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები • რეაქციები სუნთქვის ორგანოების მხრივ, რომელიც ვლინდება ბრონქოსპაზმით ან ქოშინით, ბრონქული ასთმის გამწვავებით.  • კანის რეაქციები გამონაყრის, ქავილის, ჭინჭრის ციების, პურპურის, ვაზომოტორული შეშუპების, ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატოზის სახით.  • თრომბოციტოპენია ერთეულ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება: – ბულოზური დერმატოზი – კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა. საქაროზას შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენეტბში, ფრუქტოზას აუტანლობის მქონე პირებში ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის შემთხვევაში. ყველა გვერდითი (უჩვეულო) ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც ბროშურაში მითითებული არ არის, აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იმუნატი – IMMUNATE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმუნატი –  *გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დიკლაკი / Diclac ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლაკი –  უნდა მოერიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის არ აჭარბებს ნაყოფისათვის რისკს. დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში წინააღმდეგ ნაჩვენებია. დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება. დიკლაკი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ქალის ფერტილურობაზე. ის არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისათვის, ვინც დაორსულობას ცდილობს. ჩასახვის სიძნელეების მქონე ან უშვილობის გამო გამოკვლევაზე მყოფი ქალებისათვის რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ცისტიუმი სოლიდაგოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისტიუმი სოლიდაგო გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები