Category Archives: სხვა

იცით არიფონ რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიფონ რეტარდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება ისევე როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, არიფონ რეტარდმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.  შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში: • ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის საფარველების შეშუპებით,  ტუჩების, ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს). • კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია). • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში ინტენსიური ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს). • თავის ტვინის დაავადებები, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია). • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).  განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს): • კანის წითელი გამონაყარი; • ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ  წინასწარგანწყობით. არახშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 100-დან 1 პაციენტს): • ღებინება; • კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა). იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 1000-დან 1 პაციენტს): – დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა; – დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე. ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს): – სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტრების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება); – სისხლში კალციუმის დონის მაღალი დონე; – გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა; – თირკმელების დაავადება; – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სიხშირე უცნობია: • გულის წასვლა; • თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება; • არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ; • ახლომხედველობა (მიოპია); • არამკაფიო მხედველობა; • მხედველობის დარღვევა; • შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები: – სისხლში კალიუმის დაბალი დონე. – სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება, – შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების), – დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, – ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, – ელექტროკარდიოგრამაში (ეკგ) ნორმიდან გადახრა.    შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე თუ თქვენ აღნიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფქტებს, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში. არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პეეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დიკლარენი / Diclaren ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლარენი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის პერიოდში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  დიკლოფენაკის კანისმიერი აბსორბციის შესაძლებლობის და ამასთანავე, ორსულობის პერიოდში მისი დანიშვნის შესახებ არასაკმარისი ცნობების არსებობის გამო, დიკლოფენაკის გამოყენება ორსულებში არ არის რეკომენდებული. დიკლოფენაკი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გრანი-დენკ 1მგ/მლ / Grani-Denk 1mg/ml ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გრანი-დენკ 1მგ/მლ – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას ან ლაქტაციის პარიოდში, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის ინექცია ან ინფუზია უნდა მოხდეს ექიმის მითითების შესაბამისად.  ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოქსიტოცინი / OXYTOCIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოქსიტოცინი –    არ არსებობს არანაირი ცნობილი ჩვენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოსაყენებლად, გარდა ორსულობის სპონტანურ ან ხელოვმურ შეწყვეტასთნ დაკავშირებით. პრეპარატის გამოყენების ფართო გამოცდილება და მისი ქიმიური სტრუქტურა და ფარმაკოლოგიური თვისებები მიუთითებენ იმაზე, რომ პრეპარატის გამოყენებისას ჩვენებების შესაბამისად, ის არ მოქმედებს ნაყოფის განვითარების მანკების ფორმირებაზე. მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად, ძუძუთი კვების დაწყება შეიძლება მხოლოდ ოქსიტოცინით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პანთენოლი / Panthenol ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანთენოლი –  პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფოლიბერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოლიბერის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი   ეფექტები:შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პროქტოესკულანი / PROCTOESCULAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროქტოესკულანი –  კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები მეძუძურ ქალებში არ ჩატარებულა. არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდოლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდოლაქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კარდოლაქსის გამოყენებისას განვითარებული გვერდითი მოქმედებების უმრავლესობა მსუბუქი და შექცევადი ხასიათისაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გამოვლენა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები; ცრემლის სეკრეციის შემცირება, კონიუნქტივიტი, დეპრესია, ძილის დარღვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გამოვლენა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აკუპროს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აკუპრო გვერდითი მოვლენებია: შეიძლება ადგილი ჰქონდეს მსუბუქ ხასიათის შემდეგ გვერდით მოვლენებს: თავის ტკივილი (7.2%), თავბრუსხვევა (5.5%), ხველა (3.9%), დაღლილობა (3.5%), რინიტი (3.2%), პირღებინება და გულისრევა (2.8%), მიალგია (2.2%). 5.2 % შემთხვევაში საჭირო გახდა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. აგრეთვე აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები: კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ვაზოდილატაცია, სტენოკარდია, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, პანკრეატიტი. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, გაღიზიანება, დეპრესია, ძილიანობა. კანის მხრივ: ქავილი, ოფლიანობა, გამონაყარი, ალოპეცია, ექსფოლიატური დერმატიტი. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ინფექცია, იმპოტენცია. საერთო სიმპტომები: შეშუპება, ართრალგია, მხედველობის დაქვეითება, ჰემოლიზური ანემია. იშვიათი გვერდითი მოვლენები: 0.1% შემთხვევაში ვლინდება ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილური პნევმონია, ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი და ნეიტროპენია, ჰიპერკალიემია, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინოსტერილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოსტერილის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები სწორი გამოყენების დროს არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები