Category Archives: სხვა

ტამიფლუ / TAMIFLU ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტამიფლუ – 2.5.1ორსულობა B კატეგორიის ორსულობა  ბოცვრებსა და ვირთაგვებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლეებში ტერატოგენული ეფექტი არ აღნიშნულა. ოსელტამივირის გამოყენებულმა არც ერთმა დოზამ არ იქონია ზეგავლენა ფერტილობაზე. პრეპარატის ექსპოზიციამ ნაყოფზე შეადგინა დედებში დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით 15-20%. ამჟამად, მონაცემები ორსული ქალების მკურნალობის შესახებ არასაკმარისია და ამგვარად, შეუძლებელია ოსელტემავირის ფოსფატის გამოყენებით გამოწვეული ნაყოფის განვითარების მანკების და გვერდითი მოვლენების რისკის შეფასება. ამიტომ ტამიფლუ ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.    2.5.2 მეძუძური ქალები  მეძუძურ ვირთაგვებში ოსელტამივირი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა რძით. უცნობია ხვდება თუ არა ოსელტამივირი ან მისი აქტიური მეტაბოლიტი ადამიანის რძეში. ცხოველებზე მიღებული შედეგების ექსტრაპოლაციით ნაჩვენები იყო, რომ დედის რძეში ოსელტამივირის სავარაუდო კონცენტრაცია შეადგენდა 0.01 მგ/დღეში, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის – 0.3 მგ/დღეში. აღნიშნული ნივთიერების სავარაუდო რაოდენობა რძეში შეადგენს 0.01 მგ/დღეში, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის – 0.3 მგ/დღეში. ასე, რომ მეძუძურ ქალებში ტამიფლუ უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ჩვილისათვის. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლოსირამს რა უკუჩვენებები აქვს?

ლოსირამის უკუჩვენებებია:: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ესციტალოპრამის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. პრეპარატის მიღება ასევე დაუშვებელია მონოამინოქსიდაზას არასელექციურ, შეუქცევად ინჰიბიტორებთან (მაო-ინჰიბიტორები) ერთად. სერიოზული რეაქციები გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორს მონოამინოქსიდაზას არასელექციურ, შეუქცევად ინჰიბიტორებთან (მაო-ინჰიბიტორები) ერთად და იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორის მიღება და დაიწყეს მკურნალობა მაო-ინჰიბიტორებით. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა სეროტონინური სინდრომის განვითარება. ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია არასელექციურ მაოს-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ და მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორით მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი დღის შემდეგ. მაო-ს არასელექციური ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე ესციტალოპრამის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნას სულ მცირე 7 დღე. პრეპარატი უკუნაჩვენებია პიმოზიდთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ანზიბელი – ANZIBEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანზიბელი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ანზიბელის ტაბლეტების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ომესამი ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

ომესამი ფორტეს უკუჩვენებებია: – შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ვენოფერი / Venofer ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვენოფერი –  ორსულობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ვენოფერი უკუნაჩვენებია ორსულობის 1 ტრიმესტში (იხ,,უკუჩვენებები”), ხოლო 2. და 3. ტრიმესტრში გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების შემთხვევაში.  ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ გამოავლინეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ტოქსიურობა ორსულობის და ემბრიონის განვითარებაზე, ნაყოფის განვითარებაზე და/ან პოსტნათალურ გენვითარებაზე. ორსულებზე ჩატარებული ცდების მცირე მონაცემები არ ავლენენ არასასურველ ზემოქმედებას ორსულობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების გამოცდილება არ მოიპოვება. ამ დრომდე არ არის ცნობილი გადადის თუ არა რკინა (III)-ჰიდროქსიდ საქაროზას კომპლექსი პლაცენტაში, მაგრამ აღინიშნება რკინა-დექსტრანის მცირე რაოდენობა. ტრანსფერინზე დაკავშირებული რკინა გადადის პლაცენტარულ ბარიერში და ლაკტოფერინთან დაკავშირებული გადადის დედის რძეში. კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ 100 მგ რკინის ვენოფერინის ფორმით ვენაში შეყვანისაას არ იზრდება რკინის შემცველობა დედის რძეში. ამიტომ არ არის მოსალოდნელი რისკ-ფაქტორი ბავშვის მიმართ ვენოფერინის გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ანბერი / ANBER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანბერი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გამოყენების თავისებურებები: გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.  ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.  აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კარდიო ლაიფს რა უკუჩვენებები აქვს?

კარდიო ლაიფის უკუჩვენებებია: 15 წლამდე ასაკი. ორსულობა, ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს უკუჩვენებებია: • ჰიპერკალიემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება) • ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის შემცველობის მომატება) • ნეფროლითიაზი. • D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი. • პრეპარატების კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა • თირკმლის რთული უკმარისობა • ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა • სარკოიდოზი. პრეპარატი ტაბლეტების ფორმით არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვბში.  გამოიყენება სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნორპროლაკს რა უკუჩვენებები აქვს?

ნორპროლაკის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ფრთხილად. ფსიქიური დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

მელიპრამინი – MELIPRAMIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მელიპრამინი –  * მელიპრამინი არ შეიძლება მიიღონ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი