Category Archives: სხვა

იცით კლინდაცინ T-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლინდაცინ T-ის გვერდითი მოვლენებია:  ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად კლინდაცინ T-ს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა: – კანის გაღიზიანება, ქავილი, წვა, ერითემა პრეპარატის წასმის ადგილას, კონტაქტური ალერგიული დერმატიტი იშვიათად გამოვლინდა. – იშვიათად მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დისპეფსიური სიმპტომები. – დიარეის, ფსევდომემბრანული კოლიტის, მუცლის ტკივილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევების გამოვლინების შესაძლებლობა ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება. – სანერწყვე ჯირკვლების ანთება, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ, ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება. სხვა გვერდითი მოქმედებების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრენესას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრენესას გვერდითი მოვლენებია: ხშირი • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზიები • მხედველობის დაქვეითება, ხმაური ყურებში • ჰოპოტენზია და მასთან დაკავშირებული მოვლენები • ხველა, ქოშინი • გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისგეზია, დისპეპსია, დიარეა, შეკრულობა • გამონაყარი, ქავილი • კუნთების კრუნჩხვები • ასტჰენია არახშირი • ძილის დარღვევა, ან გუნება-განწყობილების ცვალებადობა • ბრონქოსპაზმი • პირის სიმშრალე • ანგიონევროზული შეშუპება • თირკმლის უკმარისობა, იმპოტენცია • ოფლიანობა იშვიათი • პანკრეატიტი ძალიან იშვიათი • ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეიტება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია/ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია (ზოგიერთ პაციენტში თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტით) • ცნობიერების არევა • მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი, შესაძლოა განმეორებითი, გამოხატული ჰიპოტენზიის შედეგად მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, არითმიები, სტენოკარდია • რინიტი, ეოზინოფილური პნევმონია • ჰეპატიტი • მულტიფორმული ერითემა • თირკმლის მწვავე უკმარისობა • სისხლში შარდოვანას დონის და პლაზმაში კრეატინინის მომატება • ჰიპერკალიემია, რომელიც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ, განსკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, მძიმე გქუ-თი და რენოვასკულარული ჰიპერტენზიით • შრატში ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დელორატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დელორატის გვერდითი მოვლენებია: დეზლორატადინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრიდან: წამოხურება, ჰიპერესთეზია, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტაქიკარდია, ვენტრიკულური ექსტრასისტოლია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: ბლეფაროსპაზმი, ოფლიანობა, დისფონია, მეტეორიზმი, მომატებული მადა, ჰიპერტონია, შაკიკი, პარესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გასტირი, სლოკინი, სტომატიტი, ღებინება, გემოს შეგრძნების შეცვლა, ენის ფერის შეცვლა, ენის ანთება, ცვლილებები ღვიძლის მხრიდან. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: ართრალგია, მიალგია, კეფის კუნთების რიგიდობა. ფსიქიატრიული დარღვევები: აგრესიის რეაქციები, შფოთვა, აპათია, არეული გონება, ლიბიდოს შემცირება, დეპრესია, ემოციული ლაბილურობა, ეიფორია, გაღიზიანება და პარანოია. რეპროდუქციული სისტემის მხრიდან: მასტალგია, დისმენორეა, მენორაგია, ვაგინიტი, იმპოტენცია, სისხლდენა პერიოდებს შორის.  სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა, ლარინგიტი, სინუსიტი, ცხვირის შეგუბება, რესპირატორული ინფექციები.  კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: აკნე, ბაქტერიული ინფექცია, კანის სიმშრალე, ეგზემა, შეშუპება, ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითემა, ჰემატომა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, პურპურა.  შარდ-გამომყოფი სისტემის მხრიდან: შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდის ფერის შეცვლა, შარდის შეუკავებლობა ან შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთან კატახრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთან კატახრომის გვერდითი მოვლენებია: ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს თვალების ხანმოკლე წვა და ჩხვლეტა. იშვიათია ინფორმაცია  ალერგიული კონიუნქტივიტის (კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ქავილი, წვის შეგრძნება) და კონტაქტური დერმატიტის სიმპტომების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ ოფთან კატაქრომის გამოყენების ფონზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის კანის ქავილი და შეშუპება. არათვალისმხრივი გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად. ადენოზინთან დაკავშირებული შესაძლო ხანმოკლე გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ქოშინი. ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს სიცხის შეგძნება, გულის წასვლა და  პულსაციის შეგრძნება საფეთქლებში. არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ციტოქრომ ჩ მიერ გამოწვეული სისტემური გვერდითი ეფექტების შესახებ. თვალის წვეთებში აქტიური ნივთიერებების მცირე შემცველობის გამო სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებსავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოუბაინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოუბაინის გვერდითი მოვლენებია: ოუბაინი ხასიათდება მცირე თერაპიული დიაპაზონის მქონე მოქმედებით. სრული თერაპიული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაშიდაც კი, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, იშვიათად – დიარეა, ცალკეულ შემთხვევებში – ჯორჯლის ინფარქტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უძილობა, დეპრესიები, ფსიქოზი, ჰალუცინაციები, იშვიათად – მხედველობის დარღვევა. ხანდაზმულ მამაკაცებში იშვიათად ადგილი აქვს სარძევე ჯირკვლების გადიდებას. იშვიათად – ალერგიული რეაქციები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ციმციმი და გულის გაჩერება. გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეკარისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეკარისის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისცემის შეგრძნება, კრუნჩხვები, დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, დიარეა. აღწერილია ცნს მხრივ განვითარებული მოვლენები (ენცეფალოპათია) 2-5 კვირის შემდეგ, აგრეთვე ალერგიული რეაქციები, (კანის გამონაყარი), კრუნჩხვები. პაციენტების უმრავლესობაში ეს მოვლენა იყო შექცევადი, გლუკოკორტიკოიდების ადრეული გამოყენება კი აუმჯობესებდა პროგნოზს.  ამ სიმპტომების დეკარისის მიღებასთან კავშირი საბოლოოდ სარწმუნო არ არის. დიდი დოზების გამოყენებისას ან ხანგრძლივი თერაპიისას შეიძლება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ტრემორი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლინდამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლინდამიცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცელში, ფაღარათი. შიგნით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ეზოფაგიტის მოვლენები; იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; თირკმლის ფუნქციის მოშლა, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დროებითი მატება. მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღების შედეგად ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებაა მოსალოდნელი. უიშვიათესად – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ცხელება; აღწერილია ანაფილაქსიური შოკის ერთეული შემთხვევებიც). ვენაში მაღალ დოზებში შეყვანის შედეგად მოსალოდნელია ფლებიტის განვითარება. ვენაში სწრაფმა შეყვანამ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუ და ზოგადი სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო კუნთებში შეყვანამ – ინფილტრატი, აბსცესები. ადგილობრივი ხმარების შედეგად მოსალოდნელია ცერვიციტი, ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური გაღიზიანება. გარეგანმა ხმარებამ შეიძლება ადგილობრივი გაღიზიანება და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს. შეზღუდული სისტემური აბსორბციის გამო შესაძლებელია სისტემური გვერდითი მოვლენები: ც განვითარდეს, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაზონიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზონიტის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ცნს-ის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, სახის ჰიპერემია; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი; სისხლის სურათის მხრივ:  იშვიათად სისხლდენა, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლიმაქტოპლანი K-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმაქტოპლანი K-ის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კრალონინ ტროპფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კრალონინ ტროპფენის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები