Category Archives: სხვა

იცით კეტოკონაზოლი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოკონაზოლი  გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის დარღვევა, ფოტოფობია, პარესთეზიები, თრომბოციტოპენია, ეკზანთემა. უიშვიათესად – თმის გაცვენა, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), გინეკომასტია, დაქვეითებული ლიბიდო, ოლიგოსპერმია, ართრალგია, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტ-B-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტ-B-დენკის გვერდითი მოვლენებია: არსებობს მონაცემები პეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ კერძოდ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი. Aალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა, შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემარტოს ექიმს. ასევე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი სიმპტომების გამოვლენის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოჟრის საწინააღმდეგო მალამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოჟრის საწინააღმდეგო მალამოს გვერდითი მოვლენებია:  არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეფენტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეფენტეკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები. არ არის გამორიცხული მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს ისეთი არასასურველი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, დისპეპსია, სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა. პლასტირმა შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დრ. ტაისი ანგი სეპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დრ. ტაისი ანგი სეპტის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ დისპეფსიური დარღვევების და კანზე გამონაყარის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლაფორანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლაფორანის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ტემპერატურის მომატება; იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის ტოქსიკური ნეკროზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და/ან ბილირუბინის მაჩვენებლის ტრანზიტორული მომატება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; იშვიათად-ინტერსტიციული ნეფრიტი; ერთეულ შემთხვევებში-თირკმელების მწვავე უკმარისობა.  სისხლის სურათის მხრივ: შესაძლებელია ნეიტროპენია; იშვიათად-აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია; ერთეულ შემთხვევებში-ჰემოლიზური ანემია. ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (პრეპარატის მაღალი დოზებით შეყვანის დროს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-არითმია (ცენტრალური ვენური კათეტერით პრეპარატის ბოლუსური შეყვანის დროს). პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები:სუპერინფექციები. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპერემია. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილას, ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტამოს გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (პერფორაცია და/ან სისხლდენა), მწვავე პანკრეატიტი, სტომატიტი, გლოსიტი; ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ქოლესტაზური სიყვითლე; ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად _ ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;  საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიალგია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, ოლიგურია, იშვიათად _ ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, შარდვის გახშირება ან შარდის შეკავება, ნეფრიტი, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, შეშუპება;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი მკერდის არეში; სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად _ აპლასტიური ანემია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, რინიტი, ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება); ჰემოსტაზის მხრივ: იშვიათად – სისხლდენა ცხვირიდან და პოსტოპერაციული ჭრილობიდან, რექტალური სისხლდენა; დერმატოლოგიური რეაქციები: ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ანაფილაქსია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები; ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი და წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლობერლი N75-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლობერლი N75-ის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, სტომატიტი, გლოსიტი. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად – პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი. შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – პროტეინურია, ჰემატურია, ნევროზული სინდრომი. ღვიძლის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. ალერგიული რეაქციები: იშვითად – გამონაყარი კანზე, ქავილი. ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ინექციის დროს – ადგილობრივად წვის შეგრძნება. სხვადასხვა: იშვიათია ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდურის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ტორადოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ტორადოლის გვერდითი მოვლენებია:  ტორადოლის გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეპსია, ამოქარვება, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილები მუცელში გასტრიტი, გულისრევა, პირღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაციები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, მელენა. ცენტრალური ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემები: ძილისა და აზროვნების დარღვევები, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, დეპრესია, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, ეიფორია, წყურვილის შეგრძნება, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ტკივილი კუნთებში, ნევროზულობა, პარესთეზიები, ფსიქიური რეაქციები, ოფლიანობა. საშარდე გზები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი ფერდებში (ჰემატურიის და აზოტემიის თანხლებით, ან მათ გარეშე), ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში. ისევე, როგორც პროსტაგლანდინების დამთრგუნველი სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, ტორადოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგალითად, კრეატინინისა და კალიუმის დონის მომატება შრატში). გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში. სუნთქვის სისტემა: ასთმა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება. ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა. კანი: ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ჭინჭრის ციება. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსია. სისხლის სისტემა: პურპურა, თრომბოციტოპენია, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატომები, პოსტოპერაციული სისხლდენები, სისხლდენის დროის გახანგრძლივება. გრძნობის ორგანოები: გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება. სხვა: ასთენია, შეშუპება, რეაქცია შეყვანის ადგილზე, სხეულის წონის მომატება, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ონდას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონდას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები როგორც ყველა მედიკამენტმა ონდამ შეიძლება გამოწივიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. შემდეგი გვერდითი ეფექტები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსზღვრულია როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥1/10,000 და <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000). იმუნური სისტემის დარღვევები იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებელი რეაქციები, ზოგჯერ მწვავე, ანაფილაქსიის ჩათვლით. ნერვული სისტემის დარღვევები ძალიან ხშირი: თავის ტკივილი. ნაკლებად ხშირი: ეპილეფსიური გულყრები, მოძრაობის დარღვევები (ექსტრაპირამიდული რეაქციების ჩათვლით როგორიცაა დისტონიური რეაქციები, ოკულოგირული კრიზი და დისკინეზია).1 იშვიათი: თავბრუსხვევა სწრაფი ინტრავენური შეყვანისას. თვალის დარღვევები იშვიათი: ტრანზიტორული ვიზუალური დარღვევები (მაგ. მხედველობის დაბინდვა), ძირითადად ინტრავენური მიღებისას. ძალიან იშვიათი: ტრანზიტორული სიბრმავე ძირითადად ინტრავენური მიღებისას.2 გულის დარღვევები ნაკლებად ხშირი: არითმია, გულმკერდის ტკივილი შთ სეგმენტის დერპესიით ან მის გარეშე, ბრადიკარდია ვასკულური დარღვევები ხშირი: სითბოს შეგრძნება ან ალები ნაკლებად ხშირი: ჰიპოტენზია. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები ნაკლებად ხშირი: სლოკინი გასტროინტესტინური დარღვევები ხშირი: ყაბზობა. ლოკალური წვის შეგრძნება სანთლის მიღების შემდეგ. ჰეპატობილიარული დარღვევები ნაკლებად ხშირი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ასიმპტომური მომატება3/ ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას ხშირი: ადგილობრივი რეაქციები ინტრავენური ინექციის ადგილას. 1 აღნიშნულია პერსისტიული კლინიკური შედეგების მტკიცებულების გარეშე 2 სიბრმავის შემთხვევების უმრავლესობა გაქრა 20 წუთში. პაციეტნების უმრავლესობას მიღებული ქონდა ქიმიოთერაპიული აგენტები, რომელბიც მოიცავდა ცისპლატინს. ტრანზიტორული სიბრმავის ზოგიერთი შემთხვევა აღწერილი იყო როგორც კორტიკალური წარმოშობის. 3 ეს მოვლენები ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ცისპლატინით ქიმიოთერაპიას. პედიატრული პოპულაცია ბავშვებში და მოზარდებში გვერდითი მოვლენების პროფილე მოზრდილებთან შედარებადია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები