Category Archives: სხვა

იცით ექსემესტანი ჯენეფარმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსემესტანი ჯენეფარმის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, თქვენი პრეპარატი კარგად აიტანება და შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტან/ჯენეფარმით და ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ბუნებისაა. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენების ნაკლებობასთან (მაგ. “ცხელი” სიწითლე). ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): – ძილის გაძნელება -თავის ტკივილი -“ცხელი” სიწითლე – საერთო სისუსტე – მომატებული ოფლიანობა – კუნთების და სახსრების ტკივილი (ოსტეოართრიტის, ზურგის ტკივილის, ართრიტის და სახსრების დაჭიმულობის ჩათვლით) – დაღლილობა ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) -მადის დაკარგვა – დეპრესია – თავბრუსხვევა, მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნების, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია მთელ ხელში ნეკა თითის გარდა) – კუჭის ტკივილი, ღებინება (თვითგრძნობის გაუარესება), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა – კანის გამონაყარი, თმის ცვენა – ძვლების გათხელება რომელმაც შეიძლება დააქვეითოს მათი ძალა (ოსტეოპოროზი), რომელიც იწვევს მოტეხილობას (გატეხვა ან დასკდომა) ზოგიერთ შემთხვევაში.  – ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-იდან 1-10 შემთხვევაში): – ძილიანობა – კუნთების სისუსტე თუ ჩატარებული გაქვთ სისხლის ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს ღვიძLის ფუნქციების ცვლილება. შეიძლება აღინიშნოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ლიმფოციტების ან თრომბოციტების), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (სისხლში ლიფოციტების შემცირებული რაოდენობა). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიტაბულარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტაბულარდის გვერდითი მოვლენებია: უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები: კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.  .

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დონეპეზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დონეპეზილის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთეზის სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია. საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი. მეტაბოლური დაავადების დროს: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინოკინაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპოგლიკემია, წონის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია. ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე. კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა, ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული. მგრძნობელობის მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარიტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები, ოტიტი, მხედველობითი დარღვევა. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამე, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბროცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინბლასტინ რიხტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინბლასტინ რიხტერის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად ლეიკოპენია, ალოპეცია, ჰიპერურიკემია, შარდმჟავა ნეფროპათია, სტომატიტი, თრომბოციტოპენია, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად – ჰემორაგიული კოლიტი, ან სისხლდენა არსებული წყლულიდან, პრეპარატით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის ნიშნები: (თავბრუსხვევა, დიპლოპია, თავის ტკივილი, დეპრესია, პარესთეზიები, საერთო სისუსტე), ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა. ნეიროტოქსიკური სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინკრისტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინკრისტინის გვერდითი მოვლენებია: ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად – ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ებრანტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ებრანტილის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: დან უმრავლესობა განპირობებულია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით, თუმცა კლინიკური გამოყენების გამოცდილება უჩვენებს, რომ ისინი ქრებიან რამდენიმე წუთის განმავლობაში, პრეპარატ ებრანტილი® – ის წვეთოვანი ინფუზიის ჩატარების შემდეგადაც კი. მძიმე გვერდითი მოვლენები: ს დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.  გვერდითი მოვლენები: ს სიხშირის შეფასება ხდება შემდეგი შკალის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1: 10), ხშირი (> 1: 100, < 1:10), ზოგჯერ (>1:1000, <1:100). იშვიათად (>1:10000. <1:1000), ძალიან იშვიათად (<1:10000). ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ჩასასმელია ცხრილი ძალიან იშვიათ, ცალკეულ შემთხვევებში,  ურაპიდილის გამოყენებისას აღინიშნებოდა თრომბოციტების რაოდენობა. თრომბოციტოპენიის სიხშირე დამოკიდებული იყო პრეპარატის გამოყენებაზე. თუმცა შეუძლეელია პრეპარატ ებრანტილი®  – ით მკურნალობასთან რაიმე მიზეზობრივი კავშირის დადგენა, მაგალითად იმუნოჰემატოლოგიური კვლევების მეშვეობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რანიტიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რანიტიდინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, აბდომინალური ტკივილები; იშვითად – ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური, შერეული), მწვავე პანკრეატიტი. სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპო და აპლაზია, იმუნური ჰემოლიზური ანემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ვასკულიტი, არითმია, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა. ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, პანიკა, დეპრესია, ჰიპერთერმია; იშვიათად-ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, გაღიზიანება, ჰალუცინაციები (ძირითადად ხანდაზმულებსა და მძიმე პაციენტებში), სპონტანური მოძრაობები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის აღქმის არასიმკვეთრე, აკომოდაციის დამბლა. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია. ენდოკრინული სისტემის მხრივ; ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, ამენორეა, პოტენციის ან/და ლიბიდოს დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი). სხვა: ალოპეცია, ჰიპერკრეატინინემია, გლუტამატტრანსპეპტიდაზას მომატებული აქტივობა, მწვავე პორფირია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ქვენტაკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)?

ქვენტაკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: – მწვავე და ლატენტური ვირუსული ინფექციები – ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, გრიპისებური ინფექციები – შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, სხვა სოკოვანი  პრეპარატების ეფექტის გამაძლიერებელი, შაკიკი, გაფანტული  სკლეროზი, თავბრუსხვევა, მენიერის დაავადება, სარტყლისებრი  ლიქენი (ჰერპესი), ჩუტყვავილა – ცეფალგიები და ხერხემლის კისრისმიერი პათოლოგიები – სოკოვანი პრეპარატებით საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების და ნეფრიტის მკურნალობის დროს, დამატებითი თერაპიის სახით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პაქსიფორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაქსიფორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ისევე, როგორც სხვა წამლებმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ეს ყველასთან არ ვლინდება. ზოგადი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 10-დან 1 ადამიანზე): არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, კუჭის შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, შფოთვები ძილში, მოუსვენრობა, მღელვარების შეგრძნება, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა. უჩვეულო გვერდითი მოვლენები: (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 100-დან 1 ადამიანზე): ზოგ ადამიანთან შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, ან შეიძლება აღენიშნებოდეს აჩქარებული გულისცემა ან მხედველობის გაორება. ზოგმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს დეპრესია. შემდეგი გვერდითი მოვლენები: ს შესახებ მოხსენებული იქნა PAXIFOR-ის გაყიდვების დაწყებიდან, მაგრამ მათი გამოვლინების სიხშირე არ არის დადგენილი. (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან სიხშირე ვერ დგინდება): სისხლის ზოგიერთი უჯრედების დონეების ცვლილება, უჩვეულო გულისცემა, უეცარი მოულოდნელი სიკვდილი, გულის შეტევა; ალერგიული რეაქცია (მაგ. პირის, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი), სისხლში შაქრის დონის მომატება, დიაბეტის გაჩენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, წონის მომატება, წონის დაკლება, ანორექსია, ნერვოზი, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მაღალი რისკის არსებობა, ფიქრები სუიციდის შესახებ, სუიციდის მცდელობა და სუიციდი, აგრესია, მეტყველების დარღვევა, სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების, ძილიანობის, მოუსვენრობის, სიმთვრალის მაგვარი მდგომარეობის, სიცხის, ოფლდენის ან კუნთების რიგიდულობის შეგრძნება), სიცხის, კუნთების რიგიდულობის, გახშირებული სუნთქვის, ოფლდენის, დაქვეითებული  ცნობიერების და სისხლის წნევის უცაბედი ცვლილების, ასევე გულისცემის სიხშირის ცვლილების კომბინაცია. სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა, თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შესიებას, ტკივილს და სიწითლეს ფეხებში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების მეშვეობით გადავიდეს ფილტვში და ამით გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ასევე სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს); კუნთების სპაზმი საყლაპავი მილის გარშემო, საკვების შემთხვევითი ასპირაცია პნევმონიის რისკით, ყლაპვის გაძნელება, პანკრეასის ანთება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა; დისკომფორტის შეგრძნება მუცელსა და კუჭში, დიარეა; გამონაყარი კანზე და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თმების ცვენა ან გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრუნჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, შარდვის გაძნელება; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულაციის პრობლემები ან სხეულის გადახურება, ტკივილი გულმკერდის არეში და ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება. დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის გამოყენების დროს მოხსენებული იქნა ფატალური შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, მოხსენებული იქნა ინსულტის ან “მინი” ინსულტის შემთხვევების შესახებ. დამატებითი გვერდითი მოვლენები: მოზარდებში 15 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოზარდებთან გამოვლინდა ის გვერდითი მოვლენები: , რომლებიც სიხშირისა და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებთან გამოვლენილი ეფექტებისა, გარდა ამისა, ხშირად ვლინდებოდა ძილიანობა, უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა (10-დან 1 პაციენტზე მეტად) და ტკივილი მუცლის ზემო მიდამოში, პირის ღრუს სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კრუნჩვები კუნთებში, კიდურების უნებლიე მოძრაობები და თავბრუსხვევის  შეგრძნება, განსაკუთრებით, მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას (100-დან 1 პაციენტზე მეტად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონტრიკალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონტრიკალის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის განმეორებითი ინექციის დროს შესაძლებელია: კანზე გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციის სიმპტომები ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. გარდა ამისა, შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, ქოშინი, გაძლიერებული ოფლდენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები