Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება გრანექსი?

გრანექსის გამოყენების ჩვენებებია:  • აკნე  • ფერიმჭამელები  • კომედონები  • შავი და თეთრი მუწუკები  • კანის დეფექტები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეკლიპსი-სანოველი?

ეკლიპსი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ლოზარტან კალიუმი ნაჩვენებია: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური თერაპიის სახით სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინირებისას (მაგ. თიაზიდური დიურეზული საშუალებები). გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითთ. ეს ჩვენებები არ არის დადასტურებული ნეგროიდული რასის ავადმყოფებზე. შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დასაცავად, დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კრეატინინის დონის მომატება პლაზმაში და პროტეინურია. აღნიშნულ შემთხვევაში ლოზარტან კალიუმი ანელებს ნეფროპათიის განვითარებას.  ცნობები პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს. გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:  კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროტამინის სულფატი?

პროტამინის სულფატის გამოყენების ჩვენებებია: ჰეპარინის ანტიკოაგულაციური ეფექტის ნეიტრალიზაცია შემდეგი შემთხვევების დროს: ჰეპარინის ჭარბი დოზირება; მასიური სისხლდენა, გამოწვეული ჰეპარინის ჭარბი დოზირებით; პაციენტებში ოპერაციის წინა პერიოდში, რომლებიც იყენებენ ჰეპარინს თერაპიული მიზნით; გულსა და სისხლძარღვებზე ექსტრაკორპორული სისხლმიმოქცევით წარმოებული ოპერაციის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლექსიპარინი?

კლექსიპარინის გამოყენების ჩვენებებია: – ვენური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას, რომლებსაც ახასიათებთ ზომიერი ან მაღალი თრომბოგენული რისკები; – ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის პაციენტებში, მწვავე თერაპიული დაავადებებით: III და IV კლასის გულის უკმარისობა (NYHA კლასიფიკაციით), სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე ინფექციური ან რევმატული დაავადებები, ვენური თრომბოემბოლიის, სულ მცირე, კიდევ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორის არსებობისას; – თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს (პროცედურა საშუალოდ 4 საათი გრძელდება);  – ღრმა ვენების დიაგნოსტირებული თრომბოზის მკურნალობა, რომელსაც თან სდევს ან არ სდევს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და არ ახასიათებს მძიმე კლინიკური სიმპტომები (გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას თრომბოლიზური საშუალებებით ან ქირურგიულ ჩარევას); – არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად კომბინაციაში; – შთ სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდის მწვავე ინფარქტის მკურნალობა თრომბოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებშიც შემდგომში შესაძლებელია ჩაუტარდეთ კორონარული ანგიოპლასტიკა ან აღნიშნული პროცედურა არ ესაჭიროებათ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვალერიანაჰელი?

ვალერიანაჰელის გამოყენების ჩვენებებია: დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფორტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) ?

ფორტაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)-ის  გამოყენების ჩვენებებია:  – სიმბიოზის აღდგენა დისბიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს – გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტი და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი, რომელსაც ახლავს დიარეა, ობსტიპაცია, გულისრევა – კუჭის წყლული – ნაწლავის, საშოს და კანის მიკოზები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)?

რელივორა კომპლექს ამპულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: – ორგანიზმის დაცვითი ძალების, ტემპერატურის მატების პროცესების სტიმულაცია – სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (შეუპოვარი მშრალი ხველა), ბრონქიტი, ყივანახველა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნოლპაზა?

ნოლპაზას გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები • გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი (გერდ), მათ შორის ეროზიულ – წყლულოვანი რეფლუქს-ეზოფაგიტი და გერდ-თან ასოცირებული სიმპტომები: გულძმარვა, სიმჟავის რეგურგიტაცია, ტკივილი ყლაპვისას; • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ – წყლულოვანი დაზიანებები, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან (აასს); • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მკურნალობა და პროფილაქტიკა; • Helicobacter pylori  – ს ერადიკაცია ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში; • ზოლინგერ – ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭის მომატებულ სეკრეციასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეიროლეფსინი?

ნეიროლეფსინის გამოყენების ჩვენებებია: – ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები; – ნეიროგენული გენეზის ტკივილის სინდრომი: სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს, ესენციალური გლოსოფარინგეალური ნევრალგია; დიაბეტური ნევროპათიის თანმხლები ტკივილის სინდრომი; – ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (გამოიყენება სტაციონარულ პირობებში); – ფსიქოზები (განსაკუთრებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აჟიტირებული და იპოქონდრიული დეპრესიები, კატატონური აგზნებადობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება B კომპლექსი?

B კომპლექსის გამოყენების ჩვენებებია: როგორც მონო, ისე კომპლექსური მკურნალობისას  – ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაზიანებების დროს  -გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას  – კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისას  – სახსრების, კანის, თვალის კომპლექსურ მკურნალობისას  – გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების კორექცია – პროფილაქტიკის მიზნით.;  საფუარა უჯრედები 260 მგ  B1       0,5მგ  B2       0,55 მგ  B 6      0,7 მგ  B 12   0,35 მკგ  ბიოტინი 75 მკგ  ფოლის მჟავა 100 მკგ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი