Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება კოფეინ-ბენზოატის ნატრიუმი?

კოფეინ-ბენზოატის ნატრიუმის გამოყენების ჩვენებებია: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დესიგრა?

დესიგრას გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა ეტიოლოგიის ერექციული დისფუნქცია, სხვადასხვა ეტიოლოგიის  პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის სხვა დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დერმასეპტი?

დერმასეპტის გამოყენების ჩვენებებია: ვულგარული აკნე, ბაქტერიული ეგზემა, სებორეული კანი და სხვა დერმატიტები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით და გართულებული ინფექციებით. კანის ზედაპირული შეზღუდული დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ალერგიული გამონაყარით, რომელთა მკურნალობა სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით არაეფექტურია. დერმასეპტი მაღალეფექტურია ზღვით გამოწვეულიგამონაყარების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაქსოჯინი?

ნაქსოჯინის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციები, რომელთა გამომწვევია Trchomonas vaginalis, ლამბლიოზი, ამებიაზი, ვაგინიტები, რომლებიც გამოწვეულია Gardnerella vaginalis – ით, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქსეომინი?

ქსეომინის გამოყენების ჩვენებებია: ქსეომინი ნაჩვენებია გამოყენებულ იქნეს შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: – კისრის დისტონია მოზრდილებში – ბლეფაროსპაზმი მოზრდილებში – ინსულტის შემდგომი ზემო კიდურების სპასტიურობა მოზრდილებში – შუბლის ხაზები მოზრდილებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვარფარინი ნიკომედი?

ვარფარინი ნიკომედის გამოყენების ჩვენებებია: სისხლძარღვებში თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების პროფილაქტივა და მკურნალობა: მწვავე ვენური თრომბოზი და ფილტვის არტერიის ემბოლია (ჰეპარინთან ერთად); ოპერაციის შემდგომი თრომბოზი; მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი; როგორც დამატებითი ღონისძიება თრომბოზის ქირურგიული ან მედიკამენტური (თრომბოლიზური) მკურნალობის დროს, ასევე კარდიოვერსიის წინ მოციმციმე წინაგულოვანი არითმიის დროს; მორეციდივე ვენური თრომბოზი; ფილტვის არტერიის განმეორებითი ემბოლია; გულის სარქველების ან სისხლძარღვების პროთეზირების შემდეგ (შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინირება); პერიფერიული, კორონარული და თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი; თრომბოზისა და თრომბოემბოლიის მეორეული პროფილაქტიკა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში და მოციმციმე წინაგულოვანი არითმიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სანდიმუნ ნეორალი?

სანდიმუნ ნეორალის გამოყენების ჩვენებებია:  ტრანსპლანტოლოგია: სოლიდური ორგანოების: თირკმელების, ღვიძლის, გულისა და ფილტვების კომბინირებული ტრანსპლანტატის, ფილტვების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პროფილაქტიკა; ტრანსპლანტაციის შემდგომ იმ ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც ადრე იღებდნენ სხვა იმუნოდეპრესანტებს; ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომ მოცილებული ტრანსპლანტატის მკურნალობა; დაავადების „ტრანსპლანტატი-მასპინძლის წინააღმდეგ“ პროფილაქტიკა და მკურნალობა. აუტოიმუნური დაავადებები: ენდოგენური უვეიტები (აქტიური, მხედველობაზე მოქმედი არაინფექციური ეთიოლოგიის – თვალის შუა ან უკანა ნაწილის უვეიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არ იძლევა შედეგს ან ადგილი აქვს მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარებას, ბეხჩეტის უვეიტი ანთების მარეციდივირებელი შეტევებით, რომელიც აზიანებს ბადურას; გლუკოკორტიკოიდების და მათ მიმართ რეზისტენტული ნეფროზული სინდრომი მოზრდილებში და ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია გორგლოვანი სისხლძარღვების პათოლოგიით (ისეთი დაავადებები, როგორიცაა მინიმალური ცვლილებით მიმდინარე ნეფროპათია, კეროვანი და სეგმენტული გლომერულოსკლეროზი, მემბრანული გლომერულონეფრიტი (რემისიების ინდუქცია და მისი პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე გლუკოკორტიკოიდებით და მათი შემდგომი შეცვლით გამოწვეული ინდუცირებული რემისიების დახმარებით; აქტიურად მიმდინარე რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმები (იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიკური ნელა მოქმედი რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია ან მათი მიღება შეუძლებელი); ფსორიაზი (სანდიმუნ ნეორალი ნაჩვენებია მძიმე ფსორიაზით დაავადებული ავადმყოფებისათვის, როდესაც ჩვეულებრივი მკურნალობა არაეფექტურია ან მისი ჩატარება შეუძლებელი); მძიმე ფორმის ატოპიური დერმატიტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცებრა?

ცებრას გამოყენების ჩვენებებია: ცებრას გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს: • მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა • თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილი, შაკიკი. • სმენის და მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები. • ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური დარღვევები; სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია. • ტროპიკულ დეგენერაციული დაავადებები: დიაბეტი, ათეროსკლეროზი. • მწვავე ინსულტის შემდეგ პოსტ-ტრამვული, პოსტაპოპლექსიური, ჰიპერტონიული ენცეფალოპათია. • ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეფცენ-150?

ეფცენ-150 გამოყენების ჩვენებებია: – კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი, სეფსისი, ფილტვისა და კანის კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში (შიდსით დაავადებულ პაციენტებში); – გენერალიზებული კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების დაზიანებით მიმდინარე); – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვების არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კბილის პროთეზით გამოწვეული კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ პაციენტებში; – გენიტალური კანდიდოზი: მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, პროფილაქტიკა რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) სიხშირის შესამცირებლად, კანდიდოზური ბალანიტი; – ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო – და სხივური თერაპიის ფონზე განვითარებული სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა; – კანის მიკოზები: ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზები, ონიქომიკოზი, სხვადასხვაფერი პიტირიაზი, კანის კანდიდოზური ინფექციები; – ღრმა ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გრანექსი?

გრანექსის გამოყენების ჩვენებებია:  • აკნე  • ფერიმჭამელები  • კომედონები  • შავი და თეთრი მუწუკები  • კანის დეფექტები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი