Category Archives: სხვა

ნორტივანი / NORTIVAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორტივანი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრეპარატ ნორტივანის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ნაყოფის თირკმლის პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რაას-ის განვითარებაზე, იწყებს ფუნქციონირებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ნაყოფისთვის რისკი იზრდება ვალსარტანის მიღებისას მეორე და მესამე ტრიმესტრში. პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, მეორე და მესამე ტრიმესტრში მათი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა იწვევდნენ ნაყოფის დაზიანებას და სიკვდილს. არსებობს შეტყობინებები სპონტანურ აბორტებზე, მცირეწყლიანობაზე და თირკმელების ფუნქციის დარღვევებზე ახალშობილებში, როდესაც ორსულები იღებდნენ ვალსარტანს. მონაცემები, ვალსარტანის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს. პრეპარატ ნორტივანის ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის აუციელბლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როზუვინს რა უკუჩვენებები აქვს?

როზუვინის უკუჩვენებებია: სიფრთხილის ზომები: – თუ გაქვთ ალერგია როზუვინის, ან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ; – თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; – თუ დაორსულდით როზუვინის მიღების დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს. როზუვინის მიღებისას დაიცავით თავი ორსულობისგან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით; – ღვიძლის დაავადებებისას; – თირკმლის მწვავე დაავადებებისას; – თუ იღებთ ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.. ასევე, არ მიიღოთ როზუვინი 40 მგ (მაქსიმალური დოზა): – თირკმლის ზომიერი სიმძიმის დაავადებებისას (ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს); – ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუქნციონირებისას; – კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი წარმოშობის ტკივილის დროს, კუნთების გენეტიკური პრობლემების დროს, ან ანამნეზში არსებული კუნთების პრობლემებისას, ქოლესტერინის დამწევი სხვა საშუალებების მიღების დროს; – დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღებისას; – თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი); – თუ იღებთ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად; – თუ ხართ 18 წლამდე ასაკის. ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს არსებობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ჰელმინტოქსი?

ჰელმინტოქსის გამოყენების ჩვენებებია: ასკარიდოზი; ენტერობიოზი (მახვილა ჭიებით ინვაზია); ანკილოსტომოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როზუვასტატინი-APO-ის რა უკუჩვენებები აქვს?

როზუვასტატინი-APO-ს უკუჩვენებებია: 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: – როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა – ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზებისაქტივობის ნებისმიერი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) – თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) – მიოპათია – პაციენტები, მიოტოქსიური გართულებებისადმი მიდრეკილებით.  40 მგ ტაბლეტებისთვის: – როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა – ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება – ქალებისთვის: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა – ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის ან სისხლის შრატში ტრანსამინაზებისაქტივობის ნებისმიერი ზრდა (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ და მეტად), პაციენტებისთვის, მიოპათია / რაბდომიოლიზისგანვითარების რისკით, სახელდობრ: – თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) – ჰიპოთირეოზი: – კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი – მიოტოქსიურობა, ჰმგ KoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში  – ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება – მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა – ფიბრატების ერთდროული მიღება – აზიური რასის პაციენტებისთვის. სიფრთხილით: მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკი – თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახურიანამნეზი და ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიურობის წინამორბედი ანამნეზი,ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება, 65 წელზე მეტი ასაკი, მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა, რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა), ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა (იხ. პუნქტი "ფარმაკოკინეტიკურითვისებები"); ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსია. პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება: ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენების გამოცდილებაპედიატრიულ პრაქტიკაში შემოიფარგლება ოჯახური ჰომოზიგოტური ქოლესტერინემიის მქონე ბავშვების მცირე რაოდენობით (8 წლის ასაკის და ზემოთ). ამჟამად ბავშვებისთვის როზუვასტატინი APO-ს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

პრენოქსდიაზინი – prenoxdiazine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
1-[2-[3-(2,2-დიფენილეთილ)-1,2,4-ოქსიდიაზოლ-5-ილ]ეთილ]პიპერიდინი (ჰიდროქლორიდის ან გიბენზატის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C23H27N3O

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ხველის საწინააღმდეგო საშუალება

ნოზოლოგიური ჯგუფები:
J02.9 – მწვავე ფარინგიტი, დაუზუსტებელი; J04 – მწვავე ლარინგიტი და ტრაქეიტი; J20.9 – მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი; J42 – ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი; J43.9 – ემფიზემა, დაუზუსტებელი; J45.9 – ასთმა, დაუზუსტებელი; J999* – სუნთქვის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკა; R05 – ხველა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით როზმარინის თმის მატონიზირებელი ხსნარს რა უკუჩვენებები აქვს?

როზმარინის თმის მატონიზირებელი ხსნარის უკუჩვენებებია: ორსულობა; ჰიპერტენზია; შაკიკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როზაპროსტს რა უკუჩვენებები აქვს?

როზაპროსტის უკუჩვენებებია:  ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.  ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როზამეტს რა უკუჩვენებები აქვს?

როზამეტის უკუჩვენებებია: * ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როვინოპროსტს რა უკუჩვენებები აქვს?

როვინოპროსტის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით თვაისი– HL –ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თვაისი– HL –ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები აღწერილი  ყველა კლინიკურ კვლევაში და  განვითარებული უფრო ხშირად (p ≤0.05) ტელმისარტანი პლუს ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში  ნაჩვენებია ქვემოთ  ორგანოთა სისტემების მიხედვით. გვერდითი რეაქციები, რომლებიც    ცნობილია, რომ განვითარდა    ცალკეული კომპონენტის შემთხვევაში,   მაგრამ  არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებისას შეიძლება განვითარდეს*** (მედიკამენტის სახელი)-ით მკურნალობის დროს.   გვერდითი რეაქციები  მოცემულია  სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1 / 10); ხშირი (≥1 / 100 <1/10); არცთუ ხშირი  (≥1 / 1000 <1/100); იშვიათი (≥1 / 10000 <1 / 1,000); ძალიან იშვიათად (<1 / 10,000), ცნობილი არ არის (არ შეიძლება ვივარაუდოთ არსებული მონაცემებით). ინფექციები: იშვიათი: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი იმუნური სისტემის დარღვევები: იშვიათი: სისტემური წითელი  მგლურას გამწვავება. მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: არახშირი: ჰიპოკალიემია; იშვიათი: ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია. ფსიქიატრიული დარღვევები: არახშირი: შფოთვა; იშვიათი: დეპრესია. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავბრუსხვევა; იშვიათი: სინკოპე,   პარესთეზია; იშვიათი: უძილობა, ძილის დარღვევები. მხედველობის დარღვევები: იშვიათად: მხედველობის დარღვევა. ყურის და ლაბირინთის დარღვევები: არახშირი: ვერტიგო.  კარდიალური დარღვევები: ხშირი: ტაქიკარდია, არითმია. სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი: ჰიპოტენზია, ორთოსტატური ჰიპოტენზია. სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები: იშვიათი: ქოშინი, რესპირატორული დისტრეს (მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება). კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი: ფაღარათი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი. იშვიათი: ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დისპეფსია, გულისრევა, გასტრიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა / ღვიძლის  პათოლოგია2. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: იშვიათი:  ანგიოედემა (ასევე ფატალური), ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების: არახშირი:  ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია; იშვიათი: ართრალგია, კუნთების კრუნჩხვები,  კიდურების ტკივილი. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: არახშირი: ერექციის დისფუნქცია. ზოგადი დარღვევები: არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში; იშვიათი:                                                                                       გრიპისმაგვარი დაავადება, ტკივილი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: არახშირი: შარდმჟავას მომატება, იშვიათი:სისხლში კრეატინინის მომატება,  ფოსფოკინაზას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები