Category Archives: სხვა

იცით რელადექსს რა უკუჩვენებები აქვს?

რელადექსის უკუჩვენებებია: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვები 12 წლამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ზოლომაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლომაქსის გვერდითი მოვლენებია: როგორც ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სხვა ტრანკვილიზატორები ზალომაქსიც ხანდახან იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში. ისინი არ ატარებენ მძიმე ხასიათს და მკურნალობის გაგრძელების ან დოზების შემცირების შემთხვევაში ისინი ქრება. იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ტრემორი, მეტყველების დარღვევა, ხასიათის ცვალებადობა. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებიდან რამოდენიმე სთ-ის შემდეგ აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებში კი ხასიათის გაუმჯობესება და აქტიურობის მომატება. ზოლომაქსით მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნება საჭმლის-მონელების პროცესის დარღვევა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები – კანის ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმები და სისუსტე, მადისა და სხეულის წონის დაქვეითება, ენურეზი, ლიბიდოს დაქვეითება, ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის სურათი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი). ბენზოდიაზეპინების გამოყენება ხანდახან, უფრო ხშირად ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში, იწვევს მოუსვენრობას, აგზნებას, ჰალუცინაციებს, ქცევის დარღვევას. ამ და სხვა გვერდითი მოვლენები: ს განვითარებისას უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს პრეპარატის შემდგომში გამოყენების აუცილებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზოლეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლეპტინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა (იშვიათად ძილიანობა), განგაშის შეგრძნება, აჟიტირება, ჰიპომანია, მანია, სიარულის მანერის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზია, აკატიზია), პარესთეზიები, კრუნჩხვა. მოძრაობის ფუნქციის დარღვევები ხშირად უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც იგივე აღენიშნებათ ანამნეზში ან მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვიათად ვლინდება მოხსნის სინდრომი. შესაძლებელია განვითარდეს პარესთეზია, ჰიპოსთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა ან ფსიქოზის სიმპტომები, რომლებიც არ განსხვავდება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან. ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ოფლდენის გაძლიერება, წონაში მატება ან კლება, სისუსტე; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება (იშვიათად – მატება) არექსიამდეც კი, პირის სიმშრალე, დისპეფსიური დარღვევები (მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა), მუცლის ტკივილი; სასქესო სისტემის მხრივ: სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ეაკულაციის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, პოტენციის დაქვეითება, ანორგაზმია); გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის სიწითლე ან სახეზე სისხლის მოწოლის შეგრძნება, სისხლდენა (მათ შორის ცხვირიდან), გულისცემის გაძლიერება; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი; დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი; იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ნეკროლიზი; ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია;  ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: გარდამავალი ჰიპონატრიემია (ხშირად ვლინდება ასაკოვან პაციენტებში, ასევე – დიურეზული ან სხვა საშუალებების მიღების ფონზე. აღნიშნული გვერდითი მოვლენა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატურ სეკრეციის სინდრომს); იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლის შრატში ტრანსამინაზების ასიმპტომური მატება (ფერმენტების აქტივობა ნორმას უბრუნდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეკრეოლი კრემს რა უკუჩვენებები აქვს?

რეკრეოლი კრემის უკუჩვენებებია: − მომატებული მგრძნობელობა დექსპანთენოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; − დექსპანთენოლი არ გამოიყენება ჭრილობების დამუშავების მიზნით  ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, სისხლდენის მაღალი რისკის არსებობის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

პირანტელი – pyrantel

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(E)-1,4,5,6-ტეტრაჰიდრო-1-მეთილ-2-[2-(2-თიენილ)ეთენილ]პირიმიდინი (ემბონატის ან ტარტრატის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C11H14N2S

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
პარაზიტების (ჰელმინთების) საწინააღმდეგო საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
B76 – ანკილოსტომიდოზი; B76.1 – ნეკატოროზი; B77 – ასკარიდოზი; B79 – ტრიქუროზი; B80 – ენტერობიოზი

ჯენერიკები:

გაფრთხილება

რა დროს გამოიყენება ჰალოპერიდოლი?

ჰალოპერიდოლის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები ნეოროლეპსიური საშუალების სახით: • ჰალუცინაციებისას ან შეგრძნების დარრვევის შემდეგ სიტუაციებში: მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, პარანოია, ცნობიერების არევა, ალკოჰოლიზმი (კორსაკოვის სინდრომი). • იპოქონდრული ბოდვისას • პიროვნების დარღვევებისას: პიროვნების პარანოიდული,  შიზოიდური, ანტისოციალური და ზოგიერთი “მოსაზღვრე” დარღვევა  ანტიფსიქომოტორული, ანტიაჟიტაციური საშუალების სახით: • მანიაკალური მდგომარეობა, დემენცია, მენტალური ჩამორჩენა და ალკოჰოლიზმი • პიროვნების დარღვევები ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა იძულება, პიროვნების პარანოიდული დარღვევები და სხვა • მოხუცთა აჟიტირება, აგრესიულობა, მოხეტიალობა • ქცევის დარღვევები ბავშვთა ასაკში • უნებლიე მოძრაობები: ჰანტინგტონის ქორეა (ცჰორეა Hუნტინგტონ) და ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი (მორბუს Gილლეს დე ლა თოურეტტე), • სლოკინი • “ტიკები”, ენის ბორძიკი მძიმე, ქრონიკული ტკივილის ჰალოპერიდოლი ადიუვანტის სახით ლუმბურ სისტემაზე მოქმედებით, ხშირად იძლევა შეყვანილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დოზის შემცირების შესაძლებლობას (მორფინის მიმეტიურები). ღებინების საწინააღდეგო საშუალების სახით: შემთხვევები, როცა ღებინების საწინააღმდეგო კლასიკური საშუალებით ვერ ხერხდება გულისრევის და ღებინების შეჩერება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ზოლენტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლენტონის გვერდითი მოვლენებია: ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10 – დან 1 პაციენტში): – თირკმლის მწვავე დისფუნქცია (განისაზღვრება ექიმის მიერ სისხლის გარკვეული ანალიზის მეშვეობით). – სისხლში კალციუმის დაბალი დონე. არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100 – დან 1 პაციენტში): – პირის, კბილის და/ან ყბის ტკივილი, პირის ღრუში შეშუპება ან ტკივილი, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან გაბუჟება, ან კბილის დაკარგვა. ეს შესაძლოა იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი).დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და სტომატოლოგს, მსგავსი სიმტპომების განვითარების შესახებ ზოლენტონის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. – გულის რითმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია) შეინიშნებოდა პაციენტებში ზოლედრონის მჟავას მიღებისას პოსტკლიმაქსური ოსტეოპოროზისას.  გაურკვეველია ზოლედრონის მჟავა იწვევს თუ არა გულის რითმის დარღვევას, მაგრამ უნდა აცნობოთ ექიმს  მსგავსი სიმპტომების განვითარების შესახებ ზოლედრონის მჟავას მიღების შემდეგ. – მწვავე ალერგიული რეაქციები: სუნთქვის გაძნელება, სახის და ყელის შეშუპება. ძალიან იშვიათი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10000-დან 1 პაციენტში): – კალციუმის დაბალი დონის შედეგად: გულის რითმის დარღვევა  (გულის არითმია, მეორადი ჰიპოკალცემია), კრუნჩხვები, დაბუჟება და ტეტანია (მეორადად ჰიპოკალცემიის შედეგად. – აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს შესაძლოა იყოს ყურში ძვლის დაზიანების ნიშანი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ: ძალიან ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): სისხლში ფოსფატის დაბალი დონე ხშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში) თავის ტკივილი, გრიპის მგსავსი სიმპტომი ცხელებით, დაღლილობით, სისუსტით, ძილიანობით, შემცივნებით და ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილით. უმეტესობა შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციფიური მკურნალობა და სიმპტომები ქრება მოკლე დროში (რამდენიმე საათში ან დღეში). საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, ასევე მადის დაკარგვა. კონიუნქტივიტი. სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) არახშირი (შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში): სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შფოთვა, ძილის დარვევა, თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, გემოვნების მოშლა, სტიმულაციის მიმართ გაზრდილი ან შემცირებული მგრძნობელობა, კანკალი, ძილიანობა.  ცრემლდენა,  მომატებული მგრძნობელობა სინათილს მიმართ, მაღალი არტერიული წნევა, დაბალი არტერიული წნევა, უეცარი შემცივნება გულის წასვლით, მოთენთილობა ან კოლაფსი, სუნთქვის გაძნელება, ხველა; დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკვილი, მოუნელებლობა, პირის ღრუს ანთება, პირის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, კუნთების დაჭიმულობა,   თირკმლის უკმარისობა, სისხლი შარდში, ცილები შარდში, სისუსტე, მუხლების, ტერფების ან თითების შეშუპება, კანის რეაქციები (გაწითლება და შეშუპება) ინფუზიის ადგილას, გულმკერდის ტკივილი, წონის მომატება,ჭინჭრის ციება; სისხლში მაგნიუმის და კალიუმის   დონის შემცირება. ექიმი გააკონტროლებს ზემოაღნიშნულს და მიიღებს საჭირო ზომებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნიქსარი / Nixar ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნიქსარი – აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნიფლუმის მჟავა – NIFLUMIC ACID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნიფლუმის მჟავა – უკუნაჩვენებია ორსულობისას

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პიპერაცილინი – piperacillin

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
6-[[[[(4-ეთილ-2,3-დიოქსო-1-პიპერაზინილ)კარბონილ]ამინო]ფენილაცეტილ]ამინო]- 3,3-დიმეთილ-7-ოქსო-4-თია-1-აზაბიციკლო[3.2.0]ჰეპტან-2-კარბონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C23H27N5O7S

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
პენიცილინები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
A41.9 – სეპტიცემია, დაუზუსტებელი; A54.0 – ქვედა შარდ-სასქესო ტრაქტის ქვედა ნაწილის გონოკოკური ინფექცია პერიურეთრული ან დამატებითი ჯირკვლების აბსცესის გარეშე; B19 – ვირუსული ჰეპატიტი, დაუზუსტებელი; D84.9 – იმუნოდეფიციტი, დაუზუსტებელი; H60 – გარეთა ყურის ანთება; H66 – შუა ყურის ჩირქოვანი და დაუზუსტებელი ანთება; I33 – მწვავე და ქვემწვავე ენდოკარდიტი; J02.9 – მწვავე ფარინგიტი, დაუზუსტებელი; J04 – მწვავე ლარინგიტი და ტრაქეიტი; J18 – პნევმონია დაუზუსტებელი გამომწვევით; J20 – მწვავე ბრონქიტი; J42 – ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი; J85.2 – ფილტვის აბსცესი პნევმონიის გარეშე; J86 – პიოთორაქსი; K05 – გინგივიტი და პაროდონტის დაავადებები; K12 – სტომატიტი და მისი მონათესავე დაზიანებები; K65 – პერიტონიტი; K65.0 – მწვავე პერიტონიტი; K76.9 – ღვიძლის დაავადება, დაუზუსტებელი; K81 – ქოლეცისტიტი; K81.0 – მწვავე ქოლეცისტიტი; K83.0 – ქოლანგიტი; K83.9 – სანაღვლე გზების სხვა დაავადებები, დაუზუსტებელი; L08.9 – კანის და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი; M00-M03 – ინფექციური ართროპათიები; M00.9 – პიოგენური ართრიტი, დაუზუსტებელი (ინფექციური); M86.9 – ოსტეომიელიტი, დაუზუსტებელი; N12 – ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, დაუზუსტებელი როგორც მწვავე ან ქრონიკული; N30 – ცისტიტი; N34 – ურეთრიტი და ურეთრული სინდრომი; N41 – წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები; N45.9 – ორქიტი, ეპიდიდიმიტი და ეპიდიდიმო-ორქიტი აბსცესის გარეშე; N70 – სალპინგიტი და ოოფორიტი; N71 – საშვილოსნოს ანთებითი დაავადება, საშვილოსნოს ყელის გარდა; N73.9 – ქალის მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, დაუზუსტებელი; O85 – მშობიარობის შემდგომი სეფსისი; O86 – მშობიარობის შემდგომი სხვა ინფექციები; R78.8.0*- ბაქტერიემია; T30 – დაუზუსტებელი ლოკალიზაციის თერმული და ქიმიური დამწვრობა; T79.3 – პოსტტრავმული ჭრილობისმიერი ინფექცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება