Category Archives: სხვა

იცით ონბრეზ ბრიზჰაილერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ონბრეზ ბრიზჰაილერის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები. პრეპარატის რეკომენდებული დოზების დანიშვნისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, თავის ტკივილი და კუნთის სპაზმი. ძირითადად, ამ გვერდითი მოვლენების გამოხატულობის ხარისხი მსუბუქია ან ზომიერი. რეკომენდებული დოზისას პრეპარატი ონბრეზ ბრიზჰაილერის არასასურველი გვერდითი მოვლენების პროფილი ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ავლენს ბეტა2-ანდრენერგიული სტიმულაციის კლინიკურად უმნიშვნელო სისტემურ ეფექტებს. გულის კუმშვადობის სიხშირის საშუალო ცვლილებებმა შეადგინა  წუთში ერთ დარტყმაზე ნაკლები, ტახიკარდია აღინიშნა იშვიათად და ვლინდებოდა ანალოგიური სიხშირით, როგორც პლაცებოს გამოყენებისას. არ აღინიშნებოდა QTсF-ს მნიშვნელოვანი გახანგრძლივება პლაცებოსთან შედარებით. OTсF-ს ინტერვალის შესამჩნევი გახანგრძლივების სიხშირე (ანუ > 450 მც – მამაკაცებში და > 470 მც – ქალებში), ასევე ჰიპოკალიემიის შემთხვევათა სიხშირე ანალოგიური იყო პლაცებოს გამოყენებასთან შედარებით. სისხლში გლუკოზის დონის მოქსიმალური ცვლილებების საშუალო მაჩვენებელი იყო ანალოგიური პრეპარატისა და პლაცებოს გამოყენებისას. გვერდითი რეაქციები მოყვანილია ორგანოების სისტემების კლასების მიხედვით, MEdDRA-თანახმად, და მოწესრიგებულია სიხშირისდა მიხედვით კლებადობის წესით შემდეგი პირობითი აღნიშვნების შესაბამისად (CIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, <1/10);  არც ისე ხშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). ინფექციები და ინვაზიები: ძალიან ხშირად – ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხშირად – სინუსიტი. იმუნური სისტემის მხრიდან: არც ისე ხშირად – მომატებული მგრძნობელობა. ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრიდან: ხშირად – შაქრის დიაბეტი, ჰიპერგლიკემია. ნერვული სისტემის მხრიდან: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არც ისე ხშირად – პარასტეზიები. სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ხშირად – გულის იშემიური დაავადება, გახშირებული გულისცემა; არც ისე ხშირად – წინაგულების ფიბრილაცია, ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრიდან: ხშირად – ხველა, ყელსა და ხორხში ტკივილი, რინორეა, არც ისე ხშირად – პარადოქსალური ბრონქოსპაზმი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ხშირად – ქავილი/გამონაყარი. ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან: ხშირად – კუნთოვანი სპაზმი, ძვალ – კუნთოვანი ტკივილი; არც ისე ხშირად – მიალგია. საერთო ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად – პერიფერიული შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში. მაქსიმალურად რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ უფრო მეტი დოზის მიღებისას ონბრეზ ბრიზჰაილერის უსაგრთხოების პროფილი მთლიანობაში ანალოგიური იყო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის მისი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. დამატებითი გვერდითი რეაქცია იყო ტრემორი. ნაზოფარინგიტი, კუნთოვანი სპაზმი, თავის ტკივილი და პერიფერიული შეშუპება წარმოიქმნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე რეკომენდებული დოზის დანიშვნისას. პრეპარატზე ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა. მე-3 ფაზის კლინიკური კვლევებისას აღნიშნულ იქნა, რომ საშუალოდ პაციენტების 17-20% აღენიშნებოდა სპორადიული ხველა, რომელიც იწყებოდა ინჰალაციის დაწყებიდან 15 წამის განმავლობაში და გრძელდებოდა 5 წამის მანძილზე. ეს ხველა ძირითადად კარგად გადაიტანებოდა პაციენტის მიერ და არ იწვევდა პაციენტის გათიშვას გამოკვლევიდან რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას. მონაცემები იმაზე, რომ ხველა ინჰალაციის შემდეგ დაკავშირებულია ბრონქოსპაზმთან, გართულებებთან, მდგომარეობის გაუარესებასთან, ავადმყოფობის სიმძიმის გამწვავებასთან ანდა მკურნალობის ეფექტურობის დაწევასთან – არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ხილაკ ფორტე?

ხილაკ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ); საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია; დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა; გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო – და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა); ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები; კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა); სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხეჭრელის ქერქი?

ხეჭრელის ქერქის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება. გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასლის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რაენომს რა უკუჩვენებები აქვს?

რაენომის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”).  – გშს მოსვენებულ მდგომარეობაში დაბალია 70 დარტყმაზე წუთში მკურნალობის დაწყებამდე.  – კარდიოგენური შოკი. – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. – მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ. სვ.). – ღვიძლის მძიმე უკმარისობა.  – სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი. – სინოატრიალური ბლოკადა.  – გულის არასტაბილური ან მწვავე უკმარისობა.  – რითმის ხელოვნური მატარებლის არსებობა (გშს ნარჩუნდება მხოლოდ რითმის ხელოვნური მატარებლის დახმარებით).  – არასტაბილური სტენოკარდია.  – III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. – გამოყენება Р450 3A4 ციტოქრომის სისტემის ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარითრომიცინი, პერორალურად მისაღები ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, ტელითრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი)  და ნეფაზოდინი (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვ ასამკურნალო საშუალებებთან და ”ფარმაკოკინეტიკა”). – გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთან კომბინაციაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის  ზომიერ ინჰიბიტორებს, რომლებიც აქვეითებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). – ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ასევე გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს (იხ. ნაწილი “გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დენტოკინდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დენტოკინდის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რადოფენს რა უკუჩვენებები აქვს?

რადოფენის უკუჩვენებებია: რადოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ. დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია პაცინეტთათვის. რომელთაც აქვთ ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი და სხვა ალერგიული ტიპის რექციები, რომლებიც ჩნდება ასპირინისა და სხვა (აასპ) გამოყენების შემდეგ. დიკლოფენაკის გამოყენებამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, მძიმე რეაქციები, ძალიან იშვიათად ლეტალური შედეგი. სისხლის კოაგულაციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ხარტანი?

ხარტანის გამოყენების ჩვენებებია: – მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 6-წლიდან; – თირკმლის დაცვა ჰიპერტენზიისა და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ლაბორატორიულად დადასტურებული აქვთ თირკმლის ფუნქციის მოშლა და პროტეინურია >0.5 გ დღეში; – გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის არაეფექტურობის შემთხვევაში; – მაღალი არტერიული წნევისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში ხარტანი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ვალაციკლოვირს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალაციკლოვირის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი. გამოხატული იმუნოდეფიციტით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს ხანგრძლივად იღებენ დიდი დოზით (დღეღამეში 8 გ), შესაძლოა აღენიშნოთ თირკმელების უკმარისობის მოვლენები, მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია და თრომბოციტოპენია (ხანდახან ერთდროულად). აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ბოლომდე არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაპიტუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაპიტუსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ  შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები. აჩქარებული გულისცემა გულძმარვა, მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი, თავბრუ,თავის ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ჭუპა-ჭუპა?

ჭუპა-ჭუპას გამოყენების ჩვენებებია: გარეგანი გამოყენებისთვის. • ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;  • ეგზემა;  • ფსორიაზი;  • ფურუნკული;  • პიოდერმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი