Category Archives: სხვა

იცით პრიმატენს რა უკუჩვენებები აქვს?

პრიმატენის უკუჩვენებებია: * პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პრიმაკორტს რა უკუჩვენებები აქვს?

პრიმაკორტის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, გამოხატული ოსტეოპოროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,იცენკო–კუშინგის დაავადება და სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ოქტრეოტიდი – octreotide

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
სინთეთიკური ოქტაპეპტიდი, სომატოსტატინის წარმოებული

ბრუტო ფორმულა:
C49H66N10O10S2

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ჰორმონები, გონადოტროპინები და მათი ანტაგონისტები; სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები და ჰორმონების ანტაგონისტები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
C25 – პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე; C26 – საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა და დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე; C75.1 – ჰიპოფიზის ავთვისებიანი სიმსივნე; D01 – საჭმლის მომნებელი ორგანოების სხვა და დაუზუსტებელი კარცინომა in situ; D13.7 – პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნე; D44.3 – ჰიპოფიზის გაურკვეველი ან უცნობი ხასიათის სიმსივნე; E22.0 – აკრომეგალია და ჰიპოფიზური გიგანტიზმი; I85.0 – საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება სისხლდენით; K86.8.3* – ცოლინგერ-ელისონის სინდრომი; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

ნექსიუმი / NEXIUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნექსიუმი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნექსიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ომეპრაზოლის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა, რომელიც წარმოადგენს რაცემიულ ნარევს, აჩვენა ფეტოტოქსური მოქმედების ან ნაყოფის განვითარების დარღვევის არ არსებობა. ეზომეპრაზოლის ცხოველებში შეყვანისას გამოვლენილი არ არის რაიმე პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი მოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის რაცემიული ნარევის შეყვანა აგრეთვე არ ახდენდა ცხოველებზე უარყოფით გავლენას მაკეობის პერიოდში, მშობიარობის დროს, აგრეთვე პოსტნატალური განვითარებისას. ორსულებში პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ნექსიუმი არ უნდა დაინიშნოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პრილამიდს რა უკუჩვენებები აქვს?

პრილამიდის უკუჩვენებებია: • ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდებზე, წინამდებარე ტაბლეტების სხვა კომპონენტებზე; • ანგიონევროტული შეშუპება (გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების მიღებით, მემკვიდრეობითი, იდიოპათური) ანამნეზში, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს: გაძნელებული სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ძლიერი გამონაყარი კანზე • ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება); • თირკმელების მძიმე დაავადება ან დიალიზი; • სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი შემცველობა; • სავარაუდო არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობა (ორგანიზმში გამოხატული წყლის შეკავება, სუნთქვის გართულება); • ორსულობა ან ორსულობის დადგომის ალბათობა; • ძუძუთი კვება. • ერთდროული გამოყენება ალისკირენთან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის. დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან: • აორტის სტენოზის არსებობისას; • მიტრალური სარქველის სტენოზის არსებობისას; • ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას; • თირკმლის არტერიის სტენოზის არსებობისას; • გულისა ან თირკმელების სხვა დაავადებების არსებობისას; • ღვიძლის დაავადებების არსებობისას; • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების არსებობისას, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურის ან სკლეროდერმიის დროს; • ათეროსკლეროზის არსებობისას; • ჰიპერპარათირეოზის დროს; • ნიკრისის ქარის დროს; • შაქრიანი დიაბეტის არსებობისას; • დაბალმარილიანი დიეტის დაცვისას ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებისას; • ლითიუმის ან შარდმდენი საშუალებების, ე.წ. კალიუმდამზოგველიდიურეტიკების(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი)მიღებისას. თავი შეიკავეთ მათი და პრილამიდის ერთობლივი გამოყენებისგან (იხ. „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“); • არტერიალური წნევის დასაწევად სხვა პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები ან ალისკირენი. იხ. ასევე „უკუჩვენებებია“;  • თუ თქვენი ასაკი 70 წელს აღემატება. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს, თუ:  • გეგმავთ ანესთეზიის და/ან ოპერაციის ჩატარებას; • ცოტა ხნის წინ გქონდათ ფაღარათი ან ღებინება, ან გაუწყლოება; • შეამჩნიეთ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ; • გაწუხებთ მდგრადი მშრალი ხველა; • იგრძენით ტკივილი მუცლის არეში გულისრევის ან ღებინების არსებობით ან არარსებობით; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომი, რომელსაც ეწოდება ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება; • გიტარდებათ დსლ-დიალიზი ან აფერეზი (ქოლესტერინის აღმოფხვრა სისხლიდან სპეციალური აპარატიდან); • დანიშნული გაქვთ ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენების მიმართ ალერგიის მკურნალობა (დესენსიბილიზაცია); • დანიშნული გაქვთ გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანით. პრილამიდი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური შავკანიანი პაციენტების მკურნალობისას. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუდადებითი რეაქცია ანტიდოპინგურ ტესტებზე. სამკურნალწამლო ურთიერთქმედება თუ ამჟამად ან ახლო წარსულში თქვენ იღებდით რომელიმე სხვა წამლებს, მათ შორის ურეცეპტოს, მცენარეული ან ნატურალური ნედლეულიდან, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. მოერიდეთ მოცემული პრეპარატის მიღებას: • ლითიუმთან (ინიშნება დეპრესიების სამკურნალოდ); • შარდმდენ საშუალებებთან (კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი); • კალიუმის მარილებთან ერთად; • ალისკირენთან ერთად თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს პრეპარატის მიღებამდე იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან: • სხვა წამლებს მომატებული არტერიალური წნევის სამკურნალოდ (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი); • გულის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., პროკაინამიდი, დიგოქსინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი, სატალოლი, დიფემანილი); • თივის ცხელებისა ან ალერგიების საწინააღმდეგო ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მაგ., ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი; • ბეპრიდილს (სტენოკარდიის საწინააღმდეგო);  • ბენზამიდებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., სულტოპრიდი);  • ბუტიროფენონებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., გალოპერიდოლი); • ციზაპრიდს (პრეპარატი ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად); • ერითრომიცინს ინექციის სახით (ანტიბიოტიკი); • მოქსიფლოქსაცინს ან სპარფლოქსაცინს (ანტიბიოტიკები); • მეტადონს (პრეპარატი ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ); • ალოპურინოლს (ნიკრისის ქარის სამკურნალოდ); • კორტიკოსტეროიდებს (სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით); • იმუნოდეპრესანტებს (ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისას ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ, მაგ., ციკლოსპორინი); • პრეპარატებს კიბოს სამკურნალოდ; • გალოფანტრინს (მალარიის სამკურნალოდ); • პენტამიდინს (პნევმონიის სამკურნალოდ); • ვინკამინს (ხანდაზმულებში სიმპტომატური კოგნიტიური დარღვევებისას); • ბაკლოფენს (გაფანტული სკლეროზისას); • ინსულინს, მეტფორმინს ან გლიმეპირიდს (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ); • კალციუმს; • მასტიმულირებელი მოქმედების საფაღარათო საშუალებებს (მაგ., სინამაქის ფოთოლი); • არასტეროიდულ ანთებასაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) ტკივილის მოსახსნელად ან სალიცილატებს მაღალი დოზებით (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა); • ამფოცერიტინი Bინექციის სახით (მძიმე სოკოვანი დაავადებისას); • პრეპარატებს ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები); • ტეტრაკოზაქტიდს (კრონის დაავადებისას); • ოქროს პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) ინექციის სახით (რევმატიზმის დროს). თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის დასახელებაში, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პრილამიდი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება. თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან უკვე ორსულად ხართ, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ შეარტობინეთ ექიმს ამის შესახებ. გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის მიღებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პრივიტუსს რა უკუჩვენებები აქვს?

პრივიტუსის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. კვლევების არასაკმარისი რაოდენობის გამო 0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გირჩევთ არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პატარა ბავშვებში. ასევე არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პრესტარიუმი კომბს რა უკუჩვენებები აქვს?

პრესტარიუმი კომბის უკუჩვენებებია: * თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK<30 მლ/წთ); *ღვიძლის მძიმე უკმარისობა; * ღვიძლისმიერი ენცელფალოპათია; * ჰიპოკალიემია; *ორსულობა; * ლაქტაცია (ძუძუთი კვება); * აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში; * მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე; * მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნეფაზანი / Nefazan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეფაზანი –  B კატეგორიის ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა კლოპიდოგრელით გამოწვეული ფეტოტოქსიურობის ან ფერტილობის დარღვევის რაიმე ნიშანი ვერ გამოავლინეს. თუმცა, ორსულ ქალებში სათანადო და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ცხოველების რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავენ ადამიანების საპასუხო რეაქციებს, კლოპიდოგრელი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგანაც მეძუძურ ბავშვებში არსებობს მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, გადაწყვეტილებაა მისაღები შეწყდეს ძუძუთი კვება ან წამლის მიღება, ამავდროულად გასათვალისწინებელია პერპარატის მნიშვნელობა მეძუძური დედისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ზეფექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზეფექსალის გვერდითი მოვლენებია:  კლინიკური კვლევების შედეგად ყველაზე ხშირად გამოვლინდა: თავის ტკივილი 10.6% (პლაცებო 7.5%); ზედა სასუნთქი გზების ინფექციები-3.2% (პლაცებო 3.1%); ტკივილი ზურგში-2.8% (პლაცებო1.4%); გაციება-2.5% (პლაცებო 1.5%); სინუსიტი-2.2% (პლაცებო1.1%); თავბრუსხვევა-2.2% (პლაცებო0.6%); ძილიანობა-2.2% (პლაცებო 0%) თავბრუსხვევა (2.2%), მოთენთილობა (1.3 %) და გულისრევა (1.6%).; გულისრევა-1.6% (პლაცებო-1.5%); დისმენორეა-1.5% (პლაცებო 0.3%); დისპეფსია-1.3% (პლაცებო 0.6%); მოთენთილობა-1.3% (პლაცებო 0.9%) არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზეტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზეტორის გვერდითი მოვლენებია: ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება. ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ – უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია. საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (<1%-ს პაციენტებში, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ). უმეტეს შემთხვევაში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმლების მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების არსებობას. ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება. სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები