Category Archives: სხვა

იცით პელეთროცინ პლუსს რა უკუჩვენებები აქვს?

პელეთროცინ პლუსის უკუჩვენებებია: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის, ორსულობის დაგეგმვის ან ლაქტაციის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პეგინტრონს რა უკუჩვენებები აქვს?

პეგინტრონის უკუჩვენებებია: * მგრძნობელობა (ალერგია) ალფა-2ბ ინტერფერონისადმი ან პეგინტრონის სხვა ინგრედიენტისადმი; * მომატებული მგრნობელობა (ალერგია) სხვა ინტერფერონებისადმი; * აუტოიმუნური ჰეპატიტი ან იმუნური სისტემის სხვა პრობლემა; * სერიოზული ნევროზი ან ფსიქიური დაავადებები; * ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვის სახით, რომელიც არ არის კონტროლირებადი წამლებით; * სხვა გართულებანი,  ღვიძლის  მძიმე დაავადება (C ჰეპატიტის გარდა); * თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დაავადება; * კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება; * ორსულობის დროს; პეგინტრონი სიფრთხილით ინიშნება: * გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; * ღვიძლის დაავადებები (C ჰეპატიტის გარდა), თუ პაციენტი მკურნალობდა დეპრესიას, სხვა რომელიმე ნერვულ დაავადებას ან ფსიქიურ დაავადებას; *დიაბეტიან ავადმყოფებში საჭიროა თვალის გამოკვლევა; * თუ აღინიშნება სუნთქვის სისტემის ან სისხლის სერიოზული დაავადება; * ფსორიაზის კლინიკა შეიძლება დამძიმდეს; * თუ განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ისეთები როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სპაზმი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება; * თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებული არიან გრიპთან ან სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ხველებას ან სუნთქვის გაძნელებას, მიმართეთ ექიმს; *შეატყობინეთ ექიმს თუ იღებთ ჩინურ ჰერბალურ მედიკამენტს შოსაიკოტოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პაქსელადინს რა უკუჩვენებები აქვს?

პაქსელადინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქოსპაზმი, ბრონქოექტაზური დაავადებები, ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ხველით და ძნელად გამოსაყოფი ნახველით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (15 წლამდე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით პაუზოგესტს რა უკუჩვენებები აქვს?

პაუზოგესტის უკუჩვენებებია: * ჰიპერმგრძნობელობა; * ორსულობა და ლაქტაცია; * ღვიძლის უკმარისობა; * თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ–ჯონსონის და როტორის სინდრომი); * ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო; * თრომბოემბოლიური დაავადება; *თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (იშემიური ინსულტი, ჰემორაგიული ინსულტი); * შაქრიანი დიაბეტი, რეტინოპათია, ანგიოპათია; * ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია, საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის კიბო, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა, ენდომეტრიოზი; * ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერლიპოპროტეინემია, იდიოპათიური სიყვითლე  ან ქავილი (წინა ორსულობის დროს); * ჰერპესი (ანამნეზში); * ოტოსკლეროზი ორსულობისას გაუარესებული; * უცნობი გენეზის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან, მეტრორაგია (უცნობი გენეზის); გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, გულის მანკი, მიოკარდიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ორლისტატი – orlistat

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
[2S-[2ალფა(R*), 3 ბეტა]]-1-[(3-ჰექსილ-4ოქსო-2-ოქსეტანილ)-მეთილ] N-ფორმილ-L-ლეიცინის დოდეცილის ზეთი

ბრუტო ფორმულა:
C29H53NO5

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
E66 – სიმსუქნე

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით პატაქსელს რა უკუჩვენებები აქვს?

პატაქსელის უკუჩვენებებია: პატაქსელი უკუნაჩვენები პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობის რეაქცია პაკლიტაქსელის ან მისი რომელიმე შემავსებლის განსაკუთრებით პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთის მიმართ (იხ 4.4).  პატაქსელი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში (იხ. 4.6) და არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებშიც ნეიტროფილების საბაზისო მაჩვენებელი < 1500/მმ3 (< 1000/მმ3კაპოშის სარკომით დაავადებული პაციენტებისთვის).  კაპოშის სარკომის დროს პატაქსელი აგრეთვე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებთ მძიმე არაკონტროლირებული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ციპრო-დენკი 500?

ციპრო-დენკი 500 გამოყენების ჩვენებებია: ციპრო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მიზნით: ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ინფექციები – სასუნთქი გზების; გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების ანთება (ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს). – შარდის ბუშტის (მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ინფექციები ცისტიტი). – საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის ანთების ფორმა). – რეპროდუქციული ორგანოების, მათ შორის მწვავე ანთება გაურთულებელი გონორეა, პროსტატის ანთება(პროსტატიტი) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის: კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთება (გასტროენტერიტი) – კანის და რბილი ქსოვილების – ძვლების და სახსრების. მძიმედ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე, მაგალითად ბაქტერიის პენეტრაცია სისხლში (სეპტიცემია); პერიტონიუმის ანთება (პერიტონიტი) პერიტონიტის შემთხვევაში ინიშნება დამატებით სხვა ანტიბიოტიკი, რადგან ზოგიერთი ბაქტერია (ანაერობი) უფრო ნაკლებად არის მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ. ინფექციები სუსტი რეზისტენტობის მქონე პაციენტებში (პაციენტები, რომელთაც მკურნალობენ იმუნსუპრესიული პრეპარატებით). ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis – თან კონტაქტის შემდეგ. ბავშვები და მოზარდები: ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან – Bacillus anthracis – თან კონტაქტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით პაროქსეტინს რა უკუჩვენებები აქვს?

პაროქსეტინის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პაროქსეტინის მიმართ.  მაოს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ან მათი მოხსნიდან 14 დღიანი პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ციპრობაი?

ციპრობაის გამოყენების ჩვენებებია: გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით: სასუნთქი გზების ინფექციები: Klebsiella-თი, Enterobacter-ით, Proteus-ით, Pseudomonas-ით, Haemophilus-ით, Branhamella-თი, Legionella-თი და StaphilºCºCcus-ით გამოწვეული პნევმონიის დროს; ოტიტი, სინუსიტი, განსაკუთრებით თუ ინფექცია გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით. ინფექციები: თვალის; თირკმლების და საშარდე გზების; სასქესო ორგანოების, ადნექსიტის, გონორეის და პროსტატის ჩათვლით; მუცლის ღრუს; კანისა და რბილი ქსოვილების; სახსრებისა და ძვლების; სეფსისი. ინფექცია ან ინფექციის პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევაში. პაციენტთა შერჩევითი დეკონტამინაცია იმუნიტეტის დაქვეითებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ციპრო?

ციპროს გამოყენების ჩვენებებია: ციპროფლოქსაცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი