Author Archives: preparatebi

ინტელექტა / INTELECTA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინტელექტა –  ორსულობისა და ლაქტაციის დროს L-კარნიტინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანდროკურს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდროკურის გვერდითი მოვლენებია: ჩვენებები: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან). გვერდითი მოქმედება : მკურნალობის დასწყისში – ტკივილი მუცელში, გულისრევა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, აპათია, დეპრესიული მდგომარეობა ან მოუსვენრობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სითხის შეკავება ორგანიზმში. იშვიათად – ალერგიული რეაქციები, შესაძლებელია წონაში მომატება ან მოკლება. მამაკაცებში შესაძლებელია გინეკომასტიის გამოვლენა, ქალებში სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა. სპერმატოგენეზის დათრგუნვა (ჩასახვის და განაყოფიერების უნარის დაქვეითება – ჩვეულებრივ აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 3-4 თვის შემდეგ), ლტოლვისა და პოტენციის შექცევადი დაქვეითება. ხანგრძლივი დროის მანძილზე ანდროგენების გამომუშავების დაქვეითება იშვიათ შემთხვევაში იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. ერთეულ შემთხვევაში მაღალი დოზით დანიშვნისას აღინიშნება ქოშინი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება. ბავშვებში – ჰიპოთალამუსზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც იწვევს თირკმელზედას ქერქის დაქვეითებას (მაღალი დოზით თერაპიისას); ღვიძლის უკმარისობის განვითარება. კუნთში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია ხველა, ქოშინი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცინკონეტ Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინკონეტ C-ს გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.                       

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინკოფარი ფორტე / GINKOFAR FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინკოფარი ფორტე –  არ არის ცნობილი გინკგო ბილობას ექსტრაქტის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და ახალშობილებში. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება- გინკოფარ ფორტეს მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

თიოფლექსი მალამო / TioFlex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიოფლექსი მალამო –  რეპროდუქციულ ფუნქციაზე თიოქტაციდის ტოქსიკური მოქმედების მიუხედავად, არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ნაყოფზე მისი ნეგატიური მოქმედების შესახებ. რადგან არ არსებობს ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მონაცემები, ორსულობის დროს მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. *ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში თიოქტაციდის მჟავას ექსკრეგირების შესახებ, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რისპაქსოლი® – RISPAXOL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რისპაქსოლი® –  ყველა პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ ექიმს. რისპაქსოლის მიღების გადაწყვეტილებას ორსულობის დროს იღებს ექიმი. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს. რისპერიდონი და მისი მეტაბოლიტი 9-ჰიდროქსირისპერიდონი გამოიყოფა რძესთან ერთად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფლუტინექსი / Flutinex ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუტინექსი –  ფლუტინექსის უსაფრთხოება ორსულებში დღესდღეისობით დადგენილი არ არის. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა სისტემური მოვლენების შესაძლებლობას მინიმუმადე ამცირებს. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში ფლუტინექსის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სასიცოცხლო ჩვენებაა. ექსპერიმენტალურ კვლევებში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ, ფლუტიკაზონის პროპიონატი არ აღმოჩნდა სისხლის პლაზმაში. ითვლება, რომ მისი შეღწევა დედის რძეში ნაკლებად შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალდესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალდესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად(≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად(≥1/1000-დან <1/100-მდე); ; იშვიათად(≥1/10000-დან<1/1000-მდე); ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით(არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).  პოსტმარკეტინგული კვლევები ფსიქიკის მხრივ ძალიან შვიათად: ჰალუცინაცია. ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფსიქომოტორული აღგზნება. სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ  ძალიან იშვიათად: მიალგია ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება).  ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო პრეპარატი დარეგისტრირდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო საშუალების მოხმარების ხანგრძლივი კონტროლი შეფარდებისა სარგებელი/რისკი. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალფენ-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფენ-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ალენდრონატი ხასიათდება კარგი ამტანობით. 5 წლიანი კლინიკური გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის არარსებობა გვერდითი მოვლენების სისუსტის გამო. ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს: აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები (1%-ზე მეტ პაციენტებში), რომლებიც სავარაუდოდ ან განსაზღვრულად იყო დაკავშირებული ალენდრონატის მიღებასთან დოზით 10მგ/დღე-ღამეში და აჭარბებდა პლაცებოს დონეს: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი საყლაპავი მილის წყლული, დისფაგია, მუცლის შებერილობა, ტკივილი ძვლებში, კუნთებში და თავის ტკივილი. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება, ღებინება, კუჭისა და კუნთების სპაზმი, იშვიათად – გამონაყარი, ერითემა. ესტროგენ/ჰორმონჩამნაცვლებელ თერაპიასთან კომბინაცია: ალენდრონატის 10მგ დღე-ღამეში ერთხელ ესტროგენ±პროგესტინთან ერთად მიღებისას უსაფრთხოების და ამტანობის მაჩვენებლები არ განსხვავდება ანალოგიური მაჩვენებლებისაგან ამ პრეპარატებით ცალ-ცალკე ჩატარებული მკურნალობისას. პოსტმარკეტინგული მონაცემები: იშვიათ შემთხვევებში: ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, ანგონერვოზული შეშუპება; ეზოფაგიტი, საყლაპავი მილის სტენოზი და პერფორაცია. გარდა ამისა აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გამონაყარი, უვეიტი. ლაბორატორიული ანალიზის შედეგები: ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა კალციუმის დონის არც თუ ისე დიდი, ასიმპტომური, დროებითი დაქვეითება (პაციენტების 18%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს და 12%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს), და ფოსფატების დონის დაქვეითება (პაციენტების 10%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატს და 3%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს). კალციუმის დონი დაქვეითების სიხშირე < 8,0 მგ/დლ (2,0 მმ) და ფოსფატების დონის დაქვეითების სიხშირე < 2,0 მგ/დლ (0,65მმ) ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინოჰიალი / Gynohyal ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინოჰიალი –  არ არის უკუნაჩვენები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი